„სააგენტო მეწარმეებს ევროპის ქსელურ მარკეტებში შესვლაში უნდა დაეხმაროს“ -  კერძო სექტორი ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნაზე

„სააგენტო მეწარმეებს ევროპის ქსელურ მარკეტებში შესვლაში უნდა დაეხმაროს“ - კერძო სექტორი ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნაზე

access_time2017-11-06 09:00:01

ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნას კერძო სექტორი მოლოდინით ხვდება. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, საპარტნიორო ფონდს საშუალება ექნება დააფუძნოს სააგენტო, რომელმაც პროდუქციის ან მომსახურების ექსპორტის ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკები უნდა დააზღვიოს.


საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტის ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ექსპორტზე პროდუქცის მიწოდება სტაბილური იყოს: „ბევრი კომპანია ექსპორტზე გავიდა, ბევრი აპირებს სამომავლოდ გასვლას, მაგრამ დგას პრობლემა - მიწოდების სტაბილურობა. ჩვენ გვაქვს პროდუქცია, რომლიც ხარისხობრივი მაჩვენებლით მაღალ დონეზეა, თუმცა ერთჯერადად შეიძლება ექსპორტზე გავიდეს და შედგომ მიწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, - აღნიშნა სილაგავამ.


ამასთან, ლევან სილაგავა კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს, რომელიც ასევე ქართული წარმოების ექსპორტზე გატანას ეხება. მისი თქმით, მცირე წარმოებებს უჭირთ საერთაშორისო ქსელურ მარკეტებამდე მისვლა, ამიტომ მათ ხელი სახელმწიფომ უნდა შეუწყოს და მეწარმეებს ევროპის ქსელურ მარკეტებში შესვლაში უნდა დაეხმაროს. 


როგორც სილაგავა აცხადებს, ხშირად მცირე წარმოებებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ევროპულ ბაზარზე გავიდნენ და ქსელურ მარკეტებს დაუკავშირდნენ, რომელიც მათ პროდუქციას გაუყიდის. ყველა მწარმოებელს, მითუმეტეს, თუ ის მცირეა, არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა გამოფენებზე იაროს. ამიტომ აქ უკვე სახემწიფოს როლი მნივშნელოვანი იქნება.


„უმჯობესია, ქვეყნის შიგნით ქართული ადგილობრივი წარმოების მუდმივი გამოფენა-გაყიდვა მოეწყოს, რომ ქვეყანაში ჩამოსულმა უცხოურმა დელეგაციებმა, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა და ა.შ., ქართული ნაწარმი დაათვალიერონ და მათ ექსპორტზე გასვლაში დაეხმარონ“, - აცხადებს ლევან სილაგავა.


მისი განცხადებით, თუ ამ ორგანოს ექნება იმის ფუნქცია, რომ ხელი შეუწყოს პროდუქციის საქართველოდან გატანას, მაშინ იმუშავებს. ხშირად პრობლემა არის ის, რომ არ იციან, რა რაოდენობის და ხარისხის პროდუქცია იყიდება ევროპის ბაზარზე.


სილაგავას განცხადებით, კარგი იქნება, თუ სააგენტო მეწარმეებს ბიზნესასოციაციების ფარგლებში გააცნობს თავის ფუნქციას.



მწვანილის მწარმოებელი კომპანია „ჰერბიას ხელმძღვანელი ზურაბ ჯანელიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნა და პროდუქციის რეალიზებაში სახელმწიფოს დახმარება საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია. მისი განმარტებით, დღეს ქვეყანაში ბოსტნეულის წარმოების სფეროში დაახლოებით 40-მდე ექსპორტიორი კომპანიაა. შედეგად, ყველა ეს კომპანია ერთმანეთის კონკურენტია. ჯანელიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სააგენტო ამოქმედედება, სახელმწიფომ აქ მედიატორის როლი უნდა ითაოს და ერთგვაროვანი პროდუქციის წახალისება მოახდინოს.



ჯანელიძის განცხადებით, სახელმწიფოს მეტი საშუალებები გააჩნია იმისთვის, რომ ექსპორტი წაახალისოს.


მისივე შეფასებით, მას შემდეგ, რაც ექსპორტის წახალისებაში სახელმწიფო ჩაერთვება, დადგება იმის საჭიროება, რომ ზოგიერთ დარგში ენერგომატარებლების სუბსიდირება მოხდეს. „ასეთ დროს ქართული პროდუქციის თვითღირებულება შემცირდება, რაც საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის საფუძველი გახდება“-აცხადებს ჯანელიძე.


შეგახსენებთ, სააგენტო ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დაზღვევით, ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზებითა და, ზოგადად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლოებით საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. სააგენტოს დახმარებით ექსპორტიორები გადაწყვეტენ მათ წინაშე მდგარ ძირითად პრობლემებს, კერძოდ, შეძლებენ საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას და საბრუნავი კაპიტალის ნაკლებობის სწრაფ აღმოფხვრას. სააგენტო აღნიშნული მიზნით შესთავაზებს ექსპორტიორ კომპანიებს საექსპორტო დაზღვევას და ასევე გარანტიებს, რომლებიც დამატებითი უზრუნველყოფის როლს შეასრულებენ კომერციული ბანკებიდან საბრუნავი სახსრების მოზიდვის დროს.


„საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს“ აქციათა 100%-იანი წილის მფლობელი სს „საპარტნიორო ფონდი“ იქნება. სააგენტოს კაპიტალის სახით, ფონდი პირველი სამი წლის განმავლობაში, 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას მოახდენს.


საპარტიორო ფონდში აცხადებენ, რომ კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, სამი თვის ვადაში მოხდება სააგენტოს დაფუძნება, რის შემდგომაც ის სადაზღვევო ლიცენზიას მიიღებს და მასზე სადაზღვევო რეგულაცია გავრცელდება.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up