HOMECOMING-სააგენტო

HOMECOMING-სააგენტო "აწარმოე საქართველოში" უცხოეთში მყოფ 100 ქართველს ეპატიჟება

access_time2019-05-29 17:01:52

სააგენტოს აწარმოე საქართველოში უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან სხვადასხვა პროექტებზე თანამშრომლობა სურს.


როგორც სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, ამ მიზნით აწარმოე საქართველოში მსხვილი საინვესტიციო კაპიტალის მქონე ას თანამემამულეს დაუკავშირდება და საქართველოში მოიწვევს, როგორც სააგენტოს პროგრამების, ისე სხვა მზა საინვესტიციო პაკეტების გასაცნობად.


მთავარი მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი თანამემამულის ჩართვა საქართველოს ეკონომიკაში ორი მიმართულებით, ეს არის ინვესტიციები და ექსპორტი. ინვესტიციების მიმართულებით ჩვენ გვყავს თანამემამულეები, რომელთაც დაგროვილი აქვთ საკმარისი კაპიტალი და აქვთ ემოციური კავშირი ქვყნის მიმართ, შესაბამისად უნდა მოხდეს ამ ბაზის შექმნა, სადაც პირდაპირ მოხდება ტომ-100 ასეთი ადამიანის საქართველოში ჩამოყვანა, Homecoming ივენთის გაკთება, სადაც მოვახდენთ კომუნიკაციას იმის შესახებ, თუ რა პოტენციალი აქვს საქართველოს და რა პროგრამები ხორციელდება და რა თქმა უნდა, მათგან მოვისმენთ იდეებსა და ინიციატივებს.


ეს არის ხალხი, რომელიც დასაქმებულია ძალიან მსხვილ უცხოურ კომპანიებში, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს სამიზნე კომპანიებს და გვჭირდება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრა. ასეთი ადამიანები დაგვეხმარებიან, რომ გაგვიყვანონ ასეთ ადამიანებზე. ამის ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითი გვაქვს, თუმცა უნდა მოხდეს ბაზის შექმნა და ამაზე პროაქტიულად მუშაობა, – განაცხადა ხიდურელმა.


გარდა ამისა, სააგენტო უცხოეთში ქართველ სტუდენტებთან დაკავშირებას და მათ სამეწარმეო გამოფენებში ჩართვას გეგმავს. ასევე, ხიდურელი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ქართულ დიასპორას სპეციალური პროგრამა შესთავაზონ.


რაც შეეხება ექსპორტს, აქ გვინდა, რომ ჩვენი გამოფენების ორგანიზების დროს ჩავრთოთ იქ მაცხოვრებელი ქართველი სტუდენტები, რომ ჩვენს ექსპორტიორ კომპანიებს დაეხმარონ და რეალურად კომპანიებმა აღარ წაიყვანონ თბილისიდან კადრები და დაასაქმონ იქ მყოფი სტუდენტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარჯის კუთხით ეს ბევრად დაბალი იქნება, რადგან მათ არ მოუწევთ ბევრი საფასურის გადახდა და რა თქმა უნდა, ეს არის კარგი საშუალება ჩვენი სტუდენტებისთვის, რომ დასაქმდნენ.


ექსპორტის მიმართულებით მეორე ინიციატივაა, ტოპ-100 უნივერსიტეტში, სადაც ქართველები სწავლობენ, მათი დახმარება, რომ მოეწყოს საქართველოს კულტურული დღე, სადაც ჩვენი ექსპორტიორი კომპანიები მზად არიან, რომ უსასყიდლოდ გააგზავნონ თავისი მრავალფეროვანი პროდუცქია, – აღნიშნა ხიდურელმა.


როდის მოიწვევს სააგენტო უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს საქართველოში, ჯერჯერობით უცნობია.


BMG






არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up