სააგენტო „აწარმოე საქართველოში“: ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შედის

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“: ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შედის

access_time2020-11-12 18:30:00

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის. ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.



„ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად, „აწარმოე საქართველოში აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას. სააგენტოში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იზრდება ხელშეწყობის მექანიზმების და თანადაფინანსების საქმიანობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას“, აცხადებს სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.



ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემა



ამ პროგრამის მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბაკში აღებული სესხების სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სუბსიდირების სქემით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი სახის შეკრებების, გამოფენების, კონფერენციების, შეხვედრების და წვეულებების ორგანიზატორებს.



პროგრამა გულისხმობს 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობის სუბსიდირებას, ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სააგენტოს მიერ გადარიცხული სუბსიდირების თანხის გამოყენება კომერციულ ბანკს შეუძლია როგორც სესხის ძირის, ასევე საპროცენტო სარგებლის დასაფარად, რაც ერთმნიშვნელოვნად ბენეფიციარების მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული შეთავაზებაა. პროგრამა ითვალისწინებს როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების სუბსიდირების შესაძლებლობასაც.



როგორც ყველა სხვა პროგრამაში, აღნიშნული სქემის სამიზნე სუბიექტები არიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. კერძოდ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აკმაყოფილებს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში.



ამასთან, ვინაიდან აღნიშნულ ინდუსტრიაში პანდემიით შექმნილი რთული ეკონომიკური მოცემულობიდან გამომდინარე ხშირია სესხების რეფინანსირების შემთხვევები, პროგრამა ითვალისწინებს იმ რეფინანსირებული სესხის დაფინანსების შესაძლებლობასაც, რომლითაც დაფარულ/გადაფარულ იქნა არა მხოლოდ თავად მეწარმე სუბიექტზე, არამედ მის დამფუძნებელზე გაცემული მიზნობრივი კრედიტიც.




საკრედიტო საგარანტიო სქემა


პროგრამას ემატება ეკონომიკური საქმიანობის 3 ახალი კოდი ინდუსტრიული მიმართულებით, მათ შორის: კინოფილმების ჩვენება, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, კონფერენციების და სავაჭრო გამოფენების ორგანიზება.



ამასთანავე, პროგრამას ემატება 9 ახალი კოდი სოფლის მეურნეობის, კერძოდ მრავალწლიანი კულტურების მოყვანის მიმართულებით: ყურძნის მოყვანა, ტროპიკული და სუბტროპიკული ხილის მოყვანა, ციტრუსების მოყვანა, თესლოვანი და კურკოვანი ხილის მოყვანა, სხვა ხილის, კენკროვნების და კაკლისებრების მოყვანა, ზეთოვანი ხილის მოყვანა, კულტურების მოყვანა სასმელების წარმოებისათვის, სანელებლების, არომატული, ნარკოტიკული და ფარმაცევტული კულტურების მოყვანა (ამ კოდში დასაშვებია ყველა ჩამოთვლილი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა ნარკოტიკული კულტურების მოყვანისა), სხვა მრავალწლოვანი კულტურების მოყვანა.



აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილეობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ასევე, გამარტივდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში კვალიფიციური პორტფელის დათვლის წესი.



თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის



ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში განახლებული პირობებით გამოცხადდება განცხადებების მიღება პროგრამაზე „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“.



ცვლილების მიხედვით, შესაძლებელია დაფინანსდეს შერეული მიზნობრიობის მქონე სესხები. რაც გულისხმობს იმას, რომ წინა ეტაპებისგან განსხვავებით დაფინანსების შესაძლებლობა აქვთ იმ მსესხებლებსაც რომელთა მიერ აღებული სესხების არანაკლებ 80 % მიმართულია სასტუმროს შეძენის /მშენებლობის /გაფართოების /აღჭურვის /რემონტის /რეკონსტრუქციის /სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენისთვის.



ამასთან, განხორციელებული ცვლილების შესაბამისად გამარტივდა თანადაფინანსების მექანიზმის თანხის დათვლის წესი. წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად დათვლა მოხდება 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80 %-ის ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში) ჯამური ოდენობის შესაბამისად, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით



„აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტი



არსებული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად საჭიროა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი დაძლევის მექანიზმების განხორციელება. 2014 წლიდან, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში 13 000-ზე მეტ ბენეფიციარს დაუჭირა მხარი ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში .



დღეიდან კი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიულ მიმართულებას დაემატება 2 ახალი ეკონომიკური საქმიანობა: კველევები და ექსპერიმენტული დამუშავებები ბიოტექნოლოგიაში და ტექნიკური გამოცდები და ანალიზები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საქმიანობების ფარგლებში დასაშვებია როგორც სესხის თანადაფინანსების, ასევე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის სესხის გარანტირების პარალელური გამოყენება. მათ შორის არის კველევები და ექსპერიმენტული დამუშავებები ბიოტექნოლოგიაში და ტექნიკური გამოცდები და ანალიზები.



„აწარმოე საქართველოში“ 6 წელია, რაც წარმატებით თანამშრომლობს კერძო სექტორთან. სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობაა, რასაც ბიზნესის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის მხარდაჭერით ახორციელებს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up