სააღდგომო წირვა ონლაინ და ცარიელი ეკლესიები-როგორ შეხვდა ამერიკა აღდგომას

სააღდგომო წირვა ონლაინ და ცარიელი ეკლესიები-როგორ შეხვდა ამერიკა აღდგომას

access_time2020-04-18 14:00:39

მართმადებელი სამყარო მომავალ კვირას, აღდგომის დღესასწაულს იზეიმებს. თუმცა, კორონავირუსის გამო, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღდგომა წელს განსხვავებულად აღინიშნება. ქვეყნების ნაწილში საზეიმო წირვას არ დაესწრება მრევლი, მსახურების დროს ეკლესიებში მხოლოდ მღვდელთმსახურები იქნებიან, ხოლო მრევლი ლოცვას ინტერეტით მოუსმენს. სანამ მართლამდიდებლების ნაწილი ისევ მსჯელობს როგორ აღინიშნოს აღდგომა, ქრისტიანული რელიგიის სხვა განშტოებების წარმომადგენლებმა აღდგომა უკვე აღნიშნეს 12 აპრილს. ასე მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც, თითქმის ყველა ეკლესია ცარიელი იყო. საზეიმო წირვა კი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ამერიკაში ეკლესიების დახურვა აღდგომამდე ბევრად ადრე დაიწყო. მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ეკლესიებმაც გადაწყვიტეს, რომ ონლაინ მსახურებებზე გადასულიყვნენ. საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ქალაქ ვაშინგტონში კორონავირუსი მღვდელს დაუდგინდა, რომელსაც ავადმყოფობის დროს 500 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

აღდგომა ამერიკაში არსებული ეკლესიებითვის წლის ყველაზე დატვირთული დროა, თუმცა წელს პირველად ტრადიცია დაირღვა და აღდგომის ღამეს ეკლესიებში მხოლოდ რამდენიმე მსახური შეხვდა.

ნიუ-იორკში მდებარე, წმინდა პავლეს სახელობის ეკლესია ქვეყანაში სიდიდით მეორე კათოლიკური ეკლესიაა. ქალაქში, სადაც პანდემია მძვინვარებს და ყოველდღე ასობით ადამიანი იღუპება, აღდგომას ამ უზარმაზარი ეკლესიის კედლები მარტო შეხვდა. მამა ერიკ ედნრიუსი, რომელიც ამ ეკლესიაში მსახურებას უკვე წლებია ატარებს, ამბობს, რომ სიტუაცია წელს ძალიან განსხვავებულია.

ნიუ-იორკში აქამდე ტაძრები არასდროს დაკეტილა. მათ შორის, არც 1918 წელს, როდესაც ქალაქში გრიპის ეპიდემია მძვინვარებდა. მაგრამ წელს, უკიდურესად საშიში მდგომარეობის გამო, წმინდა პავლეს სახელობის ტაძრის მრევლმა სააღდგომო წირვას სატელევიზიო ტრანსლირების საშუალებით ადევნა თვალი.

სრულიად განსხვავებულად შეხვდა აღდგომას ჩრდილოეთ ამერიკის იეზუიტთა ორდენის ხელმძღვანელი ტიმ კესიჩკი. წელს მან აღდგომა სახლში, დასთან და მშობლებთან ერთად აღნიშნა. ის ამბობს, რომ ახლა სწორედ ესაა გამოსავალი-სახლში დარჩენა და ღმერთის სახლიდან დიდება.

განსხვავებული გამოსავალი გამონახა ეპოსკოპალური ეკლესიის ეპისკოპოსმა მაიკლ ქარიმ. მან ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში მსახურება წინასწარ ჩაწერა და ათასობით მრევლმა მას აღდგომის ღამეს უყურა. თავად, სახლში იყო და სხვა მოძღვრის მიერ ჩატარებულ მსახურებას უსმინა. “საკუთარი მსახურებისთვის არასდროს მიყურებია”, თქვა ეპისკოპოსმა.


ეს იყო პირველი შემთხვევა, ეპისკოპოსის მეხსიერებაში, როდესაც ის აღდგომას ეკლესიაში არ შეხვდა. მართალია ეს მისთვის უჩვეულო სიტუაცია იყო, თუმცა ამბობს, რომ ახლა სახლში დარჩენა კიდევ უფრო დიდი მიზნის მსახურებაა.

“ჩვენი მეზობლის სიყვარულია ღმერთის სიყვარულიც. სიყვარულის ყველაზე დიდი გამოხატულება კი ისაა, რომ კვირას სახლში დავრჩეთ და სხვების დაავადება თავიდან ავიცილოთ. ეს არის ღვთის დიდების აქტი.”

კიდევ ერთი ეკლესია, რომელიც აღდგომას დაცარიელებულ კედლებში შეხვდა, ვაშინგტონის წმინდა მარიამის საკათედრო ტაძარია. ის დაახლოებით 50,000 ადამიანს იტევს და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი კათოლიკური სამლოცველოა. აღდგომის ლიტურგიაზე ის ყოველთვის სავსეა, თუმცა წელს პირველად, მრევლი მსახურებაზე არ დაუშვეს.

“წელს სამლოცველო ცარიელი იყო”, განაცხადა ვალტერ როსიმ, სამლოცველოს რექტორმა. წირვას მხოლოდ ტაძრის რამდენიმე მსახური ესწრებოდა. “ქვეყანაში, სხვა მრავალი ეკლესიის მსგავსად ჩვენც სოციალურ ქსელებზე, ტელევიზიაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადავედით”, თქვა როსიმ. მისი თქმით, ის რომ მსახურებების პირდაპირ ეთერში გადაცემაა შესაძლებელი არის “დიდი წყალობა”.

მართალია, ამერიკის მასშტაბით, თითქმის, ყველა ეკლესია დაიხურა, ან მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გადასცემდა მსახურებას, იყვნენ გამონაკლისებიც. მაგალითად, კალიფორნიის გუბერნატორს, კვირის დასაწყისში სამი ეკლესიის წარმომადგენელმა სასამართლოში უჩივლა რელიგიური შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ბრალდებით. ეპისკოპოსები თვლიან, რომ “სახლში დარჩენის ბრძანება”, რომელიც გუბერნატორმა 19 მარტს გამოსცა არღვევს მათ უფლებას შეიკრიბონ და ჩაატარონ რელიგიური მსახურება. კალიფრონიაშიც, ისევე როგორც, დანარჩენ ამერიკაშიც, ტაძრების უმრავლესობამ სააღდგომო მსახურება ონლაინ რეჟიმში ჩაატარა. თუმცა, შედარებით პატარა ეკლესიებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ იგივე გაეკეთებინათ, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია.

კალიფორნია ერთ-ერთია იმ შტატებს შორის, რომელსაც ახლა განსაკუთრებულად უჭირს კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება. ამიტომ აღდგომის კვირაში გუბერნატორმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა და მრევლს სთხოვა, რომ აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენილიყვნენ.

ბოლო მონაცემებით, ამერიკაში კორონავირუსის 661,712-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილია 33,049 პაციენტი.

 

ამერიკის ხმა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up