სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველ მოხუცებს

სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველ მოხუცებს

access_time2021-05-05 13:59:11

ლატარიის თამაშით თქვენ ეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, რადგან ლატარიის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ სოციალურ პროექტებს ხმარდება.


სააღდგომოდ ,,საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ’’ საქველმოქმედო ფონდ ,,მომავლის გზის’’ მხარდაჭერით ორმოცდაათ მარტოხელა სოციალურად დაუცველ მოხუცს კვების ვაუჩერები და სააღდგომო ნუგბარი გადასცა.


,,კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ პერიოდულობით ვახორციელებთ სოციალურ პროექტებს, ერთ-ერთი პრიორიტეტი კი ამ მიმართულებით საზოგადოების ყველაზე უმწეო წარმომადგენლების დახმარებაა. სწორედ ამიტომ მარტოხელა მოხუცები სააღდგომოდ გავახარეთ,  მათ დახმარებას მომავალშიც გავაგრძელებთ’’ - ამბობს ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ წარმომადგენელი ნინო პოტრჟებსკაია.


82 წლის სარიმან გოგიშვილი ჩუღურეთის რაიონში ნახევრად ბარაკში  ცხოვრობს, ერთი შვილი გარდაცვლილი ჰყავს, მეორე კი პატიმარი. ის სრულიად მარტოა, არც შვილიშვილები ჰყავს და არც ნათესავი. ,,წამლებზე ძლივს მივდივარ ხოლმე, მხოლოდ პენსიით ვარსებობ, თქვენი დახმარება ჩემთვის ხსნა არის შვილებო’’-თვალცრემლიანი გვიყვება თავისი მძიმე მოხუცებულობის შესახებ სარიმან გოგიშვილი.


სრულიად მარტოა 65 წლის რაულ ტეფნაძეც, მას არც შვილები ჰყავს და ნათესავების შეწუხებაც არ უყვარს, ზემო ავლაბარში დროისგან დანგრეულ სახლში ცხოვრობს და წარსულ ცხოვრებაზე გულანთებული საუბრობს - ,,ანსაბლში ვცეკვავდი, ბევრს ვმოგზაურობდი და სამწუხაროდ ოჯახის შექმნისთვის ვერ მოვიცალე, ეხლა გულიც მაწუხებს, ჩემი გულის მხოლოდ 20%-ი მუშაობს, თქვენი საჩუქარი ამ სააღდგომოდ ჩემთვის ძალიან საჭირო და სასიხარულოა’’.



ნანი კაპანაძე აფხაზეთიდან დევნილია, თბილისში  მარტო ნესტიან და უფანჯრო ბინაში ცხოვრობს, მხოლოდ პენსიას იღებს და თავი თვიდან თვემდე კეთილი ადამიანების დახმარებებით გააქვს.  ,,ინვალიდი ვარ ბებო, მთელი პენსია წამლებში მიდის, რომ არა კეთილი ადამიანები, ალბათ შიმშილით მოვკვდებოდი, მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა სააღდგომოდ ჩემი ასეთი გახარებისთვის’’ - თვალცრემლიანი გვეხუტება მადლობის ნიშნად ნანი ბებია.


და ასე, ყველა იმ 50 მუხუცებულს, ვისაც სააღდგომოდ  ვესტუმრეთ, საკუთარი ისტორია აქვს, მოგონებებით, გაჭირებით და ტკივილით გაჯერებული, თუმცა მათ გულებში უდიდესი სიკეთე და მადლიერების გრძნობა ვერც დრომ და ვერც მძიმე ცხოვრებამ ვერ დაჯაბნა. მათი მადლიანი დალოცვა სააღდგომოდ კიდევ დიდხანს გაგვყება ჩვენ, ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ლატარიის თამაშით ამ საოცარ ადამიანებს დაეხმარა.






(R)



თეგები:
ლოტო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up