თბილისის მერი გლდანის რაიონის გამგებლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მერი გლდანის რაიონის გამგებლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

access_time2019-12-06 15:56:18

გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ რაიონის მცხოვრებლებს, გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.



თბილისის მერის განცხადებით, გლდანის რაიონის გამგეობას 2020 წელს გაზრდილი ბიუჯეტი ექნება, რაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯება.



„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო გლდანის რაიონის გამგებელს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. უკვე განხორციელებული პროექტები კარგია, მაგრამ უნდა ვიფიქროთ მომავალზეც, თუ რას ვგეგმავთ შემდეგ წელს. 2020 წელს გლდანში გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება, ვინაიდან უფრო გაზრდილი ბიუჯეტი იქნება, ვიდრე 2019 წელს. ვიცი, რომ ბევრია გამოწვევა, პრობლემა არა მხოლოდ გლდანში, არამედ მთელი თბილისის მასშტაბით, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა. ქალაქი აუცილებლად შეიცვლება და როდესაც ჩვენი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, ყველა პროექტი თითოეული თბილისელისთვის თვალშისაცემი იქნება. ქალაქი იქნება განახლებული ინფრასტრუქტურითა და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც ყველაზე სწრაფი და კომფორტული გახდება. გვაქვს პრობლემები, ასევე, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ეკოლოგიისა და მწვანე სივრცეების მიმართულებით, მაგრამ ამასაც მოვერევით და მოვაწესრიგებთ. ერთიანი ძალისხმევით, ყველა პრობლემა დაიძლევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.




გლდანის გამგებელმა რაიონის მოსახლეობას, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო დამსწრე საზოგადოებას ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ძირითადი პროექტები გააცნო. მისი თქმით, 2020 წელს გამგეობის ბიუჯეტი იზრდება, რომლის საშუალებითაც, ბევრად უფრო მასშტაბური პროექტები განხორციელდება.



გამგებლის განცხადებით, 2018-2019 წლებში რაიონის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები 150 მისამართზე ჩატარდა; წყალარინების ქსელი ცხრა მისამართზე მოეწყო; ბავშვთა გასართობი მოედნები 60 მისამართზე განთავსდა; ექვს მისამართზე აშენდა გრუნტის დამჭერი კედელი; ჩატარდა გამწვანების სამუშაოები; მოეწყო და რეაბილიტირდა 15 სკვერი; გამაგრდა საერთო სარგებლობის 30 ავარიული აივანი; ცხრა მისამართზე შშმ პირებისთვის ელექტროპანდუსი დამონტაჟდა.



ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონში მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 78 სპორტულ მოედანს; 57 მისამართზე დამონტაჟდა ტრენაჟორები; 42 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეებისა და ბილიკების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა; 25 მისამართზე განთავსდა უსაფრთხოების მოაჯირები.



გლდანის რაიონის მოსახლეობის ჩართულობით, მეხუთე მიკრორაიონის N17–N8 კორპუსებს შორის ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, სადაც საზოგადოებრივი სივრცე მოეწყო; „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, 300 პროექტი დაფინანსდა; მოსახლეობის ჩართულობით, კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 22 ღონისძიება გაიმართა.




ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 42 089 247 ლარი დაიხარჯა.



გლდანის რაიონის გამგებლის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მთავრობის წევრები, საკრებულოს წარმომადგენლები და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.







მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up