Ryanair-თან, ფაქტობრივად, მოწერილია ხელი – გიორგი ქობულია

Ryanair-თან, ფაქტობრივად, მოწერილია ხელი – გიორგი ქობულია

access_time2019-05-15 19:55:13

Ryanair-თან, ფაქტობრივად, მოწერილია ხელი, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ქობულიას განმარტებით, საქართველომ სამოქალაქო ავიაციაში ძალიან წინ წაიწია. “პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. Ryanair-თან, ფაქტობრივად, მოწერილია ხელი”, განაცხადა ქობულიამ.


შეგახსენებთ, რომ რამდნიმე მარტის ბოლოსნ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, 2020 წლისთვის ირლანდიური კომპანია საქართველოში შემოვა და სხვადასხვა მიმართულებით რეგულარულ პირდაპირ რეისებს დაიწყებს.


„მოლაპარაკებები განახლებულია და ის უკვე აქტიურ ფაზაშია. ჩვენ სწორედ ამ მიზნით ვგეგმავთ ერთ კვირაში გერმანიაში ვიზიტს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ და იმედი გვაქვს, პროცესები დაჩქარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოში დაიწყებს ოპერირებას“, – აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.


შეგახსენებთ, მიმდინარე წლის თებერვალში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ, ავიაკომპანია Ryanair-თან კონტრაქტის გაფორმება ეკონომიკისთვის არახელსაყრელი იყო, რადგანაც კომპანია სახელმწიფოსგან თითოეულ გადაყვანილ მგზავრზე 75 ევროს სუბსიდიას ითხოვდა.



„Ryanair-ს რაც შეეხება, მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც ადრე იყო ჩვენც გვსმენია, მაგრამ არ იყო ის ხელსაყრელი, რადაგანაც ავიაკომპანია მგზავრზე 75 ევროს სუბსიდიას ითხოვდა საქართველოს სახელმწიფოსგან, რისი განხორციელებაც ვფიქრობთ, რომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩვენ ვანახლებთ მოლაპარაკებებს,”- განაცხადა საღინაშვილმა.


მაშინ მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას არასწორი უწოდა პარტია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა. დეპუტატი წინა ხელისუფლების პერიოდში ქუთაისის აეროპორტის განვითარების პროექტში იყო ჩართული და საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებაც იყო ინფორმირებული.


მისი თქმით, Ryanair-ს სუბსიდიის მსგავსი ოდენობა არ დაუსახელებია.


“საერთოდ ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაცია თავის დროზე სწორედ რაინეარის შემოსაყვანად გადაწყდა. იმ ხედვით და გეგმით რაც არსებობდა, აეროპორტის მგზავრთა ნაკადი 2 მილიონს დიდი ხნის წინ უნდა გადამცდარიყო. იმ მასშტაბის მიმოსვლა ევროკავშირთან რა მასშტაბსაც მოიტანდა რაინეარის ამუშავება – რაც ამჟამინდელ ნაკადზე 5-ჯერ მეტია – დასავლეთ საქართველოს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური რეალობისთვის უდიდესი სტიმული იქნებოდა. იმის თქმა რომ რაინეარი მგზავრში 75 ევროს ითხოვდა სრული სიცრუეა,”- განუცხადა BM.Ge-ის კანდელაკმა.


avianews.ge






გია ხუხაშვილი :“მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს

გია ხუხაშვილი :“მამუკა  ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის  სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს
access_time2019-07-17 14:30:22
„ბიძინა ივანიშვილის ყველა ნათქვამი, მიუხედავად მისი შერბილებული ტონისა, ძირითადად კონფრონტაციული იყო და არ ასახავდა იმ რეალობას, რაც დღეს არის ქვეყანაში. ის ისევ სისტემას იცავს და არ აღიარებს შეცდომებს.   მე არ მგონია, რომ ივანიშვილი მართლა მიესალმებოდეს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას. განსაკუთრებით კომიკური იყო მისი განცხადება ახალგაზრდების შემოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკაში, არც თუ ისე ახალგაზარდაა ხაზარაძე,“ - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა...

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე...


მსგავსი სიახლეები

up