Ryanair ქუთაისის 5 საუკეთესო კაფეს ასახელებს

Ryanair ქუთაისის 5 საუკეთესო კაფეს ასახელებს

access_time2019-09-24 18:00:07

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair რომელიც ქართულ ბაზარზე სულ ახლახანს შემოვიდა,მომხმარებლებს ქუთაისის 5 საუკეთესო კაფეს სთავაზობს .


ავიაკომპნიის ხუთეულს ჩაის სახლი “ფოე-ფოე” ხსნის, შოთა რუსთაველის გამზირზე, რომელსაც ჩაისა და ყავის შესანიშნავი არჩევანი აქვს. “ტრადიციული ქართული სამზარეულო, ნამდვილად შესანიშნავი სადილის გამოცდილება, ზიხართ წიგნის თაროებს შორის და მიირთმევთ ალკოჰოლით ინსპირირებულ ჩაის, ისევე როგორც სახლის სპეციალურ წითელ ღვინოს დარიჩინით. მდებარეობს ზუსტად ცენტრში, შესაბამისად, მარტივად მისასვლელია და მისი დეკორისა და ძველებური შარმის გათვალისწინებით, რთული არაა იმის მიხვედრა, თუ რატომ მოხვდა ის ხუთეულში” , – ასე აღწერა ავიაკომპანია “ფოე-ფოეს”.




ხუთეულის მეორე ადგილს ქუთაისის გარდენია იკავებს – “შესანიშნავი ადგილი, სადაც ზაფხულის ცხელი დღის გატარება შეგიძლიათ ქუთაისის გარდენია და მისი მდინარისპირა ტერასაა, რომელიც ადგილობრივებში მზის ამოსვლისას დიდი პოპულარობით სარგებლობს”, – აღწერს ავიაკომპანია. ევროპული, ქართული და აღმოსავლეთ ევროპული სამზარეულო ცივ ლუდთან ან ცივ ყავასთან ერთად. ვეგეტარიანელებისთვის მეგობრული გარემოა.





მესამე ადგილს ტრადიციული ინტერიერის მქონე “ჩვენი კაფე” იკავებს, წმინდა ნინოს ქუჩაზე, სადაც იტალიური და ქართული სამზარეულოთი უმასპინძლდებიან მომხმარებლებს. Ryanair “ჩვენ კაფეში” მომხმარებელს ლობიანის დაგემოვნებას და ცოცხალი მუსიკის მოსმენას სთავაზობს ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას (9-11 საათი).




მეოთხე ადგილზე “კაფე ფლუე” (Café Fleur), რომელიც წმინდა ნინოს #13-ში მდებარეობს. ფლუე შესანიშნავი ადგილია საუზმედ ომლეტის და კაპუჩინოს დაგემოვნებისთვის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ის უფრო ადრე იხსნება, ვიდრე ქალაქის თითქმის ყველა სხვა კაფე.




მეხუთე პოზიციაზე კი ბარ რესტორანი პალატაა, პუშკინის 11 ნომერში. თუკი სახლის კომფორტს ეძებთ და შესანიშნავი ნამცხვრისა და ყავის მირთმევა გსურთ, პალატა საუკეთესო ადგილი. რომანტიული პირველი სართული, ყვავილებით მორთული აივნები, იასამნისფერი კედლები, ვინტაჟური ავეჯი, გიქმნით შთაბეჭდილებას, რომ “თოჯინის სახლში” მიირთმევთ. ბარ – რესტორანში ტრადიციული კერძების დიდი პორციებია.





GBC


თეგები:
კაფე Ryanair



29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up