Ryanair-ის ხელმძღვანელმა დიდ ბრიტანეთში ჩასულთათვის 14-დღიანი კარანტინის დაწესებას იდიოტური გადაწყვეტილება უწოდა

Ryanair-ის ხელმძღვანელმა დიდ ბრიტანეთში ჩასულთათვის 14-დღიანი კარანტინის დაწესებას იდიოტური გადაწყვეტილება უწოდა

access_time2020-05-18 22:15:59

ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ქვეყანაში ჩამსვლელთათვის 14-დღიანი კარანტინის შემოღებას იდიოტურს უწოდებს. მაიქლ ო’ლირის, თქმით, ამის განხორციელება შეუძლებელი იქნება.

 

„ეს იგივე მთავრობაა, რომელიც კრიზისს კვირების განმავლობაში მართავდა ცუდად“, - აცხადებს ავიაკომპანიის ხელმძღვანელი BBC-ს რადიოსთან საუბრისას.

 

როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში ჩასულებს ორკვირიან კარანტინში მოათავსებენ, თუმცა ეს რეგულაციე არ ეხება საფრანგეთს.

 


დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების სამეტაპიანი გეგმა წარადგინა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

Imedinews.ge



თეგები:
ryanair



წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს

წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს
access_time2020-11-30 17:00:57
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance“  საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ სტუმართ-მასპინძლობის სექტორსა და მთავრობას შორის კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი უნდა წარიმართოს. ალიანსის საქართველოს მთავრობას 4 კონკრეტული მოთხოვნით მიმართავს. „კომერსანტი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ“   ბატონო...

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“
access_time2020-11-30 15:00:05
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაში...

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.


მსგავსი სიახლეები

up