ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ხუთშაბათს ესპანეთში რამდენიმე ათეული ფრენა გააუქმა რის მიზეზიც ესპანეთში თანამშრომლების გაფიცვები სახელდება.
გაუქმება შეეხო სულ 54 ფრენას, რომლებიც დაგეგმილი იყო ხუთშაბათს ესპანეთიდან ამ ესპანეთის მიმართულებით.
გაფიცულები სამუშაო პირობებით უკმაყოფილონი არიან. ისინი არ გამორიცხავენ, რომ გაფიცვა 2 ივლისამდე გაგრძელდეს.
ევროპული მედია აღნიშნავს, რომ ევროპა ამჟამად მაღალ ტურისტულ სეზონშია, აეროპორტები სავსეა.