აუზების გახსნამდე 7 დღე დარჩა, მათი მფლობელები კი დღემდე რეგულაციიების საბოლოო ვარიანტს ელოდებიან . მათთვის დღემდე უცნობია რამდენი სტუმრის მიღებას შეძლებენ დღის განმავლობაში.
ღია აუზები 10 ივნისიდან იხსნება, მათ შორის კრწანისის რეზიდენციის აუზიც. როგოროც „კომერსანტს“ აუზის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სივრცე გახსნისთვის მზადაა და მხოლოდ ბოლო მითითებას ელოდებიან.
„ერთ კვირაში გავიხსნებით და უკვე მზად ვართ. აუზში წყალი ზუსტად იმ მითითებით მოვამზადეთ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას ითვალისწინებს. დღეს ან ხვალ უკვე გვეცოდინება ყველა დეტალი, რამდენი ადამიანის შემოშვების უფლება გვაქვს ერთ ჯერზე, ან უნდა გვქონდეს თუ არა საშხაპეები სივრცეში. სამომავლო გეგმები ან იმის თქმა, რამდენად კარგი სეზონი იქნება ფინანსურად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი სტუმრის მასპინძლობას შევძლებთ მთელი დღის განმავლობაში“,-განაცხადა კრწანისის რეზიდენციის აუზის წარმომადგენელმა.
ნათია ლომიძე