რვა წლის განმავლობაში 30-ზე მეტი ხანძარი და არცერთი გამოძიებული საქმე

რვა წლის განმავლობაში 30-ზე მეტი ხანძარი და არცერთი გამოძიებული საქმე

access_time2020-06-18 10:00:27

ცნობილი რუსი ჟურნალისტი ოლეგ-სანდრო პანფილოვი სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაჩენილ ხანძრებს ეხმაურება. როგორც პანფილოვი წერს 2012 წლიდან დღემდე 30- მდე ბაზარია დამწვარი და არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის. „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად რეალურია სტატისტიკა რომელსაც ჟურნალისტი აქვეყნებს. სწორედ ამიტომ მედიაჰოლდინგმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია რა ეტაპზეა სავაჭრო და გასართობი  ცენტრებში მომხდარი ფაქტების საქმეები. სია, რომელსაც ოლეგ-სანდრო პანფილოვი აქვეყნებს შემდეგია:

 

1. დამწვარი ,,ლილოს ბაზრობა – 15/XI/2012

 

2. დამწვარი სავაჭრო ცენტრი ,,საბა – 26/02/2013

 

3. დამწვარი ,,ევროპარკი – 17/07/2013

 

4. დამწვარი სენაკის ბაზრობა – 25/08/2014

 

5. დამწვარი ,,ბოშათა ბაზრობა – 16/09/2014

 

6. დამწვარი ,,ხოფას ბაზრობა – 7/XII/2014

 

7. დამწვარი ,,ელიავას ბაზრობა – 27/XII/2014

 

8. დამწვარი ,,ისნის'' ბაზრობა – 21/01/2015

 

9. დამწვარი ,,ელიავას ბაზრობა – 4/08/2015

 

10. დამწვარი ,,კიროვის ქარხანა - 27/08/2015

 

11. დამწვარი ,,შავი ბაზრობა – 2/08/2016

 

12. დამწვარი ბაზრობა და ბავშვთა სამყარო – 29/01/2017

 


13. დამწვარი ,,ელიავას ბაზრობა - 2/06/2017

 

14. დამწვარი ფოთის ბაზრობა – 10/07/2017

 

15. დამწვარი ,,დეზერტირების ბაზრობა – 17/07/2017

 

16. დამწვარი ,,ისნის ბაზრობა - 19/08/2017

 

17. დამწვარი სასტუმრო ,,ლეოგრანდი - 24/XI/2017

 

18. დამწვარი ,,მიხაილოვის საავადმყოფო - 18/02/2018

 

19. დამწვარი ,,კიროვის ქარხანა - 21/02/2018

 

20. დამწვარი ,,თერგის ბაზრობა - 27/02/2018

 

21. დამწვარი სამგორის საამქროები და საწყობები - 4/03/2018

 

22. დამწვარი სავაჭრო ცენტრი ბთუმში - 29/08/2018

 

23. დამწვარი ,,ყარაჯალის ბაზრობა - 6/09/2018

 

24. დამწვარი ,,ელიავას ბაზრობის საამქროები - 11/X/2018

 

25. დამწვარი ,,სტამბოლის ბაზრობა - 31/X/2018

 

26. დამწვარი ,,ჩინელების ბაზრობა - 6/06/2019

 

27. დამწვარი ,,თერგის სავაჭრო ცენტრი - 2/X/2019

 

28. დამწვარი ,,ქავთარაძის ბაზრობა - 13/01/2020

 

29. დამწვარი ,,ისნის ბაზრობა - 13/01/2020

 

30. დამწვარი ,,კეჩის ბაზრობა ქუთაისში - 17/02/2020

 

31. დამწვარი ,,ვარკეთილის ბაზრობა - 15/06/2020

 

ერთ-ერთი ასეთი გამოუძიებელი საქმე „ბავშთა სამყაროს“ ხანძარია. როგორც „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულების ადვოკატი მარიკა არევაძე აცხადებს, დაზარალებულებს ხანძრის შედეგად მიღებული ზარალი ამ დრომდე არ ანაზღაურებიათ. საუბარია, დაახლოებით 9 მლნ. ლარზე. არავეძის თქმით, გამოძიება არაეფექტური, საგამოძიებო უწყებებს პასუხისმგებელი პირი ამ დრომდე არ ჰყავთ გამოვლენილი და არ არიან შესაბამის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულნი. მისი თქმით, ამ ადამიანების გამოვლენით და დასჯით ფაქტების პრევენცია მოხდებოდა.

 

მარიკა არევაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ხანძრებთან დაკავშირებით არ არის ეფექტური სავაჭრო ცენტრების უსაფრთხოების ნორმების კონტროლში, რადგან ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხების ნორმების დაცვას. მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უნდა აკონტროლოს არის თუ არა უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე დაცული, განსაკუთრებით სახანძრო უსაფრთხების მიმართულებით.

 

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელზეც ადვოკატი  საუბრობს დაზღვევაა. მარიკა არევაძე გვიყვება, რომ „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც სავალდებულო გახდა ამ ტიპის ობიექტებზე მოიჯარეების დაზღვევა. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც კანონი არ არის აღსრულებადი რაც ბუმერანგივით, უარყოფითი შედეგით ბრუნდება უკან.

 

„ჩვენს შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობდა ორი მიმართულებით: პირველი ეს იყო ხანძრის გაჩენის მიზეზი, ბავშვთა სამყარო დაიწვა თუ დაწვეს. ამ ნაწილში გამოძიებას არანაირი შედეგი არ აქვს. მეორე მიმართულება იყო ბავშთა სამყაროში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხი. ამ ნაწილში გამოძიებამ დაადგინა, რომ ექსპლუატაციის წესები დაცული არ იყო, ბრალი წაუყენა დირექტორს და დაცვის თანამშრომელს თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პირველმა ინსტანციამ სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. საქმე სააპელაციოში და ველოდებით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ვფიქრობთ, რომ ამ შედეგისთვის საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია.

 

ჩვენ ასევე გაშლილი გვაქვს სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულება. ადმინისტრაციულ საქმეს რაც შეეხება, ყველას ახსოვს, რომ მერიამ და საკრებულომ  თავის დროზე გამოჰყო ერთჯერადი დახმარება, რა დროსაც თითოეულმა დაზარალებულმა მიიღო 3 000 ლარი, თუმცა ეს თანხა არ მიუღია ყველა დაზარალებულს, მე ვისაც ვიცავდი მათ შორის 33 ადამიანი იყო ასეთი. ამ 33 ადამიანის სახელით მივმართეთ მერიას და საკრებულოს რომელბმაც პასუხის გაცემა არ იკადრეს, ამიტომ სასმართლოს მივმართეთ და პირველი ინსტანცია მოვიგეთ, გადაწყვეტილება გაასაჩივრა მერიამ და საკრებულომ მოვიგეთ აპელაცია, რომელიც გაასაჩივრა მერიამ და საკრებულომ და ეს საჩივრებიც არ დაკმაყოფილდა. გასული წლის დეკემბერში მერიამ ნებაყოფლობით შეასრულა ეს სასამართლო გადაწყვეტილება .რაც შეეხება სამოქალაქო სარჩელს. აქ მნიშვნელოვანია ანაზღაურდეს ის ზიანი რომელიც ამ ადამიანებს მიადგა. მიუხედავად იმისა, რომ სამ წელზე მეტი გავიდა ჯერ კიდევ საქმის პროცესში ვართ“, - განმარტავს მარიკა არევაძე.  


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up