რუხის სავაჭრო ცენტრში ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ იწყება

რუხის სავაჭრო ცენტრში ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ იწყება

access_time2018-06-13 16:09:20

რუხის სავაჭრო ცენტრი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, სპორტულ-კულტურული ღონისძიებებს მასპინძლობს. ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ იწყება.


რუხის სავაჭრო ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხერო ადმისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრი ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ -ის ფარგლებში, მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს გამართავს.



რუხი სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები, მარათონი, დაჯილდოვებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება.



ინიციატივის მხარდამჭერები არიან კერძო კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, სს „ქართული ლუდის კომპანია“-ზედაზენი, რომელიც ფესტივალის განმავლობაში, მასშტაბურ აქტივობებსა და პრიზების გათამაშებას გეგმავს.



„მოხარული ვარ, რომ რუხის მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრს კიდევ ერთი ახალი დატვირთვა ექნება და ხვალიდან რეგიონში კიდევ ერთი ახალი ლოკაცია ჩნდება, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოვიდეს დაისვენოს, გაერთოს და მისთვის საინტერესო აქტივობებში ჩაერთოს. თქვენ გელოდებათ პოპულარული ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტები: „ვაკის პარკი,“ Under Seven, TSU ART, Green Mama, მარიამ შენგელია, მარიტა ცეცხლაძე, ალექსი კიკვიძე და სხვა. ბავარიის ლუდის ფესტივალი საინტერესო გათამაშებებითა და ფინალური პრიზით - საგზური ამსტერდამში. გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: ნაყინისა და ფერების ფესტივალი. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია და სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ნეკა სებისკვერაძესთან ერთად. ველოდებით, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ტურისტებს და ფესტივალზე დასწრების მსურველებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. იმედი მაქვს ეს მრავალფეროვანი ერთთვიანი ფესტივალი რეგიონში ზაფხულის მთავარი მოვლენა იქნება. ფეხბურთის გულშემატკივრებს კი ექნებათ შესაძლებლობა მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას ადევნონ თვალი და უგულშემატკივრონ დიდ ფეხბურთს დიდ ეკრანზე“, განაცხადა რუხის სავაჭრო ცენტრის დირექტორმა დავით მაჭავარიანმა.



რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის:


სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა, რომელმაც ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა. ცენტრში წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები, საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. რუხის სავაჭრო ცენტრი 2016 წელს გაიხსნა და დღეს რეგიონის ერთერთ მასშტაბურ სავაჭრო დაწესებულებას წარმოადგენს.



14 ივნისი - 15 ივლისის აქტივობები:



14 ივნისი


18:00 ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტების მარათონი
18:30 სტუდენტების დაჯილდოება
19:00 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ანსამბლის კონცერტი. სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია
19:00 მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის პირდაპირი ტრანსლაცია
22:00 ელექტრონული მუსიკის კონცერტი - TSU ART



16 ივნისი


16:00 ბავარიის ლუდის ფესტივალი, მუსიკალური გაფორმება: ჯგუფი „ვაკის პარკი“



19 ივნისი


19:00 კონცერტი: ჯგუფი Under Seven
22:00 კონცერტი: მარიამ შენგელია, მარიტა ცეცხლაძე
სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია



21 ივნისი


17:00 საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია: მწერალი გიორგი კეკელიძე
19:00 საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი: სიმფონიური ორკესტრი ნეკა სებისკვერაძესთან ერთად
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია



24 ივნისი


17:00 გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: „თოლიას“ ნაყინის ფესტივალი
19:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია



30 ივნისი

14:00 გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: ფერების ფესტივალი

18:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია 

22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია



6 ივლისი


18:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი
20:30 დოკუმენტური ფილმების ჩვენება დიდ ეკრანზე
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი



7 ივლისი


18:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი
სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია
20:30 დოკუმენტური ფილმის ჩვენება დიდ ეკრანზე
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი



10 ივლისი


22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია. ნახევარფინალი
სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია


11 ივლისი


19:00 კონცერტი: ჯგუფი Green Mama
სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - ნახევარფინალი



15 ივლისი


19:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - ფინალი
22:00 კონცერტი: როკ ჯგუფი Under Seven
23:00 ელექტრონული მუსიკის კონცერტი: TSU ART
სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია



(R)





კომპანია „სილქნეტის“ განცხადება

კომპანია „სილქნეტის“ განცხადება
access_time2019-01-22 22:27:41
კომპანია სილქნეტი სპეციალურ განცხადებას  ავრცელებს. კომერსანტი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის  - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს...

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები  გაუარესდა
access_time2019-01-22 20:00:20
საერთაშორისო ორგანიზაცია Fund for Peace ყოველწიურად ადგენს სახელმწიფოების მდგრადობის რეიტინგს, რომელიც ასახავს სხვადსხვა ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების დონეს. სიის შემდგენელთა განცხადებით, მათი მიზანია პოლიტიკოსების გაფრთხილება შესაძლო დაძაბულობის და კონფლიქტების შესახებ. ინდექსი ზომავს ქვეყნებს სტაბილურობის დონეს. 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა 83-ე ადგილი 178 ქვეყანას შორის და 120...

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“
access_time2019-01-22 19:00:48
მთავრობამ 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის აამოქმედა. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს....

„პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს

 „პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს
access_time2019-01-22 16:00:54
„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“ — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ეს განცხადება მედიაში დავის საგანი გახდა. ვებ-პორტალი „ბათუმელების“ ინფორმაციით, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. შესაბამისად, პრემიერის ნათქვამი არასწორია. კომერსანტმა საკითხში გარკვევის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ექსკლუზიურად...

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან
access_time2019-01-22 14:00:47
„საქართველოში მეწარმეები  ბიუროკრატიას ეწირებიან. აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რადგან არ მინდოდა ფერმერთა ასოციაციის სახელი გამომეყენებინა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავყიდო, რომ მეტი დრო დავუთმო ფერმერთა ასოციაციას და დავეხმარო სხვა ფერმერებს, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. “,— ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ კომერსანტს...


მსგავსი სიახლეები

up