რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა" რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი გადასცა

access_time2021-04-11 14:38:32

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, გლობალური გრანტის ფარგლებში „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა" რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი - უსასყიდლოდ გადასცა.

გადაცემის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე, ზუგდიდის მერი, ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის'' და „როტარი" კლუბი თბილისის ხელმძღვანელობა დაესწრო.


მალხაზ თორიამ „როტარი" კლუბის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს პანდემიის პერიოდში გაწეული მუშაობისთვის.

„რუხის კლინიკამ ერთი წლის წინ იტვირთა უზარმაზარი პასუხისმგებლობა. მაშინ როცა რეალურად დავდექით პრობლემის წინაშე, რომელიც მთელ მსოფლიოსთვის ახალი გამოწვევა იყო და არ ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, აღმოჩნდა რომ კლინიკა, სადაც ამ უხილავ მტერს გავუმკლავდებოდით და მოქალაქეების მკურნალობა იქნებოდა შესაძლებელი - რეგიონში არ გვქონდა. მაშინ ჯანდაცვის უწყების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით მიღებული იქნა გადაწყვეტილება რუხის კლინიკის გახსნის შესახებ და უმოკლეს პერიოდში აღიჭურვა ტექნიკით. მე მინდა მადლობა გადავუხადო რუხის პერსონალს, მენეჯმენტს გაწეული მუშაობისთვის, თქვენ სამედიცინო პერსონალი ხართ თანამედროვე სამყაროს გმირები, თქვენ იბრძვით წინა ხაზზე, ხშირად თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. მადლობა „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორს", რომელმაც რუხს დღეს გადასცა თანამედროვე რენტგენის პორტატული აპარატი და მოუგვარა კლინიკას ეს საჭიროება. რუხი დღეს ემსახურება არამარტო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, არამედ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს და ამ კლინიკას მხოლოდ სამედიცინო დატვირთვა არ აქვს" - განაცხადა მალხაზ თორიამ.





მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია
access_time2021-05-15 20:00:28
ამერიკელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ რეალურად კორონავირუსს არა 3,2 მლნ. როგორც ამბობს ოფიციალური სტატისტიკა, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწირა.   მათი აზრით, თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსისგან სიკვდილიანობის სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია და ეს თითქმის ყველა ქვეყანას ეხება - მდიდარს და ღარიბს, დემოკრატიულს და ავტორიტარულს.   განსაკუთრებით დიდია სხვაობა სტატისტიკას და რეალობას შორის რუსეთში.   ვაშინგტონის უნივერსიტერის...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...


მსგავსი სიახლეები

up