რუსულმა რუბლმა ვარდნა განაახლა

რუსულმა რუბლმა ვარდნა განაახლა

access_time2020-08-24 19:00:36

რუსული ეროვნული ვალუტის დასუსტების პროცესი ჯერ კიდევ ოთხშაბათს დაიწყო, პარასკევს კი ერთი დოლარი 75 რუბლამდე დაეცა. ანალიტიკოსების შეფასებით, შემოდგომის დასაწყისში რუბლი სწორედ ამ მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება.


21 აგვისტოს ვაჭრობის დროს პირველად 6 მაისიდან რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში რამდენჯერმე 75-ის, ხოლო ევრო - 88,3-ის ქვემოთ ჩამოვიდა. ბოლოს ევრო ასეთი ძლიერი რუბლთან მიმართებაში 30 მარტს იყო.


რა ფაქტორები მოქმედებს რუბლის კურსზე?


ხუთშაბათს და პარასკევს რუსული ვალუტა განვითარებადი ქვეყნების ფულად ერთეულებს შორის ყველაზე სუსტი იყო. რუბლზე გავლენას ტრადიციული ფაქტორები ახდენენ, ნავთობის გაიაფება, რუსულ ფასიან ქაღალდებზე დაბალი მოთხოვნა, რომელიც ბოლო კვირებში კიდევ უფრო დასუსტდა. ამას ახალი ფაქტორიც დაემატა - არასტაბილურობა ბელორუსიაში. გეოპოლიტიკურ ფაქტორებს რუსული ეროვნული ვალუტის დასუსტებაში თავისი წვლილი შეაქვთ, იმის მიუხედავად, რომ მთლიანობაში ბელორუსიაში სიტუაცია მშვიდად ვითარდება.


„საგარეო მოთხოვნა რუსული სახელმწიფო ობლიგაციებზე დაბალია, ხოლო მოკრძალებული სანავთობო შემოსავლები რუბლისთვის დადებით მხარეზე ტენდენციის მოტრიალების საშუალებას არიძლევა“, მიიჩნევენ საბროკერო კომპანია «Открытия Брокер»-ის ანალიტიკოსები.



„ამ წელს რუსული რუბლის გაძლიერებას ხელს არარეზიდენტების მხრიდან ფასიანი ქაღალდებისადმი ინტერესის ზრდა უწყობდა. ამჟამად კი ის შესუსტდა და ამის მაჩვენებელი ისიცაა, რომ ფინანსთა სამინისტრომ დაგეგმილი აუქციონი გააუქმა“, - თვლიან ექსპერტები.


«Ренессанс Капитал»-ის ექსპერტის მარია რადჩენკოს თქმით, არაერთგვაროვანი მაკროსტატისტიკის ფონზე, რისკები საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც რუსულ ობლიგაციებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.


„ზეწოლა ასევე ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენებმა მოახდინა, რადგანაც ეს ქვეყანა რუსეთის მთავარ მევალე და უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია“,  - მიიჩნევს ის.


„ჩვენ ინვესტორების სახსრების რუსული ობლიგაციებიდან გასვლას ვხედავთ და სხვა ფაქტორებთან ერთად, ბელორუსიაც მოქმედებს“, - განაცხადეს ერთ-ერთ მსხვილ რუსულ ინვესტბანკში.


კომპანია «БКС Премьер»-ის ანალიტიკოსმა ალექსანდრ ბახტინმა კი განმარტა, რომ უახლოესი თვეები განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, საკმაოდ რთული იქნება.


„ჩვენი შეფასებით, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დოლარის კურსი 75 რუბლზე, ხოლო ევროს - 88-ზე დასტაბილურდება. ამ ვარდნას ბევრი მიზეზი აქვს - რუსეთის მიმდინარე ოპერაციების სისუსტე, პანდემიის შემდეგ გადადებული მოთხოვნის აღდგენა, გამსვლელი ტურიზმის გააქტიურება, უცხოელების მხრიდან რუსული ობლიგაციებისადმი ინტერესის შემცირება და თურქული ლირის ანტირეკორდი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ყველა განვითარებადი ქვეყნების ვალუტებზე ახდენს“, - მიიჩნევს ის.


rbc.ru

თენგიზ აბლოთია


თეგები:
რუბლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up