რუსულმა ოკუპაციამ არათუ  ვერ შეაშინა საქართველო, არამედ გააორმაგა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი

რუსულმა ოკუპაციამ არათუ ვერ შეაშინა საქართველო, არამედ გააორმაგა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი

access_time2020-08-11 23:55:36

„12 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ არათუ ვერ შეაშინა ჩვენი ქვეყანა, არამედ კიდევ უფრო გააძლიერა ნატოსა და ევროკავშირში ქართველების გაწევრიანების სურვილი და, უფრო მეტიც, დააჩქარა თავად გაწევრიანების პროცესი - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ამერიკული გამოცემისთვის „Foreign Policy მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


მისი თქმით, ოკუპაციიდან 12 წლისთავზე, კონფლიქტის მოგვარების კუთხით არანაირი პროგრესი არ არის მიღწეული. რუსეთი კვლავ უარს ამბობს თავისი ვალდებულებების შესრულებაზე და მცოცავ ანექსიის პოლიტიკას განაგრძობს, მათ შორის, რუსეთის ფედერალურ სტრუქტურებში ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ინსტიტუტების ინტეგრირებისა და ქართული ისტორიული თუ კულტურული კვალის წაშლის გზით.



ამერიკული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ელჩმა რუსული ჰიბრიდული ომის ფენომენზეც გაამახვილა ყურადღება. დავით ბაქრაძის თქმით, წლების განმავლობაში ჰიბრიდული ომი რუსული ძალაუფლების მთავარი ელემენტს წარმოადგენდა. ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში მძლავრ შემტევი იარაღის როლს ასრულებს ასევე პროპაგანდა და დეზინფორმაციის კამპანია. „დღესდღეობით, როდესაც მთელი მსოფლიოს ძალისხმევა კოვიდ-19-ის პანდემიის შეჩერებისკენაა მიმართული, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების განხორციელების არც ერთ შემთხვევას არ უშვებს ხელიდან და სამედიცინო ევაკუაციაზეც კი უარს ეუბნება მშვიდობიან მოქალაქეებს - აცხადებს აშშ-ში საქართველოს ელჩი.


დავით ბაქრაძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული სახელმწიფოების არაერთგზის მოწოდებების მიუხედავად, რუსეთს არათუ არ გაჰყავს თავისი შეიარაღებული ძალები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან, არამედ კიდევ უფრო აძლიერებს უკანონო მილიტარიზაციას. ასევე უმძიმესი და საგანგაშოა ჰუმანიტარული მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც სულ უფრო ღრმავდება დეპოპულაცია. როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი უმძიმესი პირობების გამო ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 4-5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ რეგიონებში.


აშშ-ში საქართველოს ელჩი მიიჩნევს, რომ რუსეთიდან მომდინარე წნეხთან გასამკლავებლად, საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ საქართველოში დღითიდღე ძლიერდება სწრაფვა ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ.


თეგები:
ოკუპაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up