რუსულმა Forbes-მა ბათუმი ხავერდოვანი სეზონის მიმართულებების ტოპ ათეულში დაასახელა

რუსულმა Forbes-მა ბათუმი ხავერდოვანი სეზონის მიმართულებების ტოპ ათეულში დაასახელა

person access_time2016-09-05 15:01:00

რუსულმა „ფორბსმა" „ხავერდოვან სეზონზე" დასვენებისთვის 10 ყველაზე პოპულარული მიმართულება გამოაქვეყნა. ტოპ ათეულში ბათუმს მეხუთე პოზიცია აქვს. "ფორბსმა" რეიტინგი საძიებო სისტემა RoomGuru.ru-სთან ერთად  შეადგინა. დასვენების ბიუჯეტი შედგენილია სექტემბრში დასვენების საშუალო ღირებულების მიხედვით. თანხაში შედის ავიაბილეთების ფასი ორ ადამიანზე და ერთკვირიანი დასვენების ღირებულება 3 და მეტი ვარსკვლავების მქონე სასტუმროში.


„ ფორბსის" TOP-10 :


1. ბაქო (აზერბაიჯანი)- დასვენების ბიუჯეტი საშუალოდ 52 000 რუბლი

 

სტატიის ავტორები წერენ, რომ მზიანი ამინდები ბაქოში სექტემბრის ბოლომდეა. ბაქოდან კი ნახევარი საათის გზაზეა, ბილგას სანაპორი. მათივე განმარტებით, ბაქოში ისტორიული მემკვიდრეობა შერწყმულია თანამედროვეობასთან.


2. იალტა (რუსეთი) - დასვენების ბიუჯეტი 55 000 რუბლი.


რეიტინგში აღნიშნულია, რომ იალტაზე საინტერესო ადგილებია ტურისტებისთვის. გარდა ამისა, კურორტზე სექტმებრის განმავლობაში, რამდენიმე კულტურული ფესტივალი იმართება.


3. ზელენოგრადსკი (რუსეთი)- დასვენების ბიუჯეტი 43 000 რუბლი.

 


„ფორბსის" ანალიტიკოსები წერენ, რომ ამინდი ზელენოგრადკსში ყოველთვის კარგი არ არის თუმცა სექტემბერში კურორტზე ფოიერვერკების ჩემპიონატი იმართება, რაც ტურისტებისთვის მიმზიდველი სანახაობაა.

4. სალოუ (ესპანეთი) -დასვენების ბიუჯეტი 80 000 რუბლი

 


სექტემბერში კურორტზე, როგორც წესი კარგი კლიმატური პირობებია. ქალაქ-კურორტის სანაპირო „იუნესკოს" ცისფერი დროშით არის აღიშნული, რაც ნიშნავს, რომ ის უსაფრთხო და სუფთაა. სალოუს რეკრეაციული ზონა კი ერთერთ საუკეთესოდ ითვლება. სანაპიროსთან მსოფლიოში სიდიდით მეორე ატრაქციონების პარკია განთავსებული.


5. ბათუმი (საქართველო)- დასვენების ბიუჯეტი 71 000 რუბლი

 


საქართველოში ყველაზე განვითარებული შავი ზღვის კურორტი ტურისტებს, როგორც კარგი სანაპიროთი ისე მდიდარი ისტორიით იზიდავს. ქალაქში შესაძლებელია გონიოს ციხე-სიმაგრის დათვალიერება. იმისათვის, რომ ქვეყნის ატმოსფერო იგრძნო უნდა შეაფასოთ ადგილობრივი სამზარეულო და ესტუმროთ რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებს.
მუსიკისა და კინოს მოყვარულებისთვის სექტემბერში , ბათუმში ღონისძიებებია დაგეგმილი : ანიმაციური ფილმების ფესტივალი და მუსიკალური ფესტივალი.

6. კრეტა ( საბერძნეთი)- დასვენების ბიუჯეტი 71 000 რუბლი.



სამი ზღვის შესართავნთან მდებარე „კრეტა" შემოდგომაზე ბევრ ტურისტს მასპინძლობს. ტურისტებს ქალაქი-კურორტის ნებისმიერ რაიონში შეუძლიათ დასვენება. სექტემბერში აქ თეატრალური ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები იმართება.


7. აია-ნაპა (კვიპროსი)- დასვენების ბიუჯეტი 98 000 რუბლი .

 


აია-ნაპას სანაპიროებოებზე დასვენების გარდა, კურორტი მოთხოვნადია ისტრიულ ადგილებში ექსკურსიების გამო. ამას გარდა, კურორტს მეორე იბიცას სტატუსი აქვს ღამის გართობიდან გამომდინარე . წლის ამ პერიოდში აია-ნაპაზე საერთაშორისო მსუიკალური ფესტივალიც იმართება.

8. მაიორკა ( ესპანეთი) - დასვენების ბიუჯეტი 97 500 რუბლი .

 


ბალერის არქიპელაგის უმსხვილეს კუნძულზე დასვენება სექტემბერში კომფორტს ქმნის კარგი კლიმატური პირობებისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის გამო. ზაფხულის განმავლობაში კურორტზე მაღალი ფასებია, ხავერდოვან სეზონზე კი ფასები მისაღებია. მაიორკაზე ქალაქების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ შეარჩიოთ ადგილი როგორც მშვიდი ისე აქტიური დასვენებისთვის.

9. სარდინია (იტალია) - დასვენების ბიუჯეტი 104 000 რუბლი. ღირებულება.

 

საზღვაო დასვენების მოყვარულები სექტემბერში სარდინიაზე უნდა გაემგზავრონ, როგორც ცნობილია აქ ზღვა ყველაზე ლამაზია მთელს იტალიაში. სარდინიის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით არი არქიტექტურული ნაგებობებიც. ისტორიული ადგილები კუნძულის მთელს ტერიტორიაზე განაწილებული.

10. მადეირა (პორტუგალია) - დასვენების ბიუჯეტი 106 000 რუბლი.

 


მადეირაზე არ არის ტრადიციული სანაპირო ქვიშით და ოკენეშიც ტურისტები სპეციალური კიბით ჩადიან. სწორედ ეს არის „უცნაურობა" პორტიუგალიური კურორტის რაც იზიდავს ტურისტებს.აქ შესაძლებელია ესტუმროთ ორქიდეების ბაღს, ბოტანიკურ ბაღებს. სექტემბრის განვმავლობაში კი სხვადსხვა ღონისძიებებიც იმართება.

 

 

 



მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...

ქარბოქს პლუსი - სასაჩუქრე ნაკრები ყველა ავტომფლობელისთვის

ქარბოქს პლუსი - სასაჩუქრე ნაკრები ყველა ავტომფლობელისთვის
access_time2021-04-14 16:15:46
 სასაჩუქრე ნაკრები ქარბოქს პლუსი უკვე ყველა ავტომფლობელისთვის არის ხელმისაწვდომი! კომპანია გრინვეისა და სოკარის მიერ შექმნილი სასაჩუქრე ნაკრები მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს შეიცავს. ქარბოქს პლუსი გადაეცემათ ნებისმიერ ავტომობილის მფლობელებს, რომლებიც ტექდათვალიერებას გრინვეიში გაივლიან. ნაკრებში არსებული  საჩუქრების გამოყენება კი 2021 წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. სასაჩუქრე...

ჭრაქის შუქზე ვიდრე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება

 ჭრაქის შუქზე ვიდრე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება
access_time2021-04-14 16:30:26
არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჭრაქის შუქს დავუბრუნდეთ, თუ მთელი ერი ამაზე შეთანხმდება. სწორად ჭრაქის შუქზეა შექმნილი თითქმის ყველა გენიალური ქმნილება, რაც ჩვენი საგანძურია. მაგრამ, სანამ ამაზე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება, – ამის შესახებ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი სოციალურ ქსელში წერს.   როგორც ირაკლი იაშვილი აღნიშნავს, თუ არ აშენდება წყალსაცავიანი ჰესები, ვერ...


მსგავსი სიახლეები

up