სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“  საქართველოში 76 მაღაზიას ფლობს

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ საქართველოში 76 მაღაზიას ფლობს

access_time2018-09-17 16:00:31

შპს „რითეილ ჯგუფი“ „მაგნიტის“ ბრენდის ქვეშ მოქმედებს და დღეს უკვე 76 მაღაზიას ფლობს. კომპანია „რითეილ ჯგუფმა“ სუპერმარკეტების ქსელით ოპერირება 2018 წელს 22 მაღაზიით დაიწყო. მას შემდეგ, ინვესტიციის განხორციელების გზით, კიდევ 54 მაღაზია გაიხსნა.



„რითეილ ჯგუფის“ ინფორმაციით, ჩადებული ინვესტიცია აღემატება 6 მილიონ აშშ დოლარს. დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 5-ჯერ და დღეის მდგომარეობით დაახლოებით 1,200 ადამიანს შეადგენს.




ამჟამად კომპანია „რითეილ ჯგუფი“ საქართველოს მასშტაბით 76 ფილიალს ფლობს. წლის ბოლომდე კი დამატებით 30 ფილიალის გახსნას გეგმავს.


როგორც ცნობილია, რუსეთში „მაგნიტის“ სახელწოდებით საკმაოდ დიდი სუპერმარკეტების ქსელი ოპერირებს. გარდა ამისა, რუსული „მაგნიტის“ საქართველოში ოპერირების შესახებ განცხადება სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ ხელმძღვანელმა ვასილ სოფრომაძემ რუსულ მედიაგამოცემა marketmedia.ru-სთან ინტერვიუში ისაუბრა. კერძოდ, თუ რუსული ქსელები შეეცდებიან საქართველოში შესვლას, საქართველო ღია ქვეყანაა. „ფრესკოს“ ხელმძღვანელმა ამის მაგალითად, რუსული ქსელი „მაგნიტი“ მოიყვანა. „ამ კომპანიას „მაგნიტს“ აქ უკვე აქვს რამდენიმე მაღაზია, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან წარმატებული,“ -აცხადებს სოფრომაძე ინტერვიუში.



„კომერსანტი“ დაინტერესდა, აქვს თუ არა რაიმე ფორმით საერთო ქართულ “მაგნიტს“ რუსულ „მაგნიტთან“ ?


შპს „რითეილ ჯგუფში“ „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ კომპანია 100 პროცენტით ქართული კაპიტალითაა შექმნილი და რუსულ მაღაზიათა ქსელთან არაფერი აქვს საერთო. მათი განცხადებით, ყველა დამფუძნებელი ქართველია და მაშასადამე კაპიტალიც ადგილობრივია.



„რუსულ მაგნიტთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს. მაგნიტი არის 100% ქართული სუპერმარკეტების ბრენდი, რომელსაც ამბიცია აქვს გახდეს საცალო ვაჭრობის ბაზრის ლიდერი. სახელის შეცვლაზე არ გვიფიქრია, ვინაიდან მაგნიტი - ასოცირდება მიზიდულობასთან, შესაბამისად, ჩვენ ვართ სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც იზიდავს მომხმარებელს მაგნიტური ფასებით და შოკ აქციებით,“— აცხადებენ შპს „რითეილ ჯგუფში“.


სამეწარმეო რეესტრის მიოხედვით, შპს „რითეილ ჯგუფის“ დამფუძნებლები არიან: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რითეილ ინვესთმენთს 60%, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დოლნეი ქენსალთენთს, კვიპროსი -26.67% , ზურაბი ხიზანიშვილი 13.33% . რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „რითეილ ჯგუფის“ დირექტორი ლაშა ჩოჩელია.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 






რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა
access_time2020-07-12 11:30:38
...

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...


მსგავსი სიახლეები

up