„სბერმა“ Rambler ჯგუფში შემავალი მედიასაშუალებების შესყიდვა გადაწყვიტა და ამისთვის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილის სახით ხელშეკრულებების ვარიანტები გაგზავნა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Rbk ორი ფედერალური ჩინოვნიკის მიერ მოწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასულ კვირას „სბერმა“ Rambler ჯგუფში მილიარდელ ალექსანდრ მამუტის საკუთრებაში არსებული აქციები შეისყიდა და ამით „სბერბანკი“ ჯგუფის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა.
„სბერი“ Rambler ჯგუფის აქციონერი 2019 წელს გახდა, მაშინ ის 46,5 პროცენტს ფლობდა. 2020 წლის ივნისში ბანკმა თავისი წილი ჯგუფში 55 პროცენტამდე გაზარდა . Rambler ჯგუფში სემავალი მედიასაშუალებების Lenta.ru, Gazeta.ru და championat.com ის ფლობა ბანკს მაშინ არ შეეძლო, რადგან მედიასაშუალებების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, უცხო კომპანიას და უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია მედიის 20 პროცენტზე მეტი წილის მართვა.
წილის გაყიდვის შემდეგ მამუტი აღარც სააგენტოებს ფლობს . „სბერის“ წარმომადგენელმა მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ ბიზნესის განვითარების გეგმა ახლა იქნება კანონმდებლობასთან შესაბამისად, მათ შორის ეს შეეხება მედიასაშუალებებს.
„სბერს“ მედიასააგენტოების ფლობა სამ შემთხვევაშ შეუძლია. ერთ-ერთი გზაა შესწორება მედიასაშუალებების შესახებ კანონში, რომელიც კონკრეტულ კომპანიებს გამონაკლისის სახით, ამის უფლებას აძლევს. მეორე ვარიანტია იურიდიული პირის შექმნა ნომინალური მფლობელის სახით. კანონისთვის გვერდის ავლა სხვა ხერხებითაც შეუძლიათ უცხოელებს, მაგრამ ეს მათ მხოლოდ პროკურატურის ზედაპირული შემოწმებისას დაიცავს. მაგრამ, თუ პოლიტიკურ დონეზე შეთანხმება არ არის მიღწეული, ყველა გზა რისკის შემცველია.
Rbk.ru
მარიამ მორგოშია