რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

access_time2019-06-30 14:00:42


ჯერ-ჯერობით ქართული ეკონომიკა არაა კრიტიკულად დამოკიდებული რუსეთზე, თუმცა, ის თვალდახუჭული, გაუცნობიერებლად, მიქრის ამ მიმართულებით. ეჭვგარეშეა, რომ ერთხელაც კრემლი აუცილებლად გამოიყენებს ამას , და მოითხოვს რამეს ისეთს, რისი შესრულებაც იქნება შეუძლებელი,  ჯერ კიდევ თებერვალში (მიმდინარე წლის) წერდა კომერსანტის კორესპონდენტი თენგიზ აბლოთია კომერსანტში. დღეს ეს მოსალოდნელი საფრთხეები უკვე სახეზეა. 


თემის აქტუალობიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ გთავაზობთ აღნიშნულ წერილს:



ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ, ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით.


გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის ჩამონათვალში ღვინოცაა, რომლის ექსპორტიც გაიზარდა 2017 წელთან შედარებით 20%-ით.


ხო კარგია? ეს ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ სავალუტო შემოსავლები მატულობს, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, და საბოლოო ჯამში ეკონომიკაც იზრდება.. თუმცა., რატომღაც არათუ არ მიხარია, არამედ სერიოზულად მაშფოთებს.


საქმე იმაშია, რომ მთელი ამ ეკონომიკური ზრდის ძირითადი ნაწილი მოდის რუსეთზე - აგრარული პროდუქციის, მათ შორის ღვინის ექსპორტი, დიდწილადაა დაკავშირებულია სწორედ ჩვენ ჭირვეულ მეზობლებთან - რუსეთში გადის ქართული ღვინის 62%, ატმის 76 %, ციტრუსების 65%..


ცოტათი ნაკლებია რუსეთზე დამოკიდებულება ტურიზმში, თუმცა, ის მაინც უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს. ამაზე მეტყველებს ციფრებიც - 2018 წელს საქართველოს ესტუმრა 8,4 მლნ. უცხოელი ვიზიტორი, მათ შორის 1, 4 მლნ. იყო რუსეთიდან...თუმცა, სტატისტიკის მოშველიება სულაც არაა საჭირო - საკმარისია გაიაროთ ძველ თბილისში, ბათუმში, ზამთრის კურორტებზე, და ადვილად მიხვდებით, რომელი ენა ჭარბობს უცხოელ ტურისტებს შორის..


პარალელურად ხდება ერთი ძალიან არასასიამოვნო მოვლენაც - კლებულობს ტურისტების რაოდენობა ისეთი ალტერნატიული და სწრაფად ზრდადი ბაზრიდან, როგორც ირანი. ქართველ ქსენოფობებს შეუძლიათ იზეიმონ - მათმა აგრესია, რომელიც რატომღაც სხვებზე მეტად კონცენტრირებულია მაინც და მაინც ირანელებზე, გამოიღო შედეგი. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც კარგად გრძნობს პლებსის განწყობებს, გააკეთა ყველაფერი არასასურველი აზიელი ვიზიტორების რაოდენობის შესამცირებლად.


შედეგად - 2019 წლის იანვარში საქართველოში ჩამოვიდა 40%-ით ნაკლები ირანელი ტურისტი.. ამ დანაკლისის კომპენსირება მოხვდა... აბა თუ გამოიცნობთ ვის ხარჯზე? რა თქმა უნდა, რუსების, რომელთა რაოდენობა გაიზრდა კიდევ 18%-ით..


ერთი სიტყვით, თუ სადმე შეინიშნება რამე ზრდა - ყველგან დაინახავთ რუსულ კვალს..



ოღონდ ნუ გამიგებთ არასწორად, არაფერი მაქვს რუსი ტურისტების და რუსული ბაზრის საწინაამღდეგო - საქართველო ტურისტული ქვეყანაა და მიესალმება ყველა სტუმარს, მათ შორის რუსებსაც. მით უმეტეს, რომ საქართველოში ჩამომსვლელ რუს ტურისტებს შორის იშვიათად შეგხვდებათ პუტინისტები და ე.წ. „ვატნიკები“ . თანაც, მეტწილად ისინი ძალიან წესიერად და ზრდილობიანად იქცევიან, განსხვავებით მათი თანამემამულეებისგან, რომლებიც მასიურად ჩადიან, მაგალითად, თურქეთში.


პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ საუბარია რუსეთზე, სადაც მთელი ამ სიკეთეების შეჩერება შეუძლიათ ზუსტად 1 წუთში..


არის ამაში ფსიქოლოგიური პრობლემაც. ასწლეულების მანძილზე ქართველებს ვერ წარმოედგინათ, რომ შესაძლებელია დედამიწა ბრუნავდეს რუსეთის გარეშე - ეკონომიკა, ექსპორტი, ტურისტები - ეს ყველაფერი ამ ასწლეულების მანძილზე ძირითადად იყო რუსული, და ამან იმოქმედა ცნობიერებაზეც.


წინა ხელისუფლების პერიოდში მოხვდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ - პირველად ასწლეულების მანძილზე ქართველს დაანახეს, რომ დედამიწა ბრუნავს რუსეთის გარეშეც. რომ შესაძლებელია ეკონომიკის აშენება და განვითარება რუსული ბაზრის გარეშეც, რომ შეიძლება შემოიყვანო ტურისტები სახვა ქვეყნებიდანაც, და არა მხოლოდ რუსეთიდან.


2012 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე იყო 0%.


შემდეგ რაც მოხვდა - ყველამ ვიცით. ხელისუფლება შეიცვალა, და მოვიდა მთავრობა, რომლის ძირითადი პროგრამა იყო - ყველაფრის კეთება წინა ხელისუფლების ჯინაზე, მათ შორის ამ საკითხებშიც.


სულ მალე 0%-იანი დამოკიდებულება გაქრა უკვალოდ, და დღეს რუსეთი არის ქართული პროდუქციის მთავარი იმპორტიორი და ტურისტების მთავარი წყარო. ქართველები ნელა-ნელა უბრუნდებიან თავიანთ ტრადიციულ ფსიქოლოგიურ კლიშეს - დედამიწა ისევ არ ტრიალებს რუსების გარეშე.


საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ უგნურად, დაუფიქრებლად, აიტაცეს ახალი თამაშის წესები. იოლმა ფულმა ასე იცის - ქვეყანამ ჩაყო ფეხი ხაფანგში, რომელიც ერთხელაც აუცილებლად ამოქმედდება.


ჯერ-ჯერობით ქართული ეკონომიკა არაა კრიტიკულად დამოკიდებული რუსეთზე, თუმცა, ის თვალდახუჭული, გაუცნობიერებლად, მიქრის ამ მიმართულებით. აი იმ დღეს კი, როდესაც ეს კრიტიკული ზღვარი გადაილახება - ხაფანგიც ჩაიკეტება.


ეჭვგარეშეა, რომ ერთხელაც კრემლი აუცილებლად გამოიყენებს ამას, და მოითხოვს რამეს ისეთს, რისი შესრულებაც იქნება შეუძლებელი. ან საქართველოში შეიცვლება ბოლოს და ბოლოს ხელისუფლება, და ქვეყნის სათავეში მოვა ვიღაცა, ვისი ხილვაც არ სურთ კრემლში. ანდა საბაბის როლს ითამაშებს რაღაცა, ერთ შეხედვით, უმნიშვნელო - მაგალითად, ლუგარის ლაბორატორია.


ან კიდევ ვინ იცის რა.. საბაბებს და მიზეზებს რა გამოლევს, როდესაც საუბარია რუსეთზე.


რუსეთი აუცილებლად ჩაგვიკეტავს ბაზარს, და შეზღუდავს ტურისტულ ნაკადს, რასაც ექნება უმძიმესი შედეგები რუსულ ნემსზე გვარიანად ჩამომჯდარი საქართველოსთვის.


და ყველაფერი დაიწყება ნოლიდან - როგორც 2005 წელს. მთელი განვლილი გზა იქნება წყალში გადაყრილი, და ქვეყანას თავიდან მოუწევს იმის გაცნობიერება, რომ დედამიწა ბრუნავს რუსეთის გარეშე.


ამიტომაც, სულ არ მახარებს პოზიტიური ციფრები..ისევ ის 0% მირჩევნია..


თენგიზ აბლოთია





„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up