რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

access_time2019-02-23 18:00:24

ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის ჩამონათვალში ღვინოცაა, რომლის ექსპორტიც გაიზარდა 2017 წელთან შედარებით 20%-ით.

ხო კარგია? ეს ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ სავალუტო შემოსავლები მატულობს, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, და საბოლოო ჯამში ეკონომიკაც იზრდება.. თუმცა., რატომღაც არათუ არ მიხარია, არამედ სერიოზულად მაშფოთებს.

საქმე იმაშია, რომ მთელი ამ ეკონომიკური ზრდის ძირითადი ნაწილი მოდის რუსეთზე - აგრარული პროდუქციის, მათ შორის ღვინის ექსპორტი, დიდწილადაა დაკავშირებულია სწორედ ჩვენ ჭირვეულ მეზობლებთან - რუსეთში გადის ქართული ღვინის 62%, ატმის 76 %, ციტრუსების 65%..

ცოტათი ნაკლებია რუსეთზე დამოკიდებულება ტურიზმში, თუმცა, ის მაინც უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს. ამაზე მეტყველებს ციფრებიც - 2018 წელს საქართველოს ესტუმრა 8,4  მლნ. უცხოელი ვიზიტორი, მათ შორის 1, 4 მლნ.  იყო რუსეთიდან...თუმცა, სტატისტიკის მოშველიება სულაც არაა საჭირო  - საკმარისია გაიაროთ ძველ თბილისში, ბათუმში, ზამთრის კურორტებზე, და ადვილად მიხვდებით, რომელი ენა ჭარბობს უცხოელ ტურისტებს შორის..

პარალელურად ხდება ერთი ძალიან არასასიამოვნო მოვლენაც - კლებულობს ტურისტების რაოდენობა ისეთი ალტერნატიული და სწრაფად ზრდადი ბაზრიდან, როგორც ირანი. ქართველ ქსენოფობებს შეუძლიათ იზეიმონ - მათმა აგრესია, რომელიც რატომღაც სხვებზე მეტად კონცენტრირებულია მაინც და მაინც ირანელებზე, გამოიღო შედეგი. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც კარგად გრძნობს პლებსის განწყობებს, გააკეთა ყველაფერი არასასურველი აზიელი ვიზიტორების რაოდენობის შესამცირებლად.

შედეგად - 2019 წლის იანვარში საქართველოში ჩამოვიდა 40%-ით ნაკლები ირანელი ტურისტი.. ამ დანაკლისის კომპენსირება მოხვდა... აბა თუ გამოიცნობთ ვის ხარჯზე? რა თქმა უნდა, რუსების, რომელთა რაოდენობა გაიზრდა კიდევ 18%-ით..

ერთი სიტყვით, თუ სადმე შეინიშნება რამე ზრდა - ყველგან დაინახავთ რუსულ კვალს..

ოღონდ ნუ გამიგებთ არასწორად, არაფერი მაქვს რუსი ტურისტების და რუსული ბაზრის საწინაამღდეგო  - საქართველო ტურისტული ქვეყანაა და მიესალმება ყველა სტუმარს, მათ შორის რუსებსაც. მით უმეტეს, რომ საქართველოში ჩამომსვლელ რუს ტურისტებს შორის იშვიათად შეგხვდებათ პუტინისტები და ე.წ. „ვატნიკები“ . თანაც, მეტწილად ისინი ძალიან წესიერად და ზრდილობიანად იქცევიან, განსხვავებით მათი თანამემამულეებისგან, რომლებიც მასიურად ჩადიან, მაგალითად, თურქეთში.

პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ საუბარია რუსეთზე, სადაც მთელი ამ სიკეთეების შეჩერება შეუძლიათ ზუსტად 1 წუთში..

არის ამაში ფსიქოლოგიური პრობლემაც. ასწლეულების მანძილზე ქართველებს ვერ წარმოედგინათ, რომ შესაძლებელია დედამიწა ბრუნავდეს რუსეთის გარეშე - ეკონომიკა, ექსპორტი, ტურისტები - ეს ყველაფერი ამ ასწლეულების მანძილზე ძირითადად იყო რუსული, და ამან იმოქმედა ცნობიერებაზეც.

წინა ხელისუფლების პერიოდში მოხვდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ - პირველად ასწლეულების მანძილზე ქართველს დაანახეს, რომ დედამიწა ბრუნავს რუსეთის გარეშეც. რომ შესაძლებელია ეკონომიკის აშენება და განვითარება რუსული ბაზრის გარეშეც, რომ შეიძლება შემოიყვანო ტურისტები სახვა ქვეყნებიდანაც, და არა მხოლოდ რუსეთიდან.


2012 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე იყო 0%.

შემდეგ რაც მოხვდა  - ყველამ ვიცით. ხელისუფლება შეიცვალა, და მოვიდა მთავრობა, რომლის ძირითადი პროგრამა იყო - ყველაფრის კეთება წინა ხელისუფლების ჯინაზე, მათ შორის ამ საკითხებშიც.

სულ მალე 0%-იანი დამოკიდებულება გაქრა უკვალოდ, და დღეს რუსეთი არის ქართული პროდუქციის მთავარი იმპორტიორი და ტურისტების მთავარი წყარო. ქართველები ნელა-ნელა უბრუნდებიან თავიანთ ტრადიციულ ფსიქოლოგიურ კლიშეს - დედამიწა ისევ არ ტრიალებს რუსების გარეშე.

 

საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ უგნურად, დაუფიქრებლად, აიტაცეს ახალი თამაშის წესები. იოლმა ფულმა ასე იცის  - ქვეყანამ ჩაყო ფეხი ხაფანგში, რომელიც ერთხელაც აუცილებლად ამოქმედდება.

 

ჯერ-ჯერობით ქართული ეკონომიკა არაა კრიტიკულად დამოკიდებული რუსეთზე, თუმცა, ის თვალდახუჭული, გაუცნობიერებლად,  მიქრის ამ მიმართულებით. აი იმ დღეს კი, როდესაც ეს კრიტიკული ზღვარი გადაილახება  - ხაფანგიც ჩაიკეტება.

 

ეჭვგარეშეა, რომ ერთხელაც კრემლი აუცილებლად გამოიყენებს ამას, და მოითხოვს რამეს ისეთს, რისი შესრულებაც იქნება შეუძლებელი. ან საქართველოში შეიცვლება ბოლოს და ბოლოს ხელისუფლება, და ქვეყნის სათავეში მოვა ვიღაცა, ვისი ხილვაც არ სურთ კრემლში. ანდა საბაბის როლს ითამაშებს რაღაცა, ერთ შეხედვით, უმნიშვნელო - მაგალითად, ლუგარის ლაბორატორია.

 

ან კიდევ ვინ იცის რა.. საბაბებს და მიზეზებს რა გამოლევს, როდესაც საუბარია რუსეთზე.

 

რუსეთი აუცილებლად ჩაგვიკეტავს ბაზარს, და შეზღუდავს ტურისტულ ნაკადს, რასაც ექნება უმძიმესი შედეგები რუსულ ნემსზე გვარიანად ჩამომჯდარი საქართველოსთვის.

და ყველაფერი დაიწყება ნოლიდან - როგორც 2005 წელს. მთელი განვლილი გზა იქნება წყალში გადაყრილი, და ქვეყანას თავიდან მოუწევს იმის გაცნობიერება, რომ დედამიწა ბრუნავს რუსეთის გარეშე.

 

ამიტომაც, სულ არ მახარებს პოზიტიური ციფრები..ისევ ის 0% მირჩევნია..


ავტორი: თენგიზ აბლოთია

 






ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა

ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა
access_time2019-03-19 13:00:33
„სახელმწიფო სახელმწიფოში“ - ასე შეიძლება აღვწეროთ მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ყველა სხვა შტოსთან შედარებით დღეს ყველაზე ნაკლები საკანონმდებლო და საპარლამენტო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული, საუბარია ასობით სახელმწიფო კომპანიაზე, რომელთა ბრუნვაც 2017 წლის მდგომარეობით 3 მილიარდ ლარზე მეტია, ხოლო მათში დასაქმებული ადამიანების მთლიანი რაოდენობა 61 ათასს აღემატება.”  Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე საავტორო...

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“  გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„
access_time2019-03-19 12:00:48
წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გახსნა  გადაიდო - ამის შესახებ „კომერსანტს“  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, პროექტის ინვესტორმა კომპანია შპს „ქეი ბი ფი თბილისმა“ 2018 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა სააგენტოს, სადაც ითხოვდა 2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის, კერძოდ კი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის მქონე არანაკლებ 100 -ნომრიანი სასტუმროს 3 წლის ვადაში აშენების ვალდებულების, 2021 წლის...

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია
access_time2019-03-19 10:00:33
2019 წელს მოსახლეობას ახალი საზრუნავი გაუჩნდა - ადამიანები ფიქრობენ როგორ ჩაანაცვლონ ძვირადღირებული სიგარეტი შედარებით იაფიანი ალტერნატივით. ახალი ფასები, რომელიც პირველ რიგში თამბაქოს მომხმარებლების ჯიბეზე აისახება, აქციზის მატებამ გამოიწვია. მმართველი გუნდის მტკიცებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული.   ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ თამბაქოს გაძვირება...

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„
access_time2019-03-19 09:00:03
თუ ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა თავის სიმტკიცე და რეაგირება არ მოახდინა სარეგულაციო პაკეტის ნეგატიურ გავლენებზე, ქვეყნის ეკონომიკა გადავა ახალ სისტემაზე, რაც დაბალ ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს, — ამის შესახებ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ განაცხადა.  “კომერსანტმა კიკვიძეს GBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასება სთხოვა, რომლის თანახმად 2019 წლის თებერვალი ზარალით დაასრულა 15-დან 4-მა ბანკმა. როცა...

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“
access_time2019-03-18 21:30:35
სალომე ლემონჯავას რუბრიკის „დე-მონტაჟი“ პირველი სტუმარი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეა. რუბრიკის პირველ შეკითხვაზე - როგორ მოგმართოთ ბატონო ზურაბ, ზურაბ-გირჩი თუ ჯაფარა, რესპოდენტმა არჩევანი ბოლო...


მსგავსი სიახლეები

up