რუსული რუბლის კურსი ჩამოიშალა- ვალუტა დოლართან ბოლო ოთხ წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

რუსული რუბლის კურსი ჩამოიშალა- ვალუტა დოლართან ბოლო ოთხ წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

access_time2020-03-09 13:10:47

ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე რუსული რუბლი აშშ დოლართან ბოლო ოთხ წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა.გასული 24 საათის განმავლობაში რუბლი დოლართან თითქმის 10%-ით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება ამჟამად 74.9 რუბლია. 2016 წლის დასაწყისის მერე რუბლი დოლართან ასეთი სუსტი არ ყოფილა.


9 მარტს ნავთობის საერთაშორისო ფასები შემცირდა თითქმის 30%-ით იმის შემდეგ, რაც ოპეკის სხდომამ ვერ მიაღწია შეთანხმებას ნავთობმოპოვების ან ძველი კვოტების შენარჩუნებაზე, ან ახლების დადგენაზე.


შავი ოქროს ფასმა განაახლა 2016 წლის მინიმუმი - კერძოდ, „ბრენტი“-ს სორტის შავი ოქრო გაიაფდა მესამედით, 31,4 დოლარამდე 1 ბარელზე.WTI-ს სორტის ნავთობის ღირებულება ჩამოიშალა 30,2 დოლარამდე.


მოგვიანებით, „ბრენტი“ მცირედით გაძვირდა, და 9 მარტის დილისთვის მისმა ფასმა მიაღწია 32, 9 დოლარს.ნავთობის ფასის ვარდნას მოჰყვა რუბლის კურსის ჩამოშლა - 67-დან 74 რუბლამდე დოლართან მიმართებაში. ბოლოს დოლარმა გადააჭარბა 73-ან მაჩვენებელს 2016 წლის მარტში.



რუბლთან მიმართებაში ასევე გაძვირდა ევრო, რომელმაც მიაღწია 83,7-ან ნიშნულს - ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წლის თებერვლიდან. ანალიტიკოსის სოფია დონეცის თქმით, ეს ნათლად აჩვენებს, რომ დაპირებების მიუხედავად, რუსეთის მთავრობამ ვერ მოახერხა რუბლის კურსის ნავთობის ფასზე დამოკიდებულების შემცირება.


კერძოდ, ნავთობის გაიაფება 10%-ით ავტომატურად იწვევს რუბლის დასუსტებას 3%-ით. ნავთობის ფასი 40 დოლარი ბარელზე საშუალოდ ნიშნავს რუბლის კურსს 74-ს ფარგლებში, ხოლო თუ ნავთობის ფასი დაეცა 30 დოლარამდე, რუბლის კურსი დასუსტება 84-მდე.


თუმცა, რუსი ანალიტიკოსები ინარჩუნებენ სიმშვიდეს - ეროვნული კეთილდღეობის ფონდში აკუმულირებული თანხები იძლევა ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობის შენარჩუნების საშუალებას რამდენიმე წლის მანძილზე. ამავე დროს, ნავთობის ასეთი დრამატული გაიაფება - დროებითია, და უკავშირდება მოკლევადიან ფაქტორს - კორონავირუსს.


rbc

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up