რუსული რუბლის დევალვაციის გამო ბელარუსმა 3 მლრდ დოლარი დაკარგა

რუსული რუბლის დევალვაციის გამო ბელარუსმა 3 მლრდ დოლარი დაკარგა

access_time2016-11-18 10:00:40

 

2016 წლის 9 თვეში რუსული რუბლის დევალვაციის გამო ბელარუსმა 3 მლდრ. დოლარი დაკარგა - ამის შესახებ პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ განაცხადა.

 

 

„ამის გარდა,  2015-2016 წლებში შემცირდა საქონელბრუნვა რუსეთთან, თუმცა შემცირდა ფისკალური კუთხით. თუმცა, ამავე დროს ვაჭრობა რაოდენობრივად იზრდება" - ამბობს პრეზიდენტი.

 

 

„ერთად-ერთი ნათელი წერტილია ვაჭრობის რაოდენობრივი ზრდა. თუმცა ჩვენ ვთვლით სავაჭრო ბრუნვას დოლარებში, ამ მხრივ კი სატრაბახო არაფერია" - თვლის ალექსანდრე ლუკაშენკო.

 


მისი თქმით, 2016 წელს ბელარუსიის მშპ შემცირდება 2%-ით, თუმცა 2017-ში მოსალოდნელია 1,5%-იანი ზრდა.

 


პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსიის ეკონომიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან, განსაკუთრებით ენერგომატარებლების მიწოდების კუთხით, რაც აღიზიანებს მასაც და პუტინსაც.


 

 

„უკვე რამდენომე წელია ჩვენ ვერ დავძლიეთ ეს ვითარება, რაც გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს ჩემშიც და ჩემს რუს კოლეგაშიც" - განაცხადა ლუკაშენკომ.

 

 


ბელარუსიის პრეზიდენტ წუხს იმასთან დაკავშირებით რომ დსთ-ს ქვეყნები ცდილობენ განცალკევებას ეროვნულ ჩარჩოებში და თავის დაცვას.

 

 

 

„ეს არასწორია, რადგანაც დსთ-ქვეყნების ეკონომიკები ძალიან ურთიერთშევსებადია, ამიტომაც არ შეიძლება ჩვენს შორის ღობეების აგება" - თვლის ლუკაშენკო.

 

 


22 ნოემბერს დაგეგმილია მისი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან, რომლის დროსაც მხარეები შეეცდებიან ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის ახალი იმპულსის მიცემას.

 

 

 

„სამწუხაროდ, ჩვენს შორის ურთიერთობაში არანაირი კარგი სიახლე არ არის" - ამბობს პრეზიდენტი.

 

 

 



სოსო ფხაკაძემ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა გააცნო

სოსო ფხაკაძემ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა გააცნო
access_time2020-02-20 13:30:04
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) გაიმართა საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ზურაბ ძნელაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა. ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ წევრი კომპანიების წარმომადგენლებს წარუდგინა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა, რომელმაც ისაუბრა სამომავლო...

ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს

ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს
access_time2020-02-20 14:02:05
დღეს საქართველოს პარლამენტში, მინისტრს საათის ფორმატში ივანე მაჭავარიანს უსმენენ. ფინანსთა მინისტრმა გასული წლის ბიუჯეტის მაჩვენებლებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ვანო მაჭავარიანი დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები უწესდება. კანონპროქტი პარლამენტში 2017 წელს...

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8272 ლარად ივაჭრება

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8272 ლარად ივაჭრება
access_time2020-02-20 12:55:37
ბოლო რამდენიმე დღეა ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში მყარდება. დღეს დილიდან ვაჭრობა $1/₾2.8305-ით დაიწყო, 12:55 საათისთვის  1 დოლარი 2.8272-ის ნიშნულზეა.  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშნდელი  ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ  მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი...

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - პოლიტიკური შეფასებები

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - პოლიტიკური შეფასებები
access_time2020-02-20 13:00:37
7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. საპატიმროდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება. მისი თქმით, აუცილებელია, მოქმედი ხელისუფლების ცვლილება.   „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, წლის ბოლომდე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი,...

რას წერდა ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს 2011 წელს?

რას წერდა  ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს 2011 წელს?
access_time2020-02-20 12:23:19
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში  მოსვლა 2011 წლის 7 ოქტომბერს დაანონსა. ამის შემდეგ კი, 11 ოქტომბერს  მეორე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც  ყოფილი პრემიერი მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც მიმართავდა.   „კომერსანტი“ წერილიდან ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ:   „მინდა მივმართო...


მსგავსი სიახლეები

up