რუსული რუბლი გაუფასურდა - მიზეზი აშშ-ს ახალი სანქციების საფრთხე და ნავთობის გაიაფებაა

რუსული რუბლი გაუფასურდა - მიზეზი აშშ-ს ახალი სანქციების საფრთხე და ნავთობის გაიაფებაა

access_time2019-08-06 19:00:27


მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში  სკრიპალების საქმის გამო რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტის განხილვა დაიწყეს, რუსულმა რუბლმა  გაუფასურება დაიწყო - დოლართან მიმართებაში რუბლის კურსი შეადგენს 65, ევროსთან - 72-ს, ინვესტორებმა კი რუსული სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვა დაიწყეს.


ანალიტიკოსები ცდილობენ პანიკის თავიდან აცილებას. მათი აზრით, რუბლის ხელახალი დევალვაციის მიზეზია ნავთობზე ფასების მორიგი ვარდნა, სანქციების შესახებ ინფორმაციამ კი ამ პროცესს მხოლოდ  ხელი შეუწყო.


თუმცა, შესაძლოა, უარესი ჯერ კიდევ წინ იყოს.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს კონგრესში ახალი სანქციებისთვის დაიწყო მზადება  გამოცემა  Politico გაავრცელა, შემდგომში კი ეს დაადასტურა რუსულმა სააგენტომ
РИА Новости-მ.


ამ დროისთვის განიხილება 6 შესაძლო შეზღუდვა - მათ შორისაა რუსეთისთვის ამერიკულ ბანკებში სესხების აღების აკრძალვა, რომელიც ასევე შეეხება მსხვილ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, სადაც ამერიკას აქვს დიდი ფინანსური გავლენა - ისეთებს, როგორცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო ბანკი და განვითარების და რეკონსტურქციის ევროპული ბანკი.


ასევე არაა გამორიცხული, რომ აშშ-ში ფრენები აეკრძალოს რუსულ სახელმწიფო ავიაკომპანია „აეროფლოტს“.


ამ ეტაპზე სანქციების პაკეტი   მხოლოდ განხილვის სტადიაზეა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა რუბლის კურსის მკვეთის გაიაფებისთვის.



ამას დაემატა ნავთობის გაიაფება 61 დოლარამდე, რაც თავის მხრივ, ასევე უკავშირდება ამერიკულ პოლიტიკას - კერძოდ, 1 სექტემბრიდან გაფართოვდება იმ ჩინური საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც ამოქმედდება 10%-ანი ტარიფები - მთლიანობაში ამერიკული სანქციები შეეხება 300 მლრდ. დოლარის ჩინურ პროდუქციას.


ჩინეთი არის მსოფლიოში ენერგორესურსების უმსხვილესი მომხმარებელი, ამიტომ ბაზარი შეაშინა მისი ეკონომიკის ზრდის შენელებისა და, შესაბამისად, ენერგომოხმარების შემცირების შესაძლებლობამ, რის გამოც ნავთობმა  გაიაფება დაიწყო.


ასევე აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა შემქნა ნეგატიური მოლოდინები იმით, რომ არ დააანონსა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შერბილება, რის გამოც ინვესტორებმა დაიწყეს რისკიანი აქტივების გაყიდვა, ამან, შესაბამისად, გააძვირა დოლარი და გააიაფა რუბლი.


თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ახალი სანქციების შემოღების შემთხვევაში ზემოქმედება იქნება მინიმალური.


„ვერ იფრენს „აეროფლოტი“ შტატებში, აუკრძალავენ ბანკებს სესხების აღებას - ისინი ისედაც არ იღებენ, აქედან გამომდინარე ვერ ვხედავ სანქციების ზემოქმედებას რუსულ ბანკებზე, რომ მათი სტაბილურობა დადგეს საფრთხის ქვეშ,“ - ამბობს ფინანსური კომპანია Открытие Брокер-ის მენეჯერი ტიმურ ნიგმატულინი.


მისი აზრით, ბევრად უფრო საშიში შეიძლება იყოს რუსული სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვის აკრძალვა ამერიკული ფინანსური კომპანიებისთვის, თუმცა, ექსპერტი ვარაუდობს, რომ ვაშინგტონი ამაზე არ წავა.


„ამერიკელებს არ უყვართ პრობლემების შექმნა თავისი ბიზნესისთვის, რომელიც ასე თუ ისე წარმოდგენილია რუსეთში. გასათვალისწინებელია, რომ რუსული სახელმწიფო ვალის მყიდველთა მესამედი მოდის ამერიკულ კომპანიებზე,“ - ამბობს ტიმურ ნიგმატულინი,.


თუმცა, მისი განცხადებით, არც ეს იქნებოდა ფატალური რისკი - რუსულ რუბლს მკვეთრი ვარდნისგან იცავს დადებითი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები - დაბალი ინფლაცია, კარგი საგადამხდელო ბალანსი და ბიუჯეტის მცირე დეფიციტი.


საბოლოო ჯამში რუბლის სამართლიანი კურსი შეადგენს 64-65. შესაძლებელია ვიხილოთ 66-67, თუმცა მეტი არა,“ - მიიჩნევს Открытие Брокер-ის ანალიტიკოსი.


ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ რუბლის დევალვაცია იქნება ზომიერი, თუმცა, ეროვნული ვალუტა ვერ დაუბრუნდება 63-ან მაჩვენებელს - ამის მიზეზია ცუდი ზოგადი ფონი განვითარებადი ბაზრებისთვის და ნავთობის ფასები.


РИА Новости






BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...

ბანკებმა 700 მილიონი დოლარი უკვე მიიღეს - როდის დაიწყება ლარის გამყარება?

ბანკებმა 700 მილიონი დოლარი უკვე მიიღეს - როდის დაიწყება ლარის გამყარება?
access_time2019-10-17 18:00:00
დღეიდან, ყველა კომერციულ ბანკს ერთად 700 მლნ დაერიცხება საკუთარ, საკორესპონდენტო ანგარიშებზე. საუბარია სარეზერვო მინიმუმის 5%-ით შემცირებულ თანხაზე, რომელიც სებმა თვის დასაწყისში შეამცირა და შედეგად ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება. რა მოხდება 18 ოქტომბრიდან სავალუტო ბაზარზე და გამყარდება თუ არა ლარი ჯერჯერობით კონკრეტულად არავინ საუბრობს. ეროვნული ბანკი კომერციული...

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება
access_time2019-10-17 13:39:16
საჯარო სპორტული მოედნებით, ველობილიკებით და დასასვენებელი პარკებით მოწყობილი სივრცეები დედაქალაქში ფაქტიურად აღარ...


მსგავსი სიახლეები

up