რუსული ქსელი Fix Price–ი საქართველოში პირველ მაღაზიას ხსნის

რუსული ქსელი Fix Price–ი საქართველოში პირველ მაღაზიას ხსნის

access_time2016-03-30 16:40:15

რუსული ქსელი Fix Price–ი საქართველოსა და ყაზახეთში მაღაზიების გახსნას გეგმავს


ამის შესახებ რუსულ საქმიან გამოცემა „ერ ბე კა“–ს ქსელის ხელმძღვანელმა დმიტრი კირსანოვმა განუცხადა. 

საზღვარგარეთ ქსელის პირველი მაღაზია საქართველოში უკვე მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნება. როდის დაიწყებს მუშაობას ყაზახეთის ობიექტი, ჯერჯერობით უცნობია.



„ბრენდი Fix Price–ი თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაშია დარეგისტრირებული. თუ მიმდინარე წელს ჩვენ პარტნიორს მოვძებნით სომხეთში, ტექნიკურად მზად ვართ მაღაზია იქაც გავხსნათ.საქართველო, ყახაზეთი და სომხეთი ის ქვეყნებია, სადაც მომხმარებელთა ქცევა სერიოზულად არ განსხვავდება რუსი მომხმარებლის ქცევისგან,“ – განაცხადა კირსანოვმა.

 

„ფიქსირებული ფასის“ მაღაზიების პირველი ასეთი ფორმატი აშშ–ში, 1879 წელს გამოჩნდა. რუსეთში კი ეს სიახლე 2007 წლიდან შევიდა. 

 

მაღაზიების ქსელი Fix Price–ი „ფიქსირებული ფასის მაღაზიის“ ფორმატში მუშაობს. ეს ფორმატი ასევე ცნობილია ისეთი სახელწოდებებით როგორებიცაა variety store, pound shop, dollar store და ა.შ. ესაა უნივერსალური საცალო მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს როგორც სურსათის ისე სხვა პროდუქციის ფართო ასორტიმენტს ერთ ფიქსირებულ ფასად. 




კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up