რუსული პროპაგანდა HEY! VOVA LEAVE MY GRANDMA ALONE!

რუსული პროპაგანდა HEY! VOVA LEAVE MY GRANDMA ALONE!

access_time2018-07-11 21:16:29

ბებიაჩემმა გამომიცხადა, ამერიკელები მთვარეზე არ ყოფილან და ყველაფერი დადგმულიაო. ცივი კომპოტის მოწოდების შემდეგ კი აღშფოთებულმა მამცნო,  მაჩაბლის ქუჩისთვის ირანის ქუჩა დაურქმევიათო.

 

არ ვიცი ეს ამბავი როდის დაიწყო. საკაბელო ტელევიზიასთან თუ სოციალურ ქსელებთან მის ინტეგრირებისთან ერთად, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ გავიგე. მაგალითად:

 

ამერიკელები საქართველოში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ;

ფაშისტ უკრაინელ ჟიდო-მასონებს რუსის ბავშვი ჯვარზე გაუკრავთ;

ვიღაც იტალიელმა ალიგატორი გააუპატიურა;

 

თურქეთის ახალ რუკაზე აჭარა მათ საზღვრებში შესულა;

 

საქართველოს მოსახლეობის 53%-ს საქართველოში რუსული პროპაგანდის არსებობის სჯერა. მათ შორის, ბებიაჩემსაც.

 

მიუხედავად ამისა, ადამიანები მიდრეკილნი არიან წვრილფეხა შეთქმულებების და დეზინფორმაციების რწმენისკენ. 

 

რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულებების? კენტის უნივერსიტეტის პროფესორის, კარენ დუგლასის კვლევის (The Psychology of Conspiracy Theories, Current Directions in Psychological Science, 2017) მიხედვით ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:


 

ახსნის სურვილი - მინდა ამოვხსნა მარტივად (სამყაროს სინამდვილეში მართავს ბოროტი ჯორჯ სოროსი);

 

საკუთარი თავის დაცვის სურვილი - თავი მინდა დავიცვა გლობალური შეთქმულებისგან (ამერიკამ საქართველოში ლაბორატორია შექმნა, სადაც ცდებს ატარებს ჩვენზე. ამიტომ, ჩემს შვილებს ვაქცინაციას არ ჩავუტარებ);

 

პრივილეგირებულობის სურვილი - მე ვიცი, ის რაც სხვამ არ იცის” (კიბოს წამლისთვის ვინმე ბოლნისელ მთვარისას მიუგნია, რომელიც კანაფის ზეთით და გოგირდით კურნავს ონკოლოგიურ პაციენტებს. დასავლური ფარმაცევტული კომპანიები მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ზრუნავენ და ხალხს კიბოს მკურნალობის საშუალებებს უმალავენ).

 

შეთქმულებების თეორიების ზემოქმედების ქვეშ მეტწილად ექცევიან ადამიანები, რომელთაც გამძაფრებული დაუცველობის შეგრძნება აქვთ. ამ დაუცველობის შეგრძნებას კრემლის საინფორმაციო ომი წარმატებულად იყენებს.

 

რუსული პროპაგანდა შიშების და სიძულვილის გაღვივებაზე კონცენტრირდება. პუტინი ათასობით ასეთ წვრილფეხა ტყუილზეა აგებული, რომელსაც სამიზნე ჯგუფები იჯერებენ.

 

ვინ დაიჯერა, რომ გამორჩეულად ქსენოფობიური განწყობების ქვეყანაში ვანო მაჩაბლის ქუჩას ირანის ქუჩად გადააკეთებენ? - იმან, ვინც ირანის მიმართ მისი სიძულვილის ან/და შიშის გასამართლებლად კიდევ ერთი აგური დადო. ასეთებს ძველები ფინთი გოიმივით აგდებას ეძახდნენ.  არ მგონია, ვინმეს თავი მაჩაბლის ჰამლეტის და მაკბეთის თარგმანების გამო გამოედო.

 

დღეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2014 წელს, უკრაინის თავზე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი რუსეთია. თუმცა, კრემლი ათასგვარ ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს: თვითმფრინავის ჩამოგდება ბრალდება ილუმინატების ორდენს; NATO-ს რომელსაც პუტინის თვითმფრინავის ჩამოგდება უნდოდა, მაგრამ შემთხვევით სამგზავრო თვითმფრინავს ესროლა; ისრაელს, რომელსაც ღაზას სექტორიდან ყურადღების გადატანა სურდა; აივ ინფექციის მკვლევარების დახოცვის სურვილს, რომელიც ბორტზე იმყოფებოდნენ და ა.შ.

 

კრემლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამ ვრცელი ჩამონათვალიდან რომელს ირწმუნებთ. მისი მიზანი არცაა თავისივე სისწორეში დაგარწმუნოთ, პირიქით, ალტერნატიული სიმართლეების დაუსრულებელი სიის მოწოდებით, თესავს ეჭვებსა და უნდობლობას. ქმნის სიმულაციას, სადაც თანაბარი შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ თვითმფრინავი ჩამოეგდოთ რუსებს ან ილუმინატების ორდენს.

 

პოსტსაბჭოთა სივრცეში დეზინფორმაციის და შეთქმულების თეორიების გავრცელებისთვის ნოყიერი ნიადაგია. რუსეთი აქ ეთნიკურ, რასობრივ, რელიგიურ, იდეოლოგიურ ნიადაგზე ქმნის დესტაბილიზაციას. ქართველ ერში ჩაკირული შიშები და სიძულვილები მას კარგად აქვს შესწავლილი და შესაბამისად მათი გაღვივებაც კარგად გამოსდის. სამწუხაროდ, ამ პროცესების ანალიზი ნაკლებად ხდება სოციალური ფსიქოლოგიის ჭრილში და ის უფრო მეტად პოლიტიკის და უსაფრთხოების თეორიების ფარგლებშია განხილული.

 

დასავლეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ დეზინფორმაციისთან ბრძოლისთვის  მასთან გადამოწმებული ინფორმაციით, ფაქტებითა და სამეცნიერო არგუმენტენტებით დაპირისპირება ყოველთვის წარმატებით არ მუშაობს. ხშირად,  იმ სამიზნე აუდიტორიამდე მიღწევაც კი ვერ ხერხდება, რომელზეც კრემლის პროპაგანდის მანქანა მუშაობს.

 

სამაგიეროდ, საქართველოში ბოლო თვეების პროცესებმა აღმოგვაჩენინა, რომ ამ დეზინფორმაციების, შეთქმულების თეორიების სასაცილოდ აგდებასა და დაცინვას უფრო მაღალი ეფექტურობა ახასიათებს. მაგალითად, ქართული მარშის სოციალურ ქსელებში დაცინვამ ფართო საზოგადოებაზე უფრო იმუშავა, ვიდრე სერიოზული სახით განხილვამ, თუ რატომ არიან ისინი მავნებლები.

 

პროპაგანდის შეკავების ხერხებზე ბევრი მსჯელობა შეიძლება. მანამდე,  მთავარია სახელმწიფომ აღიაროს, რომ ის ჰიბრიდული ომის პირობებში იმყოფება. ხელისუფლება დღემდე, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტებში არ საუბრობს ამ საფრთხეებზე და შესაბამისად არც სტრატეგიას აყალიბებს როგორ უნდა დაიცვან მოქალაქეებმა მისგან თავი. მანამდე, სხვა ხნიერებთან თუ ახალგაზრდებთან ერთად, ბებიაჩემიც a priori დაუცველია.

tabula.ge





ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო

ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო
person access_time2018-09-22 20:56:01
„რაც შეეხება კულტივაციას, ვფიქრობ რომ ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საზოგადოებასთან საჭირო. ამის გამო, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება რომ შეაჩეროს მეორე ინიციატივა და გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები ყველა მხარესთან ვინც დაინტერესებულია“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს...

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“ შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“  შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა
person access_time2018-09-21 19:00:00
საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს, უკვე აქტიურად მიდის მსჯელობა რა ბედი ეწევა ქუთაისში მდებარე შენობას. პროცესებში ჩართულნი არიან სხავდასხვა ორგანიზაციებიდან. მათ შორის ერთ-ერთი ინიციტივა იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძემაც წამოაყენა. მისი თქმით, პარლამენტის დღევანდელი შენობა ქუთაისში  „ოლიმპიკ არენად“  უნდა გადაკეთთდეს. აღნიშნულს რობაქიძე რამდენიმე არგუმენტით...

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა
person access_time2018-09-21 20:00:55
...

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს
person access_time2018-09-21 18:00:00
ღვინის ბრენდი „ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ხიხვით და ქისით შერეული ღვინის წარმოებას იწყებს. თავდაპირველად 1 000 ლიტრი სუფთა წვენი დაიწურება, რაც ჯამში დაახლოებით 1 400 ბოთლს შეადგენს. 2019 წლის სექტემბერში კი ღვინო მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება.   როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელმა ვლადიმერ ბოისამ განუცხადა, მისი კომპანიისთვის წლევანდელი წელი საუკეთესო იქნება, რადგან  კარგი მოსავლი მიიღო.  სწორედ ამიტომ, ბრენდის მცირე წარმოებაში „ბოისას“ სავაჭრო...

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”
person access_time2018-09-21 14:30:49
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ბაზარზე მონოპოლიის საფრთხე არსებობს. ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up