რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი, რომელიც აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა დააწესეს, პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ხდება თავისუფალი ბაზრის ძირითადი პრინციპების შეცვლა, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
„ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული დისბალანსი გამოწვეულია მათი გაუთვლელი ქმედებებით. პირველ რიგში - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება და ჩვენი ქვეყნიდან ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვა. კოლექტიური დასავლეთი ცდილობს გადაჭრას ის საკითხები, რომლებიც თავად შექმნა იმპულსურად. ფაქტობრივად, ჩვენ მოწმე ვართ თავისუფალი ბაზრების ძირითადი პრინციპების გარდაქმნის მოწმეები“,- აცხადებენ საელჩოში.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა და ავსტრალიამ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, ერთი ბარელის ფასის ზედა ზღვარი 60 აშშ დოლარს შეადგენს.