რუსული ნავთობ გიგანტები  კვლავ  Forbes Global  2000-ის სიაში მოხვდნენ

რუსული ნავთობ გიგანტები კვლავ Forbes Global 2000-ის სიაში მოხვდნენ

access_time2020-05-15 20:45:22

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში Forbes Global 2000 10 რუსული კომპანია მოხვდა.მათ შორის 7 ნავთობის და გაზის ინდუსტრიას წარმოადგენს. ეს მათი ძლევამოსილების ნათელი მაჩვენებელია. დიდი შვიდეულის კომპანიების ნავთობს და გაზს, ციმბირის ცივი წყლებიდან დაწყებული ბოლივიის მივარდნილ რეგიონებამდე, ყველგან მოიპოვებენ.


რუსეთის უმსხვილესი კორპორაცია „გაზპრომი“ 32-ეა რეიტინგში, მაშინ როდესაც გასულ წელს მე-40 იყო.ეს კომპანია რუსეთში ყველაზე ძლიერი და მდიდარია.ის გაზსადენს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მფლობელია, რომელიც რუსეთს გერმანიასთან დააკავშირებს. სწორედ ეს მილია ამერიკული სანქციების ობიექტი, თუმცა, „გაზპრომი“ მის გაგრძელებას და დასრულებას ცდილობს. პროექტში მონაწილეობას ევროპელი პარტნიორები განაგრძობენ - რუსეთი ხომ ევროპაში გაზის უმსხვილესი მომწოდებელია.


53-ე ადგილზეა „როსნეფტი“ – 2019 წელს ის 53-ე ადგილს იკავებდა. სადღეისოდ, ყველაფერთან ერთად, ის ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია Citgo-ს აქციათა 49,9% ფლობს.თუ ამერიკული ფრენბურთის გუნდის “Boston red socks”-ის ფანები  სტადიონ “Fenway park” - ზე მოხვდებიან, ისინი Citgo-ს გიგანტურ ნეონის სარეკლამო ლოგოტიპს დაინახავენ. „როსნეფტი“ კი სწორედ ამ კომპანიის თანამფლობელია.


რუსული სანავთობო გიგანტის გენერალური დირექტორია იგორ სეჩინია, რომელსაც ხშირად „რუს დარტ ვეიდერს“ უწოდებენ და რომელიც შესაძლოა,რუსეთში გავლენით მეორე ადამიანიც იყოს, თავად ვლადიმერ პუტინის შემდეგ.


რუსეთის სიდიდით მესამე კომპანია, ნავთობმომპოვებელი «Лукойл» Global 2000-ში 97-ე ადგილს იკავებს. ვისაც ნიუ-იორკის გარეუბნებში გაუვლია, ალბათ ერთხელ მაინც ამ კომპანიის ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინი ჩაუსხია. რეიტინგში დიდ წარმატებას კერძო გაზმომპოვებელმა „Новатэк“-ამ მიაღწია.2019 წელს ის 499 ადგილს იკავებდა, დღეს კი 316-ზე გადაინაცვლა.კომპანიას მილიარდერი ლეონიდ მიხელსონი ფლობს, ის არის თხევადი გაზის მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი, ძირითადად ჩინეთში, ასევე ის გაზს ციმბირის საბადოებიდან მოიპოვებს.შესაძლოა, შტატების მთავარი კონკურენტი თხევადი გაზის ბაზარზე სწორედ «Новатэк» იყოს.



 2020 წელი რუსებისთვის საშინლად დაიწყო - კორონავირუსის გამო ნავთობის დრამატულმა გაიაფებამ მათი შემოსავლები მკვეთრად შეამცირა.გარკვეული დროის მანძილზე ის წამგებიანიც კი გახდა. დღეს სიტუაცია არაა ისეთი დრამატული, თუმცა, ნავთობი მაინც ძალიან იაფი რჩება - საშუალოდ 20 დოლარი ბარელზე. ამავე დროს, ბიზნესის თვალსაზრისით, რუსული სახელმწიფო ენერგოგიგანტები ზედმეტად დიდები არიან იმისთვის, რომ ჩამოიშალონ.

„მათ არც ვარდნა და არც დეფოლტი არ ექნებათ“ - ამბობს BNP Paribas-ის ლონდონური ფილიალის ანალიტიკოსი ლუშო პეიშოტუ.დღეს ინვესტორებისთვის რუსეთი ისეთ იაფია, როგორც არასდროს.„ჩვენ „გაზპრომის“ და „ნორნიკელის“ აქციები ვიყიდეთ, ისინი ძალიან იაფია პანდემიის ფონზე, თუმცა, მაინც ძალიან მომგებიანია“ - ამბობენ ჰოლანდიურ საინვესტიციო ფონდ Blauwtulp Wealth Management-ში.


„სბერბანკის“ დირექტორის გერმან გრეფის თქმით, დღევანდელი სანავთობო და ეპიდემიოლოგიური კრიზისი საბავშვო გასეირნებაა რუსეთის წინა კრიზისებთან შედარებით. მან იცის რაზე ლაპარაკობს - Global 2000-ში ხომ„სბერბანკი“-ც შევიდა, სადაც 402-ე ადგილი დაიკავა.გასულ წელს აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტი 47-ე ადგილზე იყო.


რუსეთის დამოკიდებულება ნავთობზე და გაზზე კვლავ დიდ პრობლემად რჩება. სსრკ-ს დაშლის შემდეგ უკვე 30 წელი გავიდა, თუმცა, თუ რუსეთის უმსხვილეს კორპორაციებზე ვსაუბრობთ, ქვეყანა, ჯონ მაკკეინის სიტყვებით, კვლავ „დიდ ავტოგასამართ სადგურად“ რჩება.კრიზისების, ფასების ვარდნის და სხვა უსიამოვნებების მიუხედავად, რუსეთი მთლიანობაში და მისი მოწინავე კორპორაციები, მდგრადობას მაინც ინარჩუნებენ.


რუსეთში კრიზისები დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით 2-ჯერ ხშირად ხდება. ინვესტორებს მუდმივი მზადყოფნა უწევთ. ახლაც ასე იყო. კორონაკრისიზისს ბევრი კომპანია კარგ ფორმაში და მომზადებული დახვდა. პანდემიის შემდეგ რუსეთში აღმავლობა დაიწყება. ნავთობი გაძვირდება და რუსულ ენერგოკომპანიებს ორმოდან გამოძრომის საშუალება მიეცემათ. ამ ორმოში ისინი თავად ჩავარდნენ,როდესაც ამერიკული ფიკალის ნავთობის წინაამღდეგ ბრძოლა დაიწყეს, თუმცა, საკუთარი შესაძლებლობები კარგად ვერ გათვალეს. შესაძლოა ამ კრიზისის შედეგად ზოგიერთმა კომპანიამ Global 2000-ში პოზიციები დათმოს, თუმცა საბოლოო ჯამში, არც ერთი არ ჩამოიშლება,არც  რეიტინგიდან გაქრება.


წყარო:forbes.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ნავთობი



„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“

„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“
access_time2020-09-26 20:00:53
„სავაჭრო კომპანიების 90%, დღეის მდგომარეობით, ზარალში იმყოფება,“- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია,...

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა
access_time2020-09-26 18:00:13
ზაფხულის დასრულების შემდეგ, ევროპა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საფრთხის წინაშეა. აგვისტოს ბოლოდან კოვიდ19-ის შემთხვევებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა. პანდემიას სეზონური გრიპიც ერთვის თან, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, რეალური საფრთხეა და საჭიროა...

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ...

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
access_time2020-09-26 16:00:42
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ...

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...


მსგავსი სიახლეები

up