ალექსეი ნავალნი მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კოლონიაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორზე, ალექსანდრ კალაშნიკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყველაფერი კანონის ფარგლებში გაკეთდა,“- განაცხადა ალექსანდრ კალაშნიკოვმა.
მისი თქმით, გარანტიას იძლევა, რომ ბლოგერის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სასჯელაღსრულების სამსახურის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, სად გადაიყვანეს კრემლის კრიტიკოსი.
IPN.GE