რუსული „კომერსანტი“: გაზპრომი თბილისისგან ფულს ვერ მიიღებს

რუსული „კომერსანტი“: გაზპრომი თბილისისგან ფულს ვერ მიიღებს

person access_time2016-03-09 11:54:34

„გაზპრომმა“ ვერ შეძლო საქართველოსთან მოლაპარაკება ქვეყნისთვის მიწოდებული გაზის საფასურის ფულად ანგარიშსწორებაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. ასე იწყებს რუსული გამოცემა „კომერსანტი“ სტატიას, რომლის სათაურიცაა: „გაზპრომი თბილისისგან ფულს ვერ მიიღებს.“


გამოცემა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების შედეგად, როგორც ადრე, თბილისი რუსეთისგან სომხეთში მიმავალი გაზის ტრანზიტიდან 10%–ს მიიღებს. საქართველოსთვის საჭირო დამატებითი მოცულობების მიწოდებას აზერბაიჯანი დათანხმდა, რომელიც, როგორც „კომერსანტი“ წერს, ჯერ კიდევ შარშან თავად საუბრობდა მოპოვებული გაზის დეფიციტზე.


რუსული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ექსპერტების მონაცემებით, თბილისს შეუძლია საკუთარ თავს უფლება მისცეს, არ წავიდეს დათმობებზე „გაზპრომის“ წინაშე, ვიდრე ბაქოს აქვს წვდომა რუსული გაზის მიწოდებაზე და ამ გზით გაზარდოს საქართველოში ექსპორტი. 


საქართველო არ საჭიროებს რუსეთიდან და ირანიდან გაზის დამატებითი მოცულობების გაზრდას აზერბაიჯანიდან 500 მილიონი კუბური მეტრის მიწოდების შესახებ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ – განაცხადა გასულ კვირაში ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. „ქვეყნის გაზით უზრუნველყოფა რამდენიმე წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება,“ – აღნიშნა მან.


 

რუსული „კომერსანტი“ წერს, რომ საქართველოს მთავრობასა და „სოკარს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდება შესაძლოა 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს. მანამდე „სოკარი“ ქვეყანას 800 მილიონი კუბური მეტრით ამარაგებდა შაჰ–დნიზიდან. საქართველოს დამატებითი გაზის საჭიროება იმის გამო დაუდგა, რ ომ 2012 წლიდან ქვეყნის მოხმარება დაახლოებით 40%–ით გაიზარდა, რაც წლიურად დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრია.

 

საქართველო გაზს რუსეთიდანაც იღებს, როგორც სომხეთში ტრანზიტის საფასურს, ამ გაზის 10%–ის სახით, რაც 300 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.


მხარეები შეთანხმებას ყოველწლიურად აახლებენ. ბოლო კონტრაქტის ვადა 2015 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა და ახალი ჯერ არ არის გაფორმებული. როგორც რუსული გამოცემა წერს, მთავარი უთანხმოება ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმაა: „გაზპრომი“ ფულით ანგარიშსწორებას მოითხოვდა, თბილისში კი არსებული სქემის შენარჩუნება სურდათ. ამასთან, რუსული მონოპოლია აცხადებდა, რომ შესაძლოა უარი ეთქვა საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტი საერთოდ შეეწყვიტა. ამასთან, საქართველო აწარმოებდა მოლაპარაკებებს ირანიდან გაზის იმპორტთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში. თუმცა, როგორც კალაძემ განაცხადა. ამის აუცილებლობა აღარ არსებობს.  

 

რუსული გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისსა და „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებები შეწყვეტილია. ბოლო რაუნდი 19 თებერვალს, ვენაში გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა. კახა კალაძემ რუსულ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ ტრანზიტის საფასურის მონეტარიზაცია, რასაც „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი მასთან შეხვედრებზე მოითხოვდა, ქართული მხარისთვის მიუღებელია. 


მინისტრის თქმით, თბილისს სჭირდება მყარი გარანტიები, რომ ზამთრის პერიოდისთვის აუცილებელი მოცულობის, დღეღამეში 2,5 მილიონი კუბური მეტრის გაზის მიღებას შეძლებს. თუმცა „გაზპრომი“ უარს ამბობდა ამ გარანტიების გაცემაზე. რუსულ გამოცემას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში დაუდასტურეს,  რომ სწორედ ეს გახდა „გაზპრომთან“ შეთანხმების ჩაშლის მიზეზი. თავად რუსული მონოპოლისტი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.



ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up