რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში  - IDFI-მ განახლებული კვლევა გამოაქვეყნა

რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში - IDFI-მ განახლებული კვლევა გამოაქვეყნა

access_time2022-12-01 16:15:50

რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში - ამასთან დაკავშირებით IDFI-მ კვლევა გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით პირველ ეტაპზე IDFI-მ გამოიკვლია სატელეკომუნიკაციო, საბანკო სექტორი, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, მინერალური წყლების მიმართულება.  გამოქვეყნებული ანგარიში შეეხება რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროს: ელექტროენერგიის, ნავთობისა და გაზის დარგებს

ძირითადი დასკვნების შეჯამება:

 

- ნავთობის სექტორში რუსული პროდუქციის წილი გაზრდილია. მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, მაისიდან ივნისის ჩათვლით, რუსული ნავთობის წილის ზრდამ ქართულ ბაზარზე 5% შეადგინა, შესაბამისად, ტენდენცია მზარდია.

 

- ბუნებრივი აირის სექტორში საქართველოში იმპორტი ძირითადად აზერბაიჯანიდან ხორციელდება. 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ გაზში გადახდილი თანხა სრული იმპორტირებული გაზის ღირებულების 22% იყო, 2022 წლის პირველ 6 თვეში კი 14,6%.

 


- 2022 წლის მაისის მონაცემებით რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის წილი 28%-ს შეადგენდა, რაც თითქმის 139 ათასი ტონა იყო. შესაბამისად, ერთი თვის მანძილზე რუსეთიდან იმპორტირებული ნავ თობის წილი 5%-ით გაიზარდა.

 

 - ბაზარზე მზარდი იყო რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის მოცულობა და ის საერთო იმპორტის 64-65%ს შეადგენდა.

 

 - სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან საწვავის იმპორტიორებს შორის არის ბაზარზე მოთამაშე ყველაზე მსხვილი 5 კომპანიიდან 4. ესენია: „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“, „ვისოლი“ და „სოკარი“.

 

- 2010-2022 წლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა რუსულ კომპანია „ლუკოილთან“, საავტომობილო საწვავის მიწოდებაზე, 3 ათასამდე ხელშეკრულება გააფორმეს. სულ ამ პერიოდში, სახელმწიფო უწყებებმა „ლუკოილისგან“ 200 მილიონი ლარის საწვავი შეიძინეს.

 

- რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის წილი საერთო იმპორტულ ელექტროენერგიაში არის 25% (252.2 მლნ.კვტ/ სთ). დანარჩენი მოდის აზერბაიჯანსა (60%) და თურქეთზე (15%).





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up