მსოფლიო რუსული ენისადმი ინტერესს კარგავს

მსოფლიო რუსული ენისადმი ინტერესს კარგავს

access_time2019-12-02 19:45:01

უცხოელებს არ სურთ რუსული ენის სწავლა - პირველობა უპირობოდ ინგლისურმა დაიკავა, ხოლო ბოლო წლებია ჩინური ენაც პოზიციებს იმყარებს. აღსანიშნავია, რომ აქ საქმე არა კულტურასთან და კლასიკურ ლიტერატურასთან, არამედ ბიზნესთან გვაქვს.

 

სოციოლოგების ინფორმაციით, 80-იან  წლებთან შედარებით, იმ უცხოელთა რაოდენობა, ვინც  რუსულს როგორც უცხოურ ენას სწავლობს,  2-ჯერ შემცირდა.

 

ამაზე მეტყველებს ციფრებიც  - მსოფლიოში გავრცელების მხრივ რუსული ენა მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს და ის 27 ქვეყანაში გამოიყენება. 90-იანების დასაწყისში რუსულს  74,6 მლნ. ადამიანი ეუფლებოდა, 2004 წლისთვის ეს მაჩვენებელი 51,2 მლნ.-მდე შემცირდა, 2008-სთვის კი მათი რიცხვი 38,2 მლნ-ს შეადგენს.

 

შემდგომი პერიოდის მონაცემები ჯერ არსებობს, თუმცა, რუსული ენისადმი ინტერესის ვარდნის ტემპებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ 11 წელიწადში პუშკინისა და ტოლსტოის მშობლიური ენის გლობალური პოზიციები კიდევ უფრო შესუსტდა.

 

თანაც გასათვალისწინებელია, რომ ეს 38,2 მლნ. ადამიანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე მოდის, სადაც რუსული ჯერაც პოპულარულია, მაგალითად, შუა აზიაში. ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცის გარეთ რუსულს მხოლოდ 20 მლნ. ადამიანი სწავლობს.

 

საბოლოო ჯამში, რუსული ენის მცოდნეთა რაოდენობა 2-ჯერ შემცირდა. თუმცა, რიცხვებს არა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ისედაც ყველაფერი გასაგებია - დიდი იმპერია უკვე არ არსებობს, ხოლო თავისუფალი და აყვავებული რუსეთი ჯერ არ ჩანს.

 

 

იმედია, მომავალში რუსეთი უფრო მიმზიდველი გახდება და შესაბამისად, რუსული ენაც პოპულარობას შეიძენს - ამბობს სოციოლოგი და პუბლიცისტი იგორ ეიდელმანი, რომელიც ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს.

 

 

რუსული სამყაროს პოპულარიზაციისთვის შექმნილ ორგანიზაციებში ძალიან ბევრი პარაზიტი შეგროვდა, რომლებიც უცხოეთში რუსული კულტურის მხარდაჭერის იმიტაციას ახორციელებენ. სინამდვილეში რუსული კულტურის და ენისადმი გარკვეული ინტერესი მსოფლიოში ბუნებრივად არსებობს, ყოველგვარი სახელმწიფო პოლიტიკის გარეშე - ამბობს ეიდელმანი.

 

რუსული ენისადმი ინტერესის მკვეთრ ვარდნას ადასტურებს რუსულ-გერმანული ფონდის დირექტორი, პოლიტოლოგი ალექსანდრ რარიც.

 

სამწუხაროდ, ეს ზოგადი ტრენდია, რომელიც ეხება არ მხოლოდ რუსულს, არამედ ესპანურს და ფრანგულსაც. იზრდება ინტერესი ეგზოტიკური ენებისადმი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ეხება ჩინურს. დღეს ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში ინგლისური ენის სრულ დომინირებას ისეთ მასშტაბებში, რომლებიც წარმოუდგენელი იყო 25 წლის წინ - აღნიშნავს რარი.


მისი თქმით, კონკრეტულად რუსული ენისადმი ინტერესის კლება ქვეყნის იმიჯის გაუარესებას უკავშირდება.


უნივერსიტეტებში სლავური ენების კათედრები იხურება, რუსული ბიზნესიც არასასურველი გზით წავიდა, შესაბამისად, სიტუაცია ამ მხრივ სავალალოა. თუმცა, თუ რუსეთი გახდება უფრო ღია ქვეყანა - პოლიტიკაში, ბიზნესსა და ტურიზმში, ენისადმი ინტერესი ბუნებრივად გაიზრდება  - მიიჩნევს გერმანელი პოლიტოლოგი.


რუსული ენისადმი ინტერესი ისეთ ტრადიციულ პარტნიორ-ქვეყანაშიც კი ეცემა, როგორიც საფრანგეთია.


საფრანგეთში რუსულის შესწავლა იშვიათი ხდება არა მხოლოდ როგორც მეორე, არამედ მესამე უცხო ენადაც კი. ამ ქვეყანასთან ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კარგად ვითარდება, უკეთესად ვიდრე ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანასთან, თუმცა, ამას ვერ ვიტყვით ენასთან დაკავშირებით - ამბობს ფრანგული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი იური რუბინსკი.

 

რუბინსკის  თქმით, ამის მთავარი მიზეზი მსოფლიო ასპარეზზე რუსული ბიზნესის სისუსტეა.


ჩინურისადმი ინტერესი კი სწრაფად მზარდია.  ჩინელები ცდილობენ, რომ ბიზნესის გავლენის ზრდა  ენის პოზიციებზეც აისახოს.- ამბობს რუბინსკი. 


ქვეყნის სახელმწიფო ენისადმი ინტერესი ეკონომიკის პირდაპირპროპორციულად რომ ვითარდება, ამის ცოცხალი მაგალითი ჩინეთია.  რუსეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის ალექსეი მასლოვის თქმით, მსოფლიოში ჩინეთი მოწინავე ადგილს იკავებს, რაც ჩინური ენის სწავლის მსურველთა რიცხვის ზრდამაც აჩვენა.


ჩინეთი ქმნის ახალ იდეებს და ყველა ხედავს, რომ მსოფლიოს მომავალი ჩინეთთანაა დაკავშირებული. რუსეთი ყოველთვის ავლენდა თავის იდეოლოგიას წიგნებში, ფილმებში და ხელოვნების სხვა დარგებში. დღეს რუსეთის იმიჯი შელახულია, შესაბამისად თანამედროვე რუსულ ლიტერატურას და კინოს არა აქვს ძლიერი პოზიციები მსოფლიოში, ამიტომ , ენასაც ნაკლებად სწავლობენ  -  თვლის მასლოვი. 


მასლოვის თქმით, ასევე რუსული ენის ცნობადობა აზიის ისეთ ქვეყნებში იზრდება, როგორებიცაა ინდონეზია, ეგვიპტე და თურქეთი, სადაც რუსი ტურისტების დიდი რაოდენობა აღინიშნება.


ვითარებას ოპტიმისტურად აფასებს რუსული ენის ინსტიტუტის რექტორი მარგარიტა რუსეცკაია - მისი აზრით, ინფორმაცია რუსული ენისადმი ინტერესის მკვეთრი ვარდნის თაობაზე გადაჭარბებულია.


რუსული ენა დღესაც საკმაოდ პოპულარულია ევროპაში, ყოველ შემთხვევაში სლავურ ენებს შორის ის პირველ ადგილს ინარჩუნებს.ზოგიერთი მონაცემებით კი - ინგლისურის შემდეგ მეორეა. სოციოლოგები  ყურადღებას ამახვილებენ განათლების სისტემებში შექმნილ მდგომარეობაზე, სადაც ნამდვილად გვაქ სერიოზული ვარდნა 25 წლის მანძილზე. თუმცა, ეს სახელმწიფო პოლიტიკაა, რუსული ნაკლებად აინტერესებს მთავრობებს, რასაც მოქალაქეებზე ვერ ვიტყვით   - თვლის პროფესორი.


მისი თქმით, დღეს ენებს სწავლობენ არა მხოლოდ სკოლებში ან უნივერსიტეტებში, არამედ ონლაინ-გაკვეთილების მეშვეობით;


აკრიფეთ გუგლში ინგლისურადრუსულის სწავლადა დაინახავთ, რომ წლის მანძილზე იყო მილიონზე მეტი მოთხოვნა. Duolingo-ზე რუსული ენის გრაფაში დარეგისტრირებულია 3,4 მლნ. ადამიანი. - ამბობს რუსეცკაია.

 

rosbalt

თეგები:
რუსული ენა



მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს
access_time2020-06-02 21:00:44
როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება...


მსგავსი სიახლეები

up