მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებულ კომპანია „მეზიბს“  ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება-რეალიზების ლიცენზია მისცეს

მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებულ კომპანია „მეზიბს“ ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება-რეალიზების ლიცენზია მისცეს

access_time2019-09-06 18:09:52

მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებულ კომპანია „მეზიბს“  ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება-რეალიზების ლიცენზია მისცეს. ამასთან, როგორც “ინტერფაქსი” იუწყება, ლიცენზია არ გულისხმობს სალიქიორო პროდუქციის წარმოებას, მაშასადამე, საეკლესიო ღვინოზე საუბარი არ არის.


პატრიარქ კირილის პრეს-მდივანმა ალექსანდრე ვოლკოვმა ვერ უპასუხა კითხვას, კონკრეტულად რომელი ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება-რეალიზებას მოახდენს საეკლესიო სტრუქტურა და “მეზიბის” ღვინის ბიზნესს «დახურული კომერციული პროექტი»​ უწოდა.


„სავარაუდოდ, ეს იქნება ექსკლუზიური ღვინო – როგორც პაპის ღვინოები კათოლიკეებთან, რომლებიც ძნელი საშოვნელია“​, - ივარაუდა ვოლკოვმა.


კომპანია “მეზიბი“  2015 წელს ქალაქ გელენჯიკში დარეგისტრირდა. სადღეისოდ მის კუთვნილებაშია 70 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. იმავე რაიონშია განთავსებული რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო-ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი, რომელსაც მედიაში პატრიარქის რეზიდენციად იხსენიებენ.




პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს
access_time2020-05-28 14:30:12
„ბანკები და ფინანსები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ესაუბრა, რომელმაც ლარის გაუფასურების პრობლემის შეფასებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ნეგატიურ როლზე გააკეთა აქცენტი. ბაირახტარის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვების არც დრო და არც უფლება არ გვაქვს, კობა გვენეტაძის უწყება შეცდომებზეც კი ვერ...

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდეს – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ  აღმოჩნდეს  – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე
access_time2020-05-28 13:30:21
„ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა, რაც სექტორს გამოაცოცხლებს. ახლა სექტორს სწორედ შოკური მდგომარეობიდან გამოყვანა სჭირდება, რისთვისაც ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ასე შეაფასა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა.   „ზოგადად რთულია ხვალინდელი დღის პროგნოზირება, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი,...

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
access_time2020-05-28 12:15:58
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს ახალი წევრი შეუერთდა კომპანია საქკაბელის“ სახით.სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“, საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი და გამოცდილი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და დღემდე უწყვეტად შეინარჩუნა პროფილი, დანერგა მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები, გაზარდა ასორტიმენტი. 2018 წლის 23 მარტს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია, ფლობს...

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები
access_time2020-05-28 12:45:55
საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით დაუსუბსიდირებს სესხის 4%-ს. ამის შესახებ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი...

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში  დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-28 12:12:08
მთავრობა მოქალაქეებს, ბინის შეძენის მსურველებს  იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. საუბარია, ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  რამდენიმე წუთის წინ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.  „ეს ნიშანვს იმას, რომ შეიქმნება რეალური მოთხოვნა სამშენებლო ბაზარზე. 5 წლის განმავლობაში  ჩვენ მივეხმარებით ...


მსგავსი სიახლეები

up