რუსული ბაზრიდან გასვლის მიუხედავად, McDonald's-ი კვარტალურ მოგებას ზრდის

რუსული ბაზრიდან გასვლის მიუხედავად, McDonald's-ი კვარტალურ მოგებას ზრდის

access_time2023-02-04 23:00:37

კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან გასვლის გამო, 2022 წელს ერთჯერადი ხარჯები 1,281 მილიარდი აშშ დოლარი იყო. შემოსავლების შემცირების მიუხედავად, კომპანია კვარტალურ მოგებას მაინც ზრდის,

 

2022 წლის მეოთხე კვარტალში McDonald's Corporation-ის წმინდა მოგება 16%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის არახელსაყრელი განსხვავებების გამო კომპანიის შემოსავალმა ოდნავ, მაგრამ ბაზრის პროგნოზებს გადააჭარბა.

 

ოქტომბერ-დეკემბერში კომპანიის წმინდა მოგებამ 1,9 მლრდ დოლარი შეადგინა გასული წლის ანალოგიური პერიოდის 1,64 მილიარდ დოლართან შედარებით. მოგება აქციაზე 2.18-დან 2.59 დოლარამდე გაიზარდა. FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ საშუალო მაჩვენებელი აქციაზე 2,46 დოლარი იქნებოდა.

 

კომპანიის კვარტალური შემოსავალი 1%-ით შემცირდა და 5,93 მლრდ დოლარი შეადგინა, 6,01 მლრდ დოლარიდან ერთი წლის წინ. ანალიტიკოსთა კონსენსუსი ამ მაჩვენებელზე 5,72 მილიარდი დოლარი იყო.


 

კომპანიის შემოსავალი გაცვლითი კურსის სხვაობის გარეშე გასულ კვარტალში 5%-ით გაიზარდა.

 

ოქტომბერ-დეკემბერში McDonald's-ის გლობალური შესადარებელი გაყიდვები 12.6%-ით გაიზარდა (ბაზრის პროგნოზი - 8.8%).

 

მთელი 2022 წლის ბოლოს კომპანიის წმინდა მოგება 18%-ით შემცირდა 6,18 მილიარდ დოლარამდე, ანუ 8,33 აშშ დოლარი თითო აქციაზე. McDonald's-ის წლიური შემოსავალი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და დაახლოებით 23,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, შემოსავალი გაცვლითი კურსის სხვაობის გარეშე 6%-ით გაიზარდა.

 

კომპანიის სრული წლის შედეგები ერთჯერად გადასახადამდე 1,281 მილიარდი აშშ დოლარის, ანუ 1,44 აშშ დოლარის ოდენობის ხარჯებს მოიცავს, რაც დაკავშირებულია კომპანიის რუსეთიდან გასვლასთან.



თეგები:
McDonalds



Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up