რუსულ ბანკებში იურიდიული პირების ანგარიშებზე ჩინურ იუანში ნაშთების რეკორდული მოცულობა ფიქსირდება. მარტში კომპანიებს დოლარსა და ევროში გახსნილი ანგარიშებიდან თანხები აქტიურად გადაჰქონდათ იუანში, ასევე ახალ ანგარიშებს ხსნიდნენ უშუალოდ ჩინურ ვალუტაში. უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე ბიზნესი იძულებული გახდა, ასეთი ნაბიჯი გადაედგა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
გარდა ამისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბირჟებზე ჩინურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა. თუმცა, ეს მოცულობა მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება დოლარსა და ევროში შემდგარ გარიგებებს.