რუსულ-უკრაინული გაზის ზავი: ვინ მოიგო და ვინ წააგო?

რუსულ-უკრაინული გაზის ზავი: ვინ მოიგო და ვინ წააგო?

access_time2019-12-24 20:30:04

შეთანხმებამ გაზპრომს და ნაფტოგაზს შორის  ევროპას მორიგი გაზის ომი აარიდა. ის მოგებას მოუტანს ყველას - იმათ გარდა, ვინც გეგმავდა გაზის საკითხის გამოყენებას პოლიტიკური ინტრიგებისთვის.ვლადიმერ პუტინის და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრიდან 2 კვირის შემდეგ მოსკოვმა და კიევმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას რუსული გაზის უკრაინის ტერიტორიით ტრანზიტის თაობაზე.


ბოლო მომენტამდე არავის სჯეროდა რომ მხარეები მოახერხებდნენ კომპრომისის მიღწევას. რუსეთის ფედერაციის საბჭოში კიევს ემუქრებოდნენ გაზის ომით, ადანაშაულებდნენ უკრაინას ჯიუტობაში, უკრაინელები კი ახსენებდნენ რუსეთს, რომ წარსულში ყველა გაზის ომი რუსეთის მიერ გაზსადენის გადაკეტვით დაიწყო.პოლიტიკურის გარდა, მხარეების შორის  ბევრი შეუთანხმებელი ტექნიკური და ეკონომიკური საკითხი  იყო- მაგალითად, ტრანზიტის შეთანხმების ვადები და მოცულობა.


თანაც, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური საკითხებიც - გაზსადენის ფუნქციონირება  დიდ ხარჯებს  მოითხოვს. შესაბამისად, რაც ნაკლები გაზი გაივლის ამ მილით,მით უფრო მაღალი იქნება ტარიფი  და პირიქით.ცივილიზებულ და საქმიანი პარტნიორობის პირობებში ეს წინაამღდეგობები იქნებოდა მნიშვნელოვანი, მაგრამ არა პრინციპული. ზოგადად, ასეთი საკითხები ურთიერთდათმობების გზით წყდება.


„გაზპრომიდაინტერესებულია უკრაინული ტრანზიტის შენარჩუნებით - უკრაინული გაზსაცავები აძლევს მას ევროპაში სეზონური და დღიური მოთხოვნის ცვლილებებზე ოპერატიული რეაგირების საშუალებას. თანაც ბევრ ქვეყანას ურჩევნია მიიღოს გაზი უკვე არსებული ინფრასტრუქტურით და არა ახალი ჩრდილოეთ ნაკადი-2-ით - რომელიც  ამერიკული სანქციების გამო გაჩერებულია.თუმცა, საკითხების რაციონალურ გადაწყვეტას  ხელი ორმა ფაქტორმა  შეუშალა- პოლიტიკამ და ფსიქოლოგიამ.


„გაზპრომზე“  ზეწოლას რუსეთის ხელისუფლება ახდენდა, რომელმაც აიძულა კომპანია დაეხარჯა კოლოსალური თანხები მილსადენების მშენებლობაზე, რომლებიც მისცემდნენ მას გაზის ტრანსპორტირების საშუალებას უკრაინის გარეშე.გაზპრომს ეს პროექტები ძალიან ძვირი დაუჯდა - თავისთავად ჩრდილოეთ ნაკადი-2 მომგებიანი პროექტია, თუმცა, მის მომსახურეობას საგრძნობლად აძვირებს რუსეთის ტერიტორიაზე იამალიდან ბალტიის ზღვამდე მილსადენის მშენებლობა.


ასევე საკმაოდ ძვირია თურქულ ნაკადი - ამ პროექტით გაზის ტრანსპორტირება უფრო ძვირია, ვიდრე უკრაინის ტერიტორიით.



ჩრდილოეთ  და თურქული ნაკადების გამო კრემლს არ სურდა კიევთან გრძელვადიანი შეთანხმების დადება. მოსკოვში ფიქრობდნენ, რომ უახლოეს თვეებში ეს ორი მარშრუტი ამოქმედდება და შესაბამისად, უკრაინა არ იქნება საჭირო.რაც შეეხება ფსიქოლოგიურ პრობლემებს - ზოგადად, კრემლისთვის უცხოა მნიშვნელოვან საკითხებზე რაიმე ტიპის კომპრომისებზე წასვლა - მით უმეტეს უკრაინასთან მიმართებაში.


რუსული პროპაგანდის თანახმად, ნებისმიერ დათმობა კიევთან  რუსეთის დამცირებას და მარცხს ნიშნავს.


პოლიტიკური საკითხები გადაწყვიტეს ამერიკელებმა. მათ მიერ შემოღებული სანქციების გამო ჩრდილოეთ ნაკადი-2'-ს მშენებლობა შეწყდა მაშინ, როდესაც მის დასრულებამდე მხოლოდ 1 თვე დარჩა.შესაბამისად, ამ პროექტის ამოქმედება გაურკვეველი დროით გადაიდო. კრემლს  კი უკრაინასთან შეთანხმების გარდა სხვა გამოსავალი არ დარჩა.


კრემლი მიხვდა, რომ  კიევთან გრძელვადიანი და დიდ რაოდენობაზე გათვლილი შეთანხმების გაფორმება მოუწევს. ასევე მოსკოვი იძულებული გახდა დათანხმებოდა კიევის მოთხოვნას გაზპრომისგან 3 მლრდ. დოლარის კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით.

 

ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა ამ გაჭიანურებული დავის დასრულების გამო?

 

მოიგო ყველამ - უკრაინამ, რომელმაც მიიღო 3 მლრდ. დოლარი და 5-წლიანი კონტრაქტი წელიწადში 65 მლრდ. კუბური მეტრის გაზის ტრანზიტზე.პარადოქსია, მარგამ მოიგო გაზპრომმაც, რომელსაც უკვე არ ეჩქარება ალტერნატიული გაზსადენების ამოქმედება, რაც დიდ დამატებით დანახარჯებს მოითხოვდა.

 

ვინ წააგო? რუსეთის ბიუჯეტმა, რომელმაც ტყუილად დახარჯა უზარმაზარი თანხები ახალ გაზსადენებზე ერთადერთი მიზნით - უკრაინის დასჯისთვის. შესაძლოა, იზარალონ უცხოურმა ინვესტორებმა, რომლებმაც ჩადეს ფული ჩრდილოეთ ნაკადი-2-ს მშენებლობაში.

 

რაც მთავარია - წააგეს იმათ, ვინც წამოიწყო ანტიუკრაინული პროექტები და გამოიყენა გაზპრომი როგორც პოლიტიკური ინტრიგების ინსტრუმენტი.


Forbes.ru





„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე
access_time2020-03-29 18:30:38
პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის...

იტალია - კოლაფსის ზღვარზე

იტალია - კოლაფსის ზღვარზე
access_time2020-03-29 17:00:03
  22 მარტს იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა - დაიხურა ყველა საწარმო, დაწესებულება, და ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა. აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიტანის სამსახურები, და პირველადი აუცილებლობის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები.   1 თვის მანძილზე იტალია გადაიქცა აყვავებული ნახევარკუნძულიდან მთლიანად ჩაკეტილ ქვეყანად, კოლაფსის მდგომარეობასთან მიახლოებული...

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში
access_time2020-03-29 15:00:11
კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში ევროპული სოლიდარობა თითქმის არ ჩანს და ამ ნიშას სწრაფად ავსებენ რუსეთი და ჩინეთი -  ყველაფერთან ერთად ისინი იღებენ ამით დიდ პროპაგანდისტულ სარგებელს. ათობით ათასი დაინფიცირებული, ათასობით გარდაცვლილია, შოკისმომგვრელი ციფრები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება, კოლაფსის მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემა - ეს არის დღევანდელი იტალია, რომელსაც შექმნილ ვითარებაში გამოადგება ნებისმიერი დახმარება. და ის მას იღებს - რუსეთისგან  - 9...

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი
access_time2020-03-29 10:00:47
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ბოლო დღეებში დასავლეთზე და მათ შორის აშშ-ზე რამდენიმეჯერ ქილიკი შემომხვდა, ეფექტურად როგორ ვერ შეაჩერეს ვირუსის გავრცელებაო.ჰოდა, გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი :1. ბოლო 50 წელიწადში 15 წლით რომ მოიმატა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ და 80 წელს მიუკაკუნა, ვისი დამსახურებაა? (ამერკის პრეზიდენტობის კადიდატი დემოკრატებიდან, 77 ან 79 წლის...


მსგავსი სიახლეები

up