რუსულ ტანკებზე უფრო რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების უნდა გვეშინოდეს - გოცირიძე

რუსულ ტანკებზე უფრო რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების უნდა გვეშინოდეს - გოცირიძე

access_time2021-09-25 13:26:32

„ნამახვანის“ გაჩერება დიდი დარტყმაა ქვეყნისათვის - ტანკებზე უფრო ძლიერ რუსეთი ამ ძალას როცა უნდა მაშინ გამოიყენებს," - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტის გაუქმებას. მისი თქმით, უმწიფარი საზოგადოების ნიშანია, როცა ვერ კეთდება ის, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გოცირიძე დიდ საფრთხეს ხედავს იმაში, რომ რუსეთზე საქართველოს ენერგოდამიკიდებულება იზრდება. 

„ნამახვანი“, „ნენსკრა“, „ხუდონი“, „ხადორი“ (ეს უკანასკნელი ამათთან რა მოსატანია, მისი გარემოზე ზემოქმება ერთი დიდი წისქვილის ტოლფსია) და კიდევ ორმოცდაათზე მეტი პროექტი რომ შეჩერდა, რა თქმა უნდა, ამაში მთავრობაა დამნაშავე. სხვას ვერც ვერავის გადააბრალებს და ვერც ვერაფრით იმართლებს თავს.

რუსეთი, შავბნელი “მცველები”, რომლებმაც ჟურნალისტების დარბევაშიც მიიღეს მონაწილება, აგრესიული მღვდლები, მწვანე აქტივისტები, “ახალი ინტელიგენციის” ნაწილი, პოპულისტი პოლიტიკოსები და ასე შემდეგ, ამ პრობლემის ზედაპირული გამოვლინების ნაწილია. პრობლემის მთავარი არსი კი არაკომპეტენტური, კორუმპირებული და ძალაუფლების შენარჩუნებაზე დაგეშილი მმართველი პოლიტიკური ძალის ქმედებებში მდგომარეობს.

„ნამახვანის“ გაჩერება დიდი დარტყმაა ქვეყნისათვის. ეს პროექტი „ანაკლია 2“-ად იქცა. „ნამახვანი“ იყო ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და პოლიტიკური დატვირთვის მქონე პროექტი. ენგურის შემდეგ სიდიდით მეორე ელექტროსადგური იყო რუსეთის ენერგეტიკული მარწუხებიდან თავის დაღწევის ყველაზე დიდი საშუალება.


დღეს, რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს მთელი ქვეყანა. იმიტომ კი არა, რომ კატასტროფულად იზრდება რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი, არამედ იმიტომ, რომ „ენგურის ჰოდროელექტოსადგურში“ დენის გამომუშავება მთლიანად მათ კონტროლქვეშაა (ოკუპირებულ გალის რაიონში). ტანკებზე უფრო ძლიერ ამ ძალას რუსეთი როცა უნდა მაშინ გამოიყენებს.

უმწიფარი საზოგადოების ნიშანია, როცა ვერ კეთდება ის, რაც ქვეყნისათვის სასოციცხოდ მნიშვნელოვანია“,- წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს. როგორც ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ახსნილი, კომპანიამ ხელშეკრულება საკონტრაქტო პირობების დარღვევასა და დიდი ხნის ფორსმაჟორულ სიტუაციის გამო გაწყვიტა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up