რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე მხარეებმა 2011 წლის საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის შესახებ რუსეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი შეთანხმების შესრულების პერსპექტივებზე იმსჯელეს. პოლიტიკოსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ამ საკითხის გაჩენა მოლაპარაკებათა საკითხებში მიანიშნებს, რომ შეხვედრაზე აუცილებლად იქნებოდა განხილული აფხაზეთის რკინიგზის საკითხი. ხიდაშელისვე თქმით, საქართველოს მთავრობამ რუსულ მხარესთან ვიდეო კონფერენციის ეს ჩანაწერი აუცილებლად უნდა გაასაჯაროვოს.
"დღეს ამ შეხვედრაზე 2011 წლის შეთანხმების საკითხის გაჩენა ჩამონათვალში ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ აფხაზეთის რკინიგზაზე იყო საუბარი. ყველა თემაზე შეიძლება საუბარი, თავისთავად, ამას წინ არაფერი არ უდგას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რომ გაასაჯაროვოს საუბრის ეს ნაწილი იმიტომ, რომ ის პირდაპირ ეხება ქვეყანაში სუვერენიტეტს. არავითარი, აფხაზეთის რკინიგზაზე საუბარი არ შეიძლება შედგეს რუსულ მხარესთან მანამ, სანამ პაკეტში არ იხილება ქვეყნის დეოკუპაციის საკითხი," - ამბობს თინა ხიდაშელი.
მთავარი არხი