რუსული ავიაკომპანიების ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესების მიზნით, მოსკოვში შემოდგომიდან საქართველოს და ეგვიპტესთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.
„ეს ორი მიმართულებაა, რომელიც მთელი წლის მანძილზე ძალიან აქტიურად მუშაობს. მათი ამოქმედება რუსულ ავიაკომპანიებს დაბალ სეზონზე გარანტირებულ მგზავრთნაკადს მისცემს“ - მიიჩნევენ ასოციაციაში.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში საერთაშორისო ფრენების აღდგენის ფორმატები აქტიურად განიხილება. სხვა ქვეყნებთან საავიაციო მიმოსვლის განახლების სარეკომენდაციო თარიღია 15 ივლისი .ამ დღეს განახლდება ფრენები დსთ-ს 8 ქვეყნის დედაქალაქთან.შემდეგ, სავარაუდოდ 1 აგვისტოდან გაიხსნება ავიამიმოსვლა კიდევ 7 ქვეყანასთან.
ფრენები საქართველოს და რუსეთს შორის 2019 წლის ივლისში რუსული მხარის ინიციატივით , გავრილოვის ინციდენტის შემდეგ შეწყდა.რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შეფასებით, რუსული ავიაკომპანიების ზარალმა ამის გამო რამდენიმე მილიარდი რუბლი შეადგინა.
წყარო: Ekhokavkaza.com
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ