რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სპეცოპერაციის ფონზე საერთაშორისო ინვესტორებმა შესაძლოა, რუსულ აქტივებში 170 მლრდ დოლარი დაკარგონ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Financial Times ავრცელებს.
ასეთ აქტივებს ფლობს მსხვილი ინვესტორების დიდი ჯგუფი რუსეთში დაწყებული საპენსიო ჰეჯ-ფონდებიდან და სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებით დამთავრებული.
როგორც ცნობილია, 2 მარტს ლონდონის საფონდო ბირჯაზე რუსული კომპანიების აქციები ისტორიულ მინიმუმზე ივაჭრებოდა იმ საერთაშორისო სანქციების ფონზე, რომელიც მას დაუწესეს უკრაინაში შეჭრის გამო. მომდევნო დღეს კი ლონდონის საფონდო ბირჟამ 27 რუსული კომპანია ამოიღო ვაჭრობიდან, მათ შორის იყო - En+ Group, (ფლობს საკონტროლო პაკეტს კომპანიაში "Русал"), Сбербанк, Газпром, "Лукойл" და "Полюс".
კომპანია TD Securities-ის განვითარებადი ბაზრების პორტფელური სტრატეგიების განყოფილების ხელმძღვანელის კრისტიან მაჯიოს თქმით, „თუ ვინმეს დარჩა რუსული აქტივები, ისინი მას ან ძალიან იაფად ყიდიან და თუ ამას ვერ ახერხებენ აქტივებს სრულად ჩამოწერენ. დღეისათვის აქტივების მფლობელმა სულ ცოტა 26 კომპანიამ, რომელთა შორის არიან JP Morgan Chase, BlackRock, Amundi, UBS, BNP Paribas, გაყინეს საკუთარი აქტივები რუსეთში და არ მისცეს თანამფლობელებს 4 მლრდ-ის აქტივები გაეტანათ. მოსალოდნელია, რომ მათ ნაბიჯს მიჰყვებიან სხვებიც.
გამოცემის ცნობით, უცხოელი ინვესტორების აქტივები რუსულ აქციებში 2021 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 86 მლრდ დოლარს. უცხოელი ინევსტორები ასევე ფლობენ რუსეთის დოლარის ვალს 20 მლრდ-ის ოდენობით და სუვერენულ ობლიგაციებს, ნომინირებულს რუბლებში, რომელთა მოცულობა 41 მლრდ დოლარს აღწევს. ამავდროულად, JP Morgan 21 მლრდ-ად აფასებს კორპორტიულ ვალის ვალდებულებებს.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"