რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)

access_time2019-09-14 22:13:14

რუსთავში “კარფურის“ მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.ინფო რუსთავი-ს ინფორმაციით, პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს.


ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ, სავაჭრო ცენტრი 12 000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც შპს რუსთავის მოლი აითვისებს 16 000 მ2.



ობიექტი ერთასრთულია, მას ექნება მიწისქვეშა პარკინგი სადაც ავტომობილები შარტავას გამზირიდან შევლენ. -1 სართულიდან მომხმარებლები პირველ სართულზე ესკალატორით ავლენ. სავაჭრო ცენტრის სიმაღლე მიწიდან 8 მეტრი იქნება.


ამ ეტაპზე ცნობილოია რომ შენობაში კარფური და რამდენიმე ცნობილი ბრენდი განთავსდება, იქნება კაფე-ბარები და გასართობი სივრცეები.


ეს იქნება ბოლო პერიოდის ერთერთი დიდი ინვესტიცია რუსთავში. კომპანია დაახლოებით 8 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობაზე დაახლოებით 100 ადამიანი დასაქმდება, ხოლო მის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი მაღაზიებში დაახლოებით 200 ადამიანი იმუშავებს.



ბაზრის შესწავლის შედეგად გადაწყვიტეს რომ ასეთი ტიპის ობიექტის მშენებლობას რუსთავში პერსპექტივა ექნება. ზოგადად ქალაქი განვითარების გზაზეა, მოიმატა მოსახლეობის რაოდენობამ და ასევე ეკონომიური მდგომარეობაც სტაბილურია, - განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას რუსთავის მერის მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ.


არსებული ინფორმაციით სავაჭრო ცენტრის მშენებლობა მისი დაწყებიდან სავარაუდოდ 1 წელში უნდა დასრულდეს.






ინფორუსთავი





რატომ არის StopCov ფონდი გაუმჭვირვალე, რაში ხარჯავთ ჩარიცხული თანხას? - გოცირიძე გახარიას

რატომ არის  StopCov ფონდი გაუმჭვირვალე, რაში ხარჯავთ  ჩარიცხული თანხას? - გოცირიძე გახარიას
access_time2020-05-27 16:20:02
„დაასახელეთ მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც გარდა საქართველოსი, რომელმაც კორონავირუსის პანდების პერიოდში საკუთარ მოქალაქეებს არ გაუწია არც ერთი თეთრი ფულადი დახმარება“ - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ. ოპოზიციონერმა დაპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება  StopCov ფონდში ჩარიცხული თანხაზე გაამახვილა. „ბ.ნ პრემიერო დაასახელეთ...

აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას უზარმაზარი ზარალი მიაყენა- ჭაბერაშვილი გახარიას

აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც  ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას უზარმაზარი ზარალი მიაყენა-  ჭაბერაშვილი გახარიას
access_time2020-05-27 15:50:33
„აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც პანდემიამდე უზარმაზარი ზარალი მიაყენა  ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ოპოზიციონერმა დაპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილ პრობლემებზე გაამახვილა. „ბ.ნ გიორგი, თქვენ თქვენი დროის უდიდესი ნაწილი დაუთმეთ იმაზე საუბარს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას
access_time2020-05-27 15:00:56
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშრიებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: `ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგების ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების...

რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს

რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს
access_time2020-05-27 15:00:24
„რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ. ამასთან მმართველი გუნდის წევრმა საქართველოს პრემიერს ჰკითხა როგორ დაიხარჯება StopCov ფონდში ჩარიცხული თანხა. „რატომ ვერ მოხერხდა რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი...

ვაკის საცურაო აუზი 6 ივლისს გაიხსნება

ვაკის საცურაო აუზი  6 ივლისს გაიხსნება
access_time2020-05-27 15:30:39
„ვაკის საცურაო აუზი” და მასში შემავალი სხვა სერვისები  6 ივლისიდან იხსნება“-ამის შესახებ „კომერსანტს“  საცურაო აუზის ადმინისტრაციაში განუხადეს.„მოგეხსენებათ,საერთო მსოფლიო პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. დაწესებულმა შეზღუდვებმა კი ყველა კომპანია თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ბიზნესი ჩვეულ სამუშაო პროცესს უბრუნდება. შეიცვალა,  “ვაკის საცურაო...


მსგავსი სიახლეები

up