რუსთავში, ისტორიული ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო

რუსთავში, ისტორიული ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო

access_time2019-11-06 22:30:02

რუსთავში, ისტორიული ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, სამუშაოებს შპს ,,ტაო-ტბელი“ შეასრულებს. პროექტს კი ,,ქართუ ფონდი“ აფინანსებს.

 

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ისტორიულ ციხეზე დაწყებული სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეცნო. ქალაქის მერი რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ნაზი პაჭიკაშვილსა და ადგილზე მომუშავე რესტავრატორებს გაესაუბრა. ირაკლი ტაბაღუამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

 

როგორც რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო პროექტის შეიმუშავებით, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა ,,ციხე-ქალაქ რუსთავის არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაციისა და მართვის“ გეგმა შეიმუშავა და წარადგინა.

 


,,რესტავრაციისათვის პირველ ეტაპზე შერჩეულია სამი ლოკაცია. პროექტისათვის 120 ათასი ლარი, ფონდმა ,,ქართუმ“ გამოყო. მე ვფიქრობ, ეს ისტორიული რუსთავის ციხის აღდგენის დასაწყისია და დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მივა დაწყებული საქმე“, - განცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

 

პროექტის მიხედვით, საწყის ეტაპზე მოხდება ციხის ყველაზე დაზიანებული - ჩრდილოეთ ზღუდის გამაგრება, კონსერვაცია-რეაბილიტაცია. სამუშაობში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს რუსთავის ისტორიული მუზეუმი.

 

,, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე დაიწყება ყველაზე მეტად დაზიანებული ციხის ჩრდილოეთ ზღუდის კონსერვაცია-გამაგრება. ეს მონაკეთი ჩამოშლის ზღვარზეა და სწორედ ამიტომ ვიწყებთ აქედან. უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავის ციხე-სიმაგრე, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის, ყველაზე გამაგრებული ნაწილია და მისი თითოეული მონაკვეთი, ძალზედ მნიშვნელოვანი ისტორიის შემცველია, შესაბამისად მისი კონსერვაცია-რეაბილიტაცია სასარგებლო და აუცილებელი საქმეა. იგი კარგად წარმოაჩენს შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის აღნაგობას, სტუქტურას და ზოგადად შუა საუკუნეების ციხეზე ბევრ ინფორმაციას გასცემს, როგორც ადგილობრივი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, - განაცხადა რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ნაზი პაჭიკაშვილმა.





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up