რუსთავში ღვარცოფსაწინააღმდეგო სანიაღვრე არხები გაკეთდება

რუსთავში ღვარცოფსაწინააღმდეგო სანიაღვრე არხები გაკეთდება

access_time2019-11-07 12:03:31

ქალაქ რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან, ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების დაცვის მიზნით, ქალაქ რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები მიმდინარეობს.


წლების განმავლობაში ქალაქ რუსთავის ტერიტორია, კერძოდ ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძის და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია, მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით იტბორებოდა. არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მიმდებარედ იაღლუჯის მთის ფერდობის ძირში მოეწყობა სანიაღვრე არხი, რომელიც უზრუნველყოფს წვიმის შედეგად მოსული ნალექის გატარებას და ქალაქ რუსთავის დაცვას დატბორვისგან. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 466 145 ლარია.


ამ ეტაპზე, სანიაღვრე არხის მოსაწობად ქვაბულის ამოღება და რკინა-ბეტონის არხის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი 2019 წლის ზაფხულში დაიწყო და 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.


„კომერსანტი“

თეგები:
რუსთავი



ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები
access_time2020-05-28 12:45:55
საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით დაუსუბსიდირებს სესხის 4%-ს. ამის შესახებ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი...

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში  დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-28 12:12:08
მთავრობა მოქალაქეებს, ბინის შეძენის მსურველებს  იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. საუბარია, ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  რამდენიმე წუთის წინ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.  „ეს ნიშანვს იმას, რომ შეიქმნება რეალური მოთხოვნა სამშენებლო ბაზარზე. 5 წლის განმავლობაში  ჩვენ მივეხმარებით ...

რატომღაც გვგონია, რომ მთელი მსოფლიოს დიდი კომპანიები უნდა შეიკრიბონ და გამოვარდნენ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად - ბიზნესი ტრამპის მესიჯებს აფასებს

რატომღაც გვგონია, რომ მთელი მსოფლიოს დიდი  კომპანიები უნდა შეიკრიბონ და გამოვარდნენ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად - ბიზნესი ტრამპის მესიჯებს აფასებს
access_time2020-05-28 10:00:28
„ჩვენი ამბიციები გაცილებით დიდია,  ვიდრე ჩვენი ეკონომიკის ზომა.  რატომღაც გვგონია, რომ მთელი მსოფლიოს დიდი  კომპანიები უნდა შეიკრიბონ და გამოვარდნენ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად.  თითებზე ჩამოსათვლელია სერიოზული კომპანიების რიცხვი, ვინც  საქართველოში უკვე შემოვიდა. იმიტომ, რომ არ ვართ საინტერესო მათთვის - ვართ პატარა შესაძლებლობების, პატარა ქვეყანა , ენერგიის წყარო არ გაგვაჩნია. ერთადერთი, რაც შევძელით იყო ის, რომ დიდ...

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „იბერმითი“ „ქართული ხორცის კომპანიამ“ შეიძინა

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „იბერმითი“   „ქართული ხორცის კომპანიამ“  შეიძინა
access_time2020-05-28 10:50:23
ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია „იბერმითს“   ახალი მფლობელი ჰყავს. საუბარია, „ქართული ხორცის კომპანიაზე“. როგორც ცნობილია, კომპანიას ფინანსური პრობლემები 2016  წელს შეექმნა, რის გამოც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „იბერმით ჰოლდინგის“ ქონება აუქციონზეც გაიტანა. თუმცა, შემდეგ აუქციონი იმ პირობით გაუქმდა, რომ კომპანია დაგროვილი ვალების ეტაპობრივად გადახდას შეძლებდა. საბოლოოდ, ნატახტრის ქარხანა ბანკების ხელში აღმოჩნდა. გასული წლის ნოემბერში კი ობიექტი...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-05-27 18:00:17
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...


მსგავსი სიახლეები

up