რუსთავში ღია საგამოფენო სივრცის მოსაწყობად 334 439 ლარი დაიხარჯება

რუსთავში ღია საგამოფენო სივრცის მოსაწყობად 334 439 ლარი დაიხარჯება

access_time2022-05-15 11:30:51

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთავში, ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, ღია საგამოფენო სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის დეტალებს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

„დღეს ახალი პროექტის განხორციელება დავიწყეთ და ძალიან მალე, რუსთაველი ხელოვანი ადამიანებისთვის თანამედროვე ღია საგამოფენო სივრცე შეიქმნება, სადაც ისინი საკუთარი ნამუშევრების წარმოდგენას შეძლებენ. რა თქმა უნდა, ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განვითარება ისევ პრიორიტეტად რჩება. მე მიხარია, რომ ეს პროექტი უფრო მეტი სახელოვნებო მიმართულებით იქნება დატვირთული“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რეკრეაციულ ზონაში საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, სარწყავი სისტემა, გარე განათება, დასასვენებელი სკამები მოეწყობა. საგამოფენო სივრცეში მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და ტენტით გადახურული საგამოფენო სტენდები დამონტაჟდება. სკვერის ტერიტორიაზე უფასო ინტერნეტი იქნება, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით კი ვიდეო კამერები დამონტაჟდება.


„ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი სკვერი შეემატება. ეს იქნება საგამოფენო სკვერი, სადაც სპეციალური სტენდები განთავსდება, საკმაოდ მაღალი ხარისხის ფილაქანი მოეწყობა. ტერიტორია გაზონებით გამწვანებული იქნება, სარწყავი სისტემა დამონტაჟდება, სკვერში დასასვენებელი სკამები და ინტერნეტი იქნება,“ - განაცხადა რუსთავის მთავარმა არქიტექტორმა, კობა ძლიერიშვილმა.

საგამოფენო სივრცისა და სკვერის მოწყობის სამუშაოებს შპს „სამება“ ახორციელებს.

„პროექტის ღირებულება 334 439 ლარს შეადგენს, სამუშაოების დასრულების ვადა 120 კალენდარული დღეა. ძირითადი აქცენტი თანამედროვე საგამოფენო სივრცის მოწყობაზე გაკეთდება, სადაც ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები გამოიფინება“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up