რუსთავის მეტალურგიული ქარხნის იანვარში დახურვის გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული  - სამი მოთხოვნა მთავრობას

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის იანვარში დახურვის გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული - სამი მოთხოვნა მთავრობას

access_time2018-12-07 15:55:00

გუშინ კომერსანტი წერდა, რომ  რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შპს რუსთავის ფოლადი უახლოეს დღეებში ერთ ღუმელს აჩერებს და იანვარში მეორეს გაჩერდებას გეგმავს. (რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ღუმელს აჩერებს - რომან კაკულია მოვუწოდებს ეკონომიკის სამინისტროს, რაც შეიძლება მალე წარადგინონ ანტიდემპინგური კანონპროექტი). მიზეზი ირანიდან შემოსული დემპინგური არმატურაა და ზოგადად დემპინგის პრობლემაა, რაზეც  ქარხნის ხელმძღვანელობა რამდენიმე თვეა საუბრობს და უშედეგოდ ცდილობს მთავრობის ყურადრების მიქცევას. სწორდე ხელისუფლების მხრიდან საკითხის მოგვარების გაჭიანურება შეიძლება გახდეს  2000 ადამიანისთვის სამსახურის დაკარგვის და შესაბამისად, უმუშევრად დარჩენის მიზეზიც.


 ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს რუსთავის მეტალურგიულმა ქარხნამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც  კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:


ვეხმაურებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და ვაცხადებთ, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის იანვარში დახურვის გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ამჟამად მიმდინარეობს საწარმო სიმძლავრეების ეტაპობრივი შემცირება, ირანიდან შემოსული დაბალხარისხიანი დემპინგური პროდუქციის გამო. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს სამუშაო ადგილები. შემდგომ გადაწყვეტილებას კომპანია მიიღებს 2019 წლის იანვარში და ის დამოკიდებულია მთავრობის მიერ მიღებულ ზომებზე.



ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია საჯაროდ, რომ ბოლო თვეებში საქართველოს ფოლადის ბაზარზე შეიქმნა მძიმე მდგომარეობა, რადგან არ იყო მიღებული ზომები დემპინგური იმპორტის შესაჩერებლად. ეს სამწუხარო ტენდენცია კვლავ გრძელდება, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს.



ფოლადის ადგილობრივი მწარმოებლები, სხვა ქვეყნების მწარმოებლებთან შედარებით, ჩაყენებული არიან არათანაბარ საბაზრო პირობებში. ჩვენ ვითხოვთ მთავრობის შემდეგ მოქმედებებს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად:


  1. შეჩერდეს ირანიდან დემპინგური პროდუქციის იმპორტი;



2. აღდგეს ფოლადის ბაზარზე სიმეტრიული სავაჭრო პირობები სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან - შეგახსენებთ, რომ ჩვენ საექსპორტო პროდუქციას სხვადასხვა სატარიფო და არასატარიფო შეზღუდვები ექმნება აზერბაიჯანში, უკრაინაში, ირანში, თურქეთში, აშშ-ში, მაშინ როცა ამ ქვეყნებიდან ფოლადის პროდუქცია საქართველოში შეუფერხებლად შემოდის;



3. შეჩერდეს ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფების დაგეგმილი ზრდა - პარლამენტში აჩქარებული წესით განიხილება შესაბამისი კანონი.


როგორც ექსპორტზე ორიენტირებული კონკურენტული წარმოება, ჩვენ ვემხრობით თავისუფალ ვაჭრობას. ჩვენ მხოლოდ ვითხოვთ თავისუფალი ვაჭრობის სიმეტრიული წესების დაცვას.






ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა - ვინ იქნება შემდეგი

ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა - ვინ იქნება შემდეგი
access_time2019-02-22 12:06:38
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  „რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა... ქართული ოცნება ასცდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა,- განაცხადა ეკა ბესელიამ.“ აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა...

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
access_time2019-02-21 21:18:42
ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. “ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. "ოცნებამ" დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში...

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე
access_time2019-02-21 18:15:19
საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის...

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე
access_time2019-02-21 18:55:45
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კონფლიქტი ამოწურულია, „თიბისი ბანკმა“ უნდა გადაიხადოს ჯარიმა და ეს თემა არის დახურული. როგორც კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია,...

შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში

 შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში
access_time2019-02-22 11:00:28
ევროპაში და ამერიკაში დანერგილმა „კრაფტ ბურგერის“ კულტურამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც შემოაღწია და დღეს ჩვენ ქვეყანაში  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.   „კრაფტ ბურგერის“ სეგმენტში რომელი საბურგერეა დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი? — ამ თემაზე „კომერსანტმა“ გამოკითხვა ჩაატარა....


მსგავსი სიახლეები

up