რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ღუმელს აჩერებს - რომან კაკულია მოვუწოდებს ეკონომიკის სამინისტროს, რაც შეიძლება მალე წარადგინონ ანტიდემპინგური კანონპროექტი

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ღუმელს აჩერებს - რომან კაკულია მოვუწოდებს ეკონომიკის სამინისტროს, რაც შეიძლება მალე წარადგინონ ანტიდემპინგური კანონპროექტი

access_time2018-12-06 18:00:00


კომერსანტის ინფორმაციით,  რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შპს რუსთავის ფოლადი უახლოეს დღეებში ერთ ღუმელს აჩერებს და იანვარში მეორეს გაჩერდებას გეგმავს. მიზეზი ირანიდან შემოსული დემპინგური არმატურაა და ზოგადად დემპინგის პრობლემაა, რაზეც  ქარხნის ხელმძღვანელობა რამდენიმე თვეა საუბრობს და უშედეგოდ ცდილობს მთავრობის ყურადრების მიქცევას. სწორდე ხელისუფლების მხრიდან საკითხის მოგვარების გაჭიანურება შეიძლება გახდეს  2000 ადამიანისთვის სამსახურის დაკარგვის და შესაბამისად, უმუშევრად დარჩენის მიზეზიც.



ინფორმაციის გადამოწმების მიზნით კომერსანტი მეტალურგიული ქარხნის ადვოკატს დავით ებრალიძეს დაუკავშირდა, რომელიც ადასტურებს, რომ რუსთავის ფოლადი ერთ ღუმელს ნამდვილად აჩერებს, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალურ საფუძვლად ტექნიკური მიზეზად ასახელებს.



ადვოკატი დემპინგის პრობლემის აქტუალობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს: 



„ძირითადი პრობლემა, რომელიც მეტალურგიას აწუხებს არის ქვეყანაში დემპინგური ფასებით ირანული არმატურის შემოდინება, რაც უფრო და უფრო სერიოზულ მასშტაბებს იღებს და, შესაბამისად, სერიოზული გამოწვევაა ადგილობრივი წარმოებისთვის. ეს ნიშნავს, რომ იმპორტული პროდუქტი შემოდის თვითღირებულებაზე დაბალი ფასით და არასამართლიან კონკურენციას უწევს ადგილობრივ პროდუქციას. აქ ასევე საგულისხმოა, რომ გარდა დემპინგური ფასისა ირანული პროდუქცია უხარისხოა და ამის კონტროლი დღემდე ვერ მოხერხდა.


ამ თემაზე დიდი ხანია მიდის საუბარი საკანონმდებო ორგანოში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ისინი თავის მხრივ ამუშავებენ რეგულაციებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შედეგები დროულად იყოს მირებული. ძველი ანტიდემპინგური კანონმდებლობა გადამუშავებას საჭიროებს, ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ახალ ვარიანტს დეკემბერში წარადგენდა. ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ამ პროცესში,“-განაცხადა დავით ებრალიძემ.



აღსანიშნავია ,რომ წლის დასაწყისში რუსთავის ფოლადმა გაზარდა წარმოების მოცულობა და გეგმავდა მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, რომელიც ინდუსტრიაში შექმნიდა დამატებით სამუშაო ადგილებს, მაგრამ ეს პროექტი შექმნილი მდგომარეობის გამო  გაურკვეველი ვადით შეჩერდა.




მიმდინარე წელს რუსთავის ფოლადის მდგომარეობა დემპინგური ფასებით იმპორტის გარდა, აშშ-ს მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტის შეზღუდვებითაც დამძმდა ერთი მხრივ, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ შეაჩერა ამერიკაში უნაკერო მილების მიწოდება, რადგანაც იმპორტის გადასახადის გათვალისწინებით ეს აღარ უღირდა, მეორე მხრივ კი ქართულ ბაზარზე გააქტიურდა ირანული პროდუქცია.



მთელი წლის განმავლობაში რუსთავის ფოლადი არსებული პრობლემების შესახებ ღიად საუბრობდა და შესაბამის უწყებებს რეაგირებას სთხოვდა, თუმცა პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.



კომერსანტისთვის, ასევე ცნობილი გახდა, რომ ხვალ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკკური პოლიტიკის  კომიტეტი რუსთავის მეტალურგიის პრობლემებს განიხილავს. კომიტეტმა გასულ თვეშიც მოისმინა რუსთავის მეტალურგიული ქარხსნის ხელმძღვანელისგან არსებული პრობლემების შესახებ. 


როგორც კომერსანტთა კომიტეტის ხელმძღვანელი, რომან კაკულია განმარტავს, ხვალინდელი განხილვა ეხება 2019 წლის 15 იანვრიდან ირანული არმატურის შეზღუდვის საკითხს.



„სიგნალი იმის თაობაზე, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მძიმე მდგომარეობაშია, უკვე მივიღეთ. მასინვე ჩავერთეთ ამ საქმეში და ხვალინდელი კომიტეტის შემდეგ უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება. მთავრობის მხრიდან 15 იანვარი დასახელდა თარიღად, როცა  ამ ტიპის არმატურის იმპორტის აკრძალვა შესაძლებელი იქნება, თუმცა შეიძლება ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობის არმატურა შემოვიდეს ქვეყანაში და შემდეგ ამ აკრაძალვას აზრი საერთოდ აღარც კი ჰქონდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქმის კურსში ვიყოთ ამის შესახებ, ასევე აქვს თუ არა ქარხანას რესურსი, რომ შეზღუდვის ამოქმედებამდე გაუმკლავდეს პრობლემებს.


რაც შეეხება წინა განხილვას, ორი შედეგი მოიტანა: ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს დაპირება , რომ წარმოდგენილი იქნებოდა ანტიდემპინგური კანონი და მეორე  შეიცვალა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კანონის ამოქმედების თარიღი,„ 
განაცხადა რომან კაკულიამ.



რომან კაკულიას თქმით, აუცილებელია ანტიდემპინგური კანონის მიღება და ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს.



„მე პირადად ვაპირებდი ანტიდემპინგური კანონპროექტის ინიცირებას და ვთვლი, რომ მისი მიღება საჭიროა, თუმცა მივიღე ეკონომიკის სამინისტროსგან სიტყვიერი თანხმობა, რომ ისინი გააკეთებენ ინიცირებას. ამიტომ მოლოდინის რეჟიმში ვარ. ხვალინდელ შეხვედრაზე ამ საკითხსაც შევახსენებ და მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე წარმოადგინონ ეს კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მე თვითინ გავხდე ინიციატორი. კანონის დეტალებზე შეიძება ვიმსჯელოთ, თუმცა მისი ამოქმედების წესები ჩვენი მოსაგონი არაა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერაა დადგენილი. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამას ჰქვია პასიური კანონი და მისი მიღება არ ნიშნავს იმას, რომ მყისიერად რომელიმე ინვესტორის გასვლას გამოიწვევს ქვეყნიდან,“- განმარტავს რომან კაკულია.



შეგახსენებთ,რომ ანტიდემპინგური კანონი ჯერ კიდევ 2014 წელს შემუშავდა ,თუმცა დღემდე არ დამტკიცებულა.



მარიამ ტიტვინიძე







ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს

ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს
access_time2018-12-10 20:00:36
ფონდი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომესანტი უცვლელად გთვაზობთ:  ფონდი ქართუსა და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის...

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა
access_time2018-12-10 14:55:46
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება. რაც...

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება
access_time2018-12-10 17:00:00
საქართველოში მთის კურორტების მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება, რადგან ამ პერიოდში საფასო პოლიტიკა შედარებით მაღალია და მომსახურება უფრო მრავალფეროვანი.   „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს ახალი წლის გატარება, საქართველოს მთის კურორტების...

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ
access_time2018-12-10 16:00:00
სარეალიზაციო წერტილებში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურის ფასის მატებას ეკონომიკურ საკითხებს უკავშირებს და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ გააძვირა ფქვილი და შესაბამისად პური. „ფქვილის ფასის ზრდიდან გამომდინარე იძულებული ვიყავით გაგვეზარდა პურის...

ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას

 ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას
access_time2018-12-10 15:00:09
დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს და ხვალ ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის „თი-ბი-სი ბანკის და „ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. „ეს...


მსგავსი სიახლეები

up