რუსთავის მერი მოქალაქეებს: არ გადაიხადონ თვითნებურად გაზრდილი მგზავრობის საფასური

რუსთავის მერი მოქალაქეებს: არ გადაიხადონ თვითნებურად გაზრდილი მგზავრობის საფასური

access_time2019-01-05 20:59:58

რუსთავის მერია მგზავრებს მოუწოდებს, არ გადაიხადონ რუსთავი-თბილისის მიმართულებით "მძღოლების მიერ თვითნებურად გაზრდილი ტარიფი". ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავის მერიამ გაავრცელა. მერიის ცნობით, უწყება აქტიურად მუშაობს ქალაქში ალტერნატიული ტრანსპორტის შეყვანის საკითხზე. 

საუბარია M3 კატეგორიის ტრანსპორტზე, კერძოდ ავტობუსებზე, რომელიც თბილისის მიმართულებით მგზავრებს დაბალ ფასად გადაიყვანს. ამასთან დაკავშირებით რუსთავის მერიამ ნოემბერში თბილისის მერიამ უკვე მიმართა. 

"პროცესში ჩართულები არიან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საკითხთან დაკავშირებით სამი სამუშაო შეხვედრა უკვე გავმართეთ თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურებთან, შეხვედრა გვქონდა ასევე იმ კომპანიასთან, რომელიც კვლევას აწარმოებს ტრანსპორტის კუთხით თბილისში. ბოლო შეხვედრა გვქონდა გუშინ, სადაც სავარაუდო სამარშრუტო პუნქტი განისაზღვრა, რომელიც ოფიციალურად წარგვედგინება რუსთავს და შესაძლებლობა გვექნება გამოვაცხადოთ კონკურსი და M3 კატეგორიის დანიშვნაზე გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები”, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერის თქმით, მგზავრობის საფასური მძღოლებმა 1 ლარი და 50 თეთრიდან 2 ლარამდე, თვითნებურად გაზარდეს, ამით კი ტარიფის განსაზღვრაზე, რუსთავის საკრებულოს შესაბამისი დადგენილება დაარღვიეს. ქალაქის მერის განცხადებით, მგზავრობის ოფიციალური საფასური რუსთავი-თბილისის მარშრუტზე საკრებულოს მიერაა დადგენილი და ის 1,50 ლარია.

"ტარიფის გაზრდაზე როდესაც ჩვენთან ინფორმაცია შემოვიდა, შესაბამისმა სამსახურმა ჩაატარა მონიტორინგი და თითოეულ ლოტზე, სადაც მოხდა მგზავრობის საფასურის გაზრდა, გატარდა შესაბამისი სანქციები. გარდა ამისა, ამ კომპანიასთან დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც განსაზღვრავდა რეალურ ტარიფს. მოსახლეობა არ არის წინააღმდეგი, რომ რეალური და გამჭვირვალე ტარიფი დაიდოს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვსურს კომპანიის გაკოტრება, როგორც ისინი აცხადებენ, თითქოსდა ფასების გაზრდა გამოწვეულია აქედან. მე ვფიქრობ, რომ თუ არ დაიდო შესაბამისი დასკვნა და სპეციალისტებმა არ განსაზღვრეს ტარიფი, ასე თვითნებურად ფასების მატება, ეს არ არის სწორი მიმართულება“, - განაცხადა რუსთავის მერმა.


ირაკლი ტაბაღუა მგზავრებს მოუწოდებს, არ გადაიხადონ თვითნებურად გაზრდილი ტარიფი.

"მგზავრების მიერ ზედმეტი თანხის გადახდა, შეიძლება ეს შევადარო იმას, როდესაც გარკვეულ ავტოსადგომებზე მომსახურე პირებს მანქანის დაყენების დროს გარკვეულ თანხას, ანაზღაურებას ავტომობილების მძღოლები საჩუქრად აძლევენ, ფაქტობრივად ამ შემთხვევაშიც ასე გამოდის ", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავსა და თბილისს შორის მიკროავტობუსით მიმოსვლა 50 თეთრით 29 დეკემბერს გაძვირდა და 2 ლარი გახდა. რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანმა შპს ,,ინტერ ტრანსმა“ განაცხადა, მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მძღოლებმა მიიღეს. მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, რუსთავი- თბილისის ხაზებზე დასაქმებული მიკროავტობუსების მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

imedinews 

თეგები:
რუსთავი



პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური...

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს  აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“
access_time2019-12-10 18:10:54
„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე“ - ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ნამდვილად არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე. ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 ფისკალური წლის მონაცემები. სურათი კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე  1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-10 14:10:15
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 14:00 საათისთვის ლარი 2,8800 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9  დეკემბრის  დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2606 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,8600...


მსგავსი სიახლეები

up