„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულმა 56-მა თანამშრომელმა დახმარებისთვის აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა

„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულმა 56-მა თანამშრომელმა დახმარებისთვის აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა

access_time2020-02-19 22:45:59

„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულმა 56-მა თანამშრომელმა დახმარებისთვის აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა, რადგან ს.ს აზოტი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანამშრომლების სარჩელთან დაკავშირებით, არ ასრულებს, – ამის შესახებ  ს.ს აზოტიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესების დამცველმა, თამარ სურმავამ განაცხადა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, „რუსთავი აზოტს“ 2017 წლის იანვარში გათავისუფლებული 56 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და მათთვის იძულებით განაცდური შრომითი ანაზღაურების სრული ოდენობით დაუყოვნებლივ გადახდა დაეკისრა.

როგორც მოსარჩელეების ინტერესების დამცველი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ს.ს აზოტი დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს. ამიტომ ამჯერად საქმეში აღსრულების ბიურო ჩაერთო.

გაერთიანებული პროფკავშირების იურისტის, თამარ სურმავას განმარტებით, ყოფილი თანამშრომლებისთვის დავალიანებამ უკვე მილიონნახევარ ლარს მიაღწია.

2017 წლის იანვარში ს.ს აზოტიდან 350 თანამშრომელი გაათავისუფლეს, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. საბოლოოდ, სასამართლოში სარჩელი 56-მა თანამშრომელმა შეიტანა. საქმემ სამი წლის მანძილზე სასამართლოს ყველა ინსტანცია მოიარა. უზენაესმა სასამართლომ კი სარჩელი დააკმაყოფილა.


ს.ს. აზოტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

 

1tv.ge





ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს
access_time2020-04-04 16:25:37
...

15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
access_time2020-04-04 20:00:09
მსოფლიოში 15 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიაა. მათგან 12 კორონავირუსის პანდემიის პასუხად საჯარო ღვთისმსახურებებს ერისკაცთა გარეშე, დახურულ კარს მიღმა აღასრულებს. 1-ის, სერბეთის ეკლესიის პოზიცია ბუნდოვანია - მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი ეპისკოპოსის, მილუტინის წესის აგებას მრევლი არ ესწრებოდა. 2-ის - საქართველოსა და პოლონეთის ეკლესიები ერისკაცებისთვის ღვთისმსახურებებს არ ხურავენ და არც ზიარების წესს ცვლიან. ხსენებული პრევენციული ზომით პანდემიის...

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-04-04 12:58:05
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს...

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა
access_time2020-04-04 12:20:41
  ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და შედეგად, მიიღო ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული...

The Telegraph: სამხრეთ იტალიაში მაფიის შემოსავლები იზრდება

The Telegraph: სამხრეთ იტალიაში მაფიის შემოსავლები იზრდება
access_time2020-04-04 18:00:29
იტალიური მაფიის შემოსავლები ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე გაიზრდება. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები აქტიურად იყენებენ ახალ შესაძლებლობებს თავიანთი ბიზნესისთვის და ასევე ახდენენ ნარკოტიკების გასაღების ქსელის ადაპტირებას შექმნილ ვითარებასთან. ეპიდემიასთან ერთად გაიზარდა მაფიის მიერ კონტროლირებადი სფეროების რაოდენობა - განაცხადა მწერალმა რობეტო სავიანომ, რომელიც ცნობილია მთელი მსოფლიოსთვის, როგორც   ბესტსელერის „გომორა“-ს ავტორი. წიგნი, შემდეგ კი სერიალი...


მსგავსი სიახლეები

up