"რუსთავი 2" თანაინვესტირების ფონდს პასუხობს

access_time2019-04-18 14:42:35

"რუსთავი 2"–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე თანაინვესტირების ფონდს Facebook–ის საკუთარ გვერდზე პასუხობს. იგი ფონდის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც წერია, რომ "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე დაშავებული მუშების შესახებ "რუსთავი 2"–ის საინფორმაციო პროგრამა "კურიერში" გასული სიუჟეტი არაერთ მცდარ ინფორმაციას შეიცავს.


"ტყუილი 1 ციტატა განცხადებიდან: "რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ობიექტზე შესვლა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დახმარებით შეძლეს, რაც ტყუილია", - ის რომ შრომის ინსპექციის თანამშრომლების დაშვება არ ხდებოდა ადგილზე, დგინდება შესაბამისი ვიდეოჩანაწერით, რომელიც გადაიცა 16 აპრილს "კურიერში 9 საათზე".


ტყუილი 2 - ციტატა განცხადებიდან: "სიუჟეტში ნახსენებია, რომ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია "ჯითიდიეფ სოლუშენს", რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. უკანა ფასადის ლესვით სამუშაოებს, სადაც მოხდა ინციდენტი, ახორციელებდა "შპს ენერჯი პლიუსი", შპს "თბილისი სითი"-ს დაკვეთით." - ის რომ სამუშაოებს ახორციელებს "ჯითიდიეს სოლუშენი", დგინდება სამშენებლო ობიექტზე გამოკრული აბრიდან. შესაბამისი ფოტო–მტკიცებულება განთავსებულია "რუსთავი 2"–ის ვებგვერდზე, სამშენებლო ობიექტზე არსად არ არის მითითებული "შპს ენერჯი პლიუსი", მომხდარი ინციდენტის შემდეგ არ გაკეთებულა განმარტება და შესაბამისად მედიას ვერ ეცოდინებოდა კონტრაქტორის შესახებ.



ტყუილი 3 - ციტატა განცხადებიდან: "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლები არ დაკავშირებიან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს, არ გამოუთხოვიათ ინფორმაცია, რაც ამყარებს ეჭვს, რომ "რუსთავი 2"-ის ინტერესი არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ მისი შეგნებულად შეცდომაში შეყვანაა", - ესეც დიდი ტყუილი. "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტი ანა წერეთელი "ჯითიდიეს სოლუშენის" და ტურიზმის განვითარების ფონდის სარეგისტრაციო მისამართზე იმყოფებოდა. 17 აპრილს, დილით, 12 საათზე ვიდეომასალა გავიდა "კურიერის" ეთერში და განმეორეობით გადაიცა 3, 6, 9 საათზე, თუმცა ამის მიუხედავად არანაირი განმარტება არ გაკეთებულა. ამ ვიდეოჩანაწერით დგინდება, "რუსთავი 2"–ის სურვილი მოეძებნა კომპანიის დამფუძნებლები და ჩაეწერა მათთან ინტერვიუ.


დასკვნა, თანაინვესტირების ფონდის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება არის სრული დეზინფორმაცია. სამწუხაროა, რომ სამი ადამიანის სიმაღლიდან ჩამოვარდნის ფაქტს კომპანია მხოლოდ მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც რეპორტაჟი "კურიერში" მომზადდა და ორი დღის განმავლობაში მათ ობიექტზე მომხდარ შემთხვევაზე ხმაც კი არ ამოუღიათ", – წერს "რუსთავი 2"–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი.








საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს
access_time2019-08-19 20:00:34
სახელმწიფო კრედიტების პროგრამა, რომელსაც მოსკოვი  სხვა ქვეყნებს სთავაზობს გასაიდუმლოებულია, თუმცა რუსულმა სააგენტო  rbc.ru-მ აღმოაჩინა სულ ცოტა  17 სახელმწიფო, რომელთა ვალდებულება რუსეთის მიმართ ჯამში 27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავს სხვა სახელმწიფოებისთვის მიცემულ ფინანსურ და საექსპორტოო კრედიტებს. ინფორმაცია  საჯარო მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი ხელს მთავრობათ...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...


მსგავსი სიახლეები

up