რუსთაველის გამზირიდან და პეკინის ქუჩიდან თვითგორიები (самокат), რომლის დაქირავების ერთადერთი საშუალება რუსული რუბლი იყო, აიღეს

რუსთაველის გამზირიდან და პეკინის ქუჩიდან თვითგორიები (самокат), რომლის დაქირავების ერთადერთი საშუალება რუსული რუბლი იყო, აიღეს

access_time2019-07-12 13:00:44

რუსთაველის გამზირზე თვითგორიები, რომლის დაქირავების ერთადერთი საშუალება რუსული რუბლი იყო და რომელთა გამოჩენასაც სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა,  დღეს უკვე ცენტრალური ქუჩიდან აღებულია.


რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გამყიდველები, კომერსანტთან საუბარში აცხადებენ, რომ კომპანიამ დილის საათებში გასაქირავებლად გამზადებული თვითგორიები ერთბაშად აიღეო.


„დილით აქ ოთხამდე სკუტერი იყო მიბმული, მერე მოვიდა დიდი მანქანა და ერთბაშად წაიღეს ყველა. მე როგორც ვიცი, ერთი წუთი 30 თეთრი ღირდა,  აქ დადიოდნენ ე.წ. „სამაკატებით“  და  სეირნობდნენ.  მე არ დავინტერესებულვარ, იმიტომ, რომ ჩემი აზრით,  ძალიან ძვირია.“ - აცხადებს ადგილობრივი.




მთავარი მიზეზი, რატომაც  უკმაყოფილება  მოჰყვა ამ სერვისის თბილისში გამოჩენას იყო ის, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გადახდის ერთადერთი საშუალება რუსული რუბლი იყო, ხოლო კომპანია To Go , რომელსაც ეკუთვნის თვითგორიები, რუსული კომპანიაა.



საქართველოში უცხოური ვალუტით ანგარიშსწორების ფაქტთან დაკავშირებით თავის პოზიციას სოციალურ ქსელში ფინანსისტი, თემურ ბასილიაც აფიქსირებს, facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ რუბლში და დოლარში ანგარიშსწორება საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია და ეს მხოლოდ ეროვნული ვალუტის მეშვეობით უნდა ხდებოდეს.




„ქართული კანონდებლობით საქართველოში გადახდის და ანგარიშსწორების ერთადერთი საშუალება არის ლარი; რომელმა სახელმწიფო უწყებამ მისცა უფლება ამ კომპანიას კანონდარღვევით, რუსულ რუბლებში აწარმოოს ბიზნესი საქართველოს ტერიტორიაზე? კანონის თანახმად არც დოლარში არის დაშვებული ანგარიშსწორება. სად არის ეროვნული ბანკი თავისი ლარიზაციის პროგრამით? რატომ არ არის აღკვეთილი აშკარა კანონდარღვევა და ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტის - ქართული ლარის წინააღმდეგ მიმართული ეს ანტისახელმწიფო ქმედება?“ - წერს თემურ ბასილია თავის Facebook გვერდზე.


საზოგადოების პროტესტს ამ კომპანიის მიმართ დაემატა ის ფაქტიც, რომ აპლიკაციაში, რომელიც ამ კომპანიის სერვისის მისაღებად გამოიყენება ჩამოთვლილია მხოლოდ რუსეთის ქალაქები და ასარჩევ რეგიონებს შორის არის საქართველო. 


„მადლობა ამ აპლიკაციის მეპატრონეებს , რომ საქართველო რუსეთის გუბერნია ჰგონიათ„  წერს ერთერთი Facebook მომხმარებელი. 




როგორც რადიო თავისუფლება იტყობინება,  თვითგორიას დასაქირავებლად საჭირო იყო აპლიკაციის გადმოწერა, მენიუს გახსნა, რომელიც მხოლოდ რუსულადაა ხელმისაწვდომი, რეგისტრაციისთვის პირადი მონაცემების გამოყენებაზე თანხმობა და რუბლში ანგარიშსწორება. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.



 გაქირავებული ტრანსპორტის გადაადგილების კონტროლი GPS სისტემის მეშვეობით ხდება. კომპანიის წარმომადგენელმა Marketer.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მენიუსა და სტიკერების ქართული ვერსიის შექმნის პროცესი უკვე მიმდინარეობს.



„პრობლემის გადასაჭრელად უკვე ვმუშაობთ, დაახლოებით, ორი კვირა დაგვჭირდება, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ. შემდეგ თანხა დოლარსა და ცენტებში გამოჩნდება. ლარი ფიზიკურად ვერ მოხერხდება, რადგან ქართული ვალუტა საერთაშორისო გადახდების სისტემებში არ არის“, - ამბობს ნიკო პაპაშვილი.

 



 მარიამ მორგოშია






დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up